2 წუთი წასაკითხად
ქუჩაში გატანილი ტრიბუნები: როგორ არ გაჩერდა ქომაგობა
1 ოქტ. 2026
2 წუთი წასაკითხად
25 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის პირველი საშინაო მატჩი ჩრდილოეთ ირლანდიასთან ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაატარა. არსებული შეზღუდვების გამო, გულშემატკივრები თამაშს ვერ ესწრებოდნენ, თუმცა ამას მხარდაჭერა არ შეუჩერებია.
ქომაგობა არ ჩერდება
საქართველოს ბანკმა, როგორც ეროვნული ნაკრების მთავარმა სპონსორმა, ეს შეზღუდვა ახალ შესაძლებლობად აქცია კამპანიით „ქომაგობა არ ჩერდება“. ჩანაფიქრი მარტივი იყო: თუ გულშემატკივარი ვერ შედის სტადიონზე, მაშინ თავად ქალაქი უნდა იქცეს საგულშემატკივრო სივრცედ. ასე გაჩნდა იდეა, რომ სტადიონზე აკრძალული ქომაგობა პირდაპირ ქუჩაში, სპეციალურად მოწყობილ ტრიბუნებზე გამოსულიყო.
მატჩის დღეს, 17:00 საათიდან, დინამოსთან მისასვლელ გზაზე ნამდველი საფეხბურთო მოძრაობა დაიწყო. აქ მოსულ გულშემატკივრებს სამი სპეციალური ლოკაცია დახვდათ: პირველი ტრიბუნა მესხის ძეგლთან განთავსდა, მეორე – ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიასთან, ხოლო მესამე, ცაბაძის ქუჩის კუთხეში, სასკოლო ლიგის ბავშვებმა დაიკავეს. სამივე წერტილიდან ერთიანი ენერგია მიემართებოდა მოედნისკენ, რაც ნაკრების ავტობუსის გამოჩენისას განსაკუთრებულ ხმაურში გადაიზარდა.

ეს ყველაფერი საქართველოს ბანკის, ფეხბურთის ფედერაციისა და ნაკრების ქომაგების ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა. თუმცა მთავარი როლი მაინც იმ ადამიანებმა ითამაშეს, რომლებმაც ქუჩის ტრიბუნები შეავსეს. ქართული სპორტის ქომაგების პრეზიდენტი, ბექა ნოზაძე, ამ შეკრების მუხტს ასე იხსენებს:
როდესაც ჩვენ ვუსმენთ საქართველოს ჰიმნს, ამ დროს ვფიქრობთ, რომ გავდივართ ბრძოლის ველზე. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ითამაშებს მოედანზე, მთავარია როგორ თამაშობენ ის ადამიანები, რომლებსაც საქართველოს ნაკრების მაისური აცვიათ. პატიოსანი ქომაგი არასდროს ვყოფილვარ, ბავშვობიდან მიყვარდა ფეხბურთი და ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო იყო, როცა გადავძვრებოდი, შევიპარებოდი თამაშზე და სხვის კუთვნილ ადგილას დავჯდებოდი. ეს მოგონება დღემდე მახსენებს, რომ ქომაგობას ვერაფერი აჩერებს – ვერც შეზღუდვები, ვერანაირი ბარიერი. მე ვთვლი, რომ მე ვარ ქვეყნის ჯარისკაცი, რომელიც ვალდებულია, მივიდეს იქ, სადაც ქართული დროშა ფრიალებს, მივიდეს იქ, სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობს და ყველა სიტუაციაში, ყველა მნიშვნელობის თამაშზე დაუჭიროს მხარი.
– ბექა ნოზაძე
25 სექტემბრის საღამომ ერთი რამ ნათლად აჩვენა: გულშემატკივრობა 90-წუთიან მატჩზე გაცილებით მეტია. სტადიონის კარები შეიძლება დაკეტილი იყოს, მაგრამ მხარდაჭერისთვის სივრცე მაინც მოიძებნება.
საქართველოს ნაკრებს წინ ორი გასვლითი მატჩი აქვს:
⚽ 2 ოქტომბერი, 22:45 – უნგრეთი vs საქართველო
⚽ 5 ოქტომბერი, 22:45 – ჩრდილოეთ ირლანდია vs საქართველო
ქომაგობა არ ჩერდება!