Logo
ბლოგი
Time icon

3 წუთი წასაკითხად

33 ჯილდო Global Finance-ისგან: ხარისხის ნიშანი თქვენი პირადი და ბიზნეს ფინანსებისთვის

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი 2026 წლის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოების ფარგლებში 33 ნომინაციაში გამარჯვებულად დაასახელა. ასეთი აღიარება, რა თქმა უნდა, საამაყოა, თუმცა ჯილდოების გრძელი სია ხშირად აბსტრაქტულად ჟღერს. ამიტომ, მოდით, ვნახოთ, კონკრეტულად რას ნიშნავს ეს აღიარება თქვენი ბიზნესისა და პირადი საბანკო გამოცდილებისთვის.

სანამ დეტალებს განვიხილავთ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ეს ჯილდოები დაჯილდოების პირველი, რეგიონული რაუნდის შედეგია. ამ ეტაპზე Global Finance-ი საუკეთესოებს ქვეყნებისა და რეგიონების (ჩვენს შემთხვევაში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის) მიხედვით ასახელებს. მეორე, გლობალურ რაუნდში კი რეგიონული გამარჯვებულები ერთმანეთს მსოფლიო პირველობისთვის ეჯიბრებიან. შესაბამისად, ამ 33 ჯილდოს მოპოვებით საფუძველი ეყრება მთავარ, გლობალურ აღიარებას.

რას ნიშნავს Global Finance-ის აღიარება პრაქტიკაში?

Global Finance-ის ჯილდოები ფინანსურ სამყაროში ერთგვარი ხარისხის ნიშანია. გამარჯვებულებს გლობალური ტექნოლოგიური კომპანია Infosys-ის ჟიური და Global Finance-ის რედაქტორები არჩევენ. ისინი აფასებენ არა მხოლოდ პროდუქტის დიზაინს, არამედ მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას, პროდუქტის უკან მდგარ სტრატეგიას, უსაფრთხოებასა და რეალურ, გაზომვად შედეგებს.
მოდით, გამოვყოთ რამდენიმე ჯილდო, რომელსაც პირდაპირი სარგებელი მოაქვს.

თქვენთვის, როგორც მომხმარებლისთვის:

  • საუკეთესო მობილური გამოცდილება: ჯილდო “საუკეთესო მობილბანკი” როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ნიშნავს, რომ თქვენი ყოველდღიური საბანკო ოპერაციები – გადარიცხვები, გადახდები, ანგარიშების მართვა – მაქსიმალურად სწრაფი და კომფორტულია.
  • ინოვაცია და ახალი შესაძლებლობები: აღიარება, როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკი, ნიშნავს, რომ ბანკი მუდმივად გთავაზობთ ახალ, თქვენს საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებს, სერვისებსა და პერსონალიზებულ შეთავაზებებს.
  • გამარტივებული გადახდები: ჯილდო გადასახადების ციფრულად მართვის საუკეთესო გადაწყვეტისთვის ადასტურებს, რომ გადახდები თქვენთვის მარტივი და ორგანიზებულია.
  • თანამედროვე კომუნიკაცია და სერვისები: აღიარება სოციალური მედიის მარკეტინგისა და სერვისების მიმართულებით ნიშნავს, რომ ბანკი ხელმისაწვდომია იმ პლატფორმებზე, რომლებსაც ყოველდღიურად იყენებთ და მზადაა, სწრაფად გიპასუხოთ.

თქვენი ბიზნესისთვის:

  • სერვისები, რომლებიც ბიზნესის ზრდას უწყობს ხელს: ჯილდოები სავაჭრო დაფინანსებისა და Embedded Finance-ის კატეგორიებში პირდაპირ უკავშირდება ბიზნესის განვითარების ინსტრუმენტებს, იქნება ეს საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა თუ საბანკო სერვისების ინტეგრირება თქვენს სამუშაო პროცესებში.
  • ციფრული ტრანსფორმაცია და ეფექტიანობა: ჯილდოები ბიზნესის ტრანსფორმაციისა და საუკეთესო ციფრული გადახდების სტრატეგიის მიმართულებით ნიშნავს, რომ ბიზნესისთვის შექმნილი ციფრული არხები მაქსიმალურ ეფექტიანობაზეა ორიენტირებული, რაც თქვენს დროს ზოგავს და პროცესებს ამარტივებს.

Global Finance-ის ჯილდოების სრული სია

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი – სამომხმარებლო სეგმენტი

  • საუკეთესო მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
  • საუკეთესო ინოვაციური სამომხმარებლო ციფრული ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
  • საუკეთესო ონლაინ პროდუქტის შეთავაზებები მომხმარებლებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
  • საუკეთესო ტრანსფორმაცია სამომხმარებლო მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
  • საუკეთესო ინტეგრირებული საბანკო ვებ-გვერდი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
  • საუკეთესო ბანკი პერსონალიზებული დაკრედიტებისა და სესხების მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
  • საუკეთესო სამომხმარებლო ციფრულ ბანკი სოციალური მედიის მარკეტინგისა და სერვისების მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
  • საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი გადასახადების ციფრულად მართვის მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

საქართველო – სამომხმარებლო სეგმენტი

  • საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი საქართველოში;
  • საუკეთესო პერსონალური ფინანსების მართვის მიმართულებით საქართველოში;
  • საუკეთესო მობილბანკი საქართველოში;
  • საუკეთესო UX დიზაინის მქონე ბანკი საქართველოში;
  • ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკი საქართველოში;
  • საუკეთესო ონლაინ პროდუქტის შეთავაზებები მომხმარებლებისთვის საქართველოში;
  • საუკეთესო ტრანსფორმაცია საქართველოში;
  • ონლაინ გადახდების საუკეთესო გადაწყვეტა მომხმარებლებისთვის საქართველოში;
  • საუკეთესო ინტეგრირებული საბანკო ვებგვერდი საქართველოში;
  • საუკეთესო ბანკი პერსონალიზებული დაკრედიტებისა და სესხების მიმართულებით საქართველოში;
  • საუკეთესო სოციალური მედიის მარკეტინგისა და სერვისების მიმართულებით საქართველოში;
  • საქართველოს ბანკი საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი გადასახადების ციფრულად მართვის მიმართულებით საქართველოში.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი – ბიზნესის მიმართულება

  • საუკეთესო ბანკი ტრანსფორმაცის მიმართულებით ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
  • საუკეთესო ინფორმაციული უსაფრთხოება და ფროდის მართვა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში;
  • The Thought Leadership & Digital Advisory Award
  • საუკეთესო ბანკი Embedded Finance-ის მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

საქართველო – ბიზნესის მიმართულება

  • ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკი ბიზნესისთვის საქართველოში;
  • საუკეთესო ბანკი ტრანსფორმაცის მიმართულებით ბიზნესისთვის საქართველოში;
  • საუკეთესო ინფორმაციული უსაფრთხოება და ფროდის მართვა საქართველოში;
  • საუკეთესო ონლაინ UX პორტალი საქართველოში / Best Online/User Experience (UX) Portal
  • საუკეთესო სავაჭრო დაფინანსების სერვისები ბიზნესისთვის საქართველოში;
  • საუკეთესო ბიზნესის ციფრული გადახდების სტრატეგია საქართველოში;
  • The Thought Leadership & Digital Advisory Award;
  • საუკეთესო ბანკი Embedded Finance-ის მიმართულებით საქართველოში.

უწყვეტი ტექნოლოგიური ლიდერობა

ეს რეგიონული წარმატება იმ უწყვეტი ტექნოლოგიური განვითარების ნაწილია, რომელსაც საერთაშორისო გამოცემები წლებია აღიარებენ.

სულ ცოტა ხნის წინ, Global Finance-მა საქართველოს ბანკის AI კვლევითი ლაბორატორია მსოფლიოს საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბებს შორის დაასახელა, ისეთი გლობალური გიგანტების გვერდით, როგორებიცაა Citi და Mastercard. ამავე დაჯილდოებაზე ბანკმა რეგიონული ინოვატორის ჯილდოც მიიღო გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (GenAI) დანერგვისთვის.

ეს ყველაფერი კი ლოგიკურად გვირგვინდება ისეთი აღიარებებით, როგორიცაა საქართველოს ბანკის ზედიზედ ორჯერ (2024 და 2025 წელს) დასახელება მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკად – ტიტული, რომლის მოსაპოვებლადაც ბანკი წელსაც იბრძოლებს.

საბოლოო ჯამში, ყველა ეს ჯილდო იმის დადასტურებაა, რომ ციფრული სერვისები, რომლებსაც თქვენ იყენებთ, საიმედო, უსაფრთხო და განვითარებაზე ორიენტირებულია.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს