Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

5 სიახლე გადახდების მენეჯერში, რომლებიც საქმეს გაგიმარტივებთ

ბიზნესის მართვისას ფინანსების კონტროლი ხშირად ბევრ დროსა და რესურსს მოითხოვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა თანხა სხვადასხვა არხიდან შემოდის. ბიზნეს მენეჯერის განახლებული მოდული, გადახდების მენეჯერი, სწორედ ამ საოპერაციო საქმეების გასამარტივებლად შეიქმნა. პლატფორმაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე დაგხვდებათ, რაც ყოველდღიურ პროცესებს ბევრად კომფორტულს გახდის.

მიღებული გადახდები ერთ სივრცეში

ფიზიკური მაღაზიიდან, ონლაინ პლატფორმიდან თუ სოციალური ქსელებიდან შემოსული თანხები ახლა ერთ სივრცეში იყრის თავს. თითოეულ ტრანზაქციას თვალს რეალურ დროში ადევნებთ, რაც სხვადასხვა პლატფორმაზე გადართვის აუცილებლობას გამორიცხავს.
სასურველი ინფორმაციის მოსაძებნად კი შეგიძლიათ მონაცემები თარიღის, გადახდის მეთოდის, კონკრეტული ტერმინალის ან გადახდის სტატუსის მიხედვით გაფილტროთ.

რეპორტები ბუღალტერიისთვის რამდენიმე წამში

ყოველდღიური ფინანსური ამონაწერებისა და ანგარიშების მომზადება ბევრად მარტივი ხდება. საჭირო დოკუმენტებს პლატფორმიდან რამდენიმე წამში დააგენერირებთ და ექსპორტით, სასურველ ფორმატში ჩამოტვირთავთ.
ეს სივრცე საშუალებას გაძლევთ, ზუსტად იცოდეთ, რამდენს გამოიმუშავებს თქვენი ბიზნესი დღის ბოლოს. დეტალური სურათის დანახვა ფინანსების უკეთ დაგეგმვაში და სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრაში დაგეხმარებათ.

გადახდის მეთოდების მოთხოვნა და მართვა

მომხმარებლებისთვის გადახდის ახალი ალტერნატივების შეთავაზება ახლა დამოუკიდებლად შეგიძლიათ. ბიზნესის მიმდინარე საჭიროებებიდან გამომდინარე, პლატფორმიდან მარტივად შეუკვეთავთ ტერმინალს და ჩართავთ/გამორთავთ ისეთ საგადახდო სისტემებს, როგორებიცაა Visa, Mastercard, Amex, Apple Pay, Google Pay, ეტაპობრივი გადახდა თუ PLUS ქულები.
ამ პროცესისთვის ბანკთან დამატებითი კომუნიკაცია აღარ გჭირდებათ.

გადახდის ლინკი საკუთარი საიტის გარეშე

თუ პროდუქციას ან მომსახურებას Facebook-ით, Instagram-ით ან სხვა ალტერნატიული არხებით ყიდით, ეს ფუნქციონალი საქმეს საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ. პლატფორმიდან მომენტალურად ქმნით უნიკალურ საგადახდო ბმულს და უგზავნით მას მყიდველს. მომხმარებელი თანხას ბარათით უსაფრთხოდ იხდის, თქვენ კი არ გჭირდებათ საკუთარი ვებგვერდის შექმნა.

სრულად ონლაინ რეგისტრაცია

ახალი საგადახდო მეთოდების გააქტიურება ფიზიკური ხელმოწერებისა და ბანკში ვიზიტის გარეშეა შესაძლებელი. შემოწმების პროცესს პლატფორმაზე გადიხართ და ხელშეკრულებებს ელექტრონულად, ციფრულ სივრცეშივე ადასტურებთ. ეს მიდგომა მნიშვნელოვნად ზოგავს დროს და ბიზნესს საშუალებას აძლევს, გაყიდვები ბევრად სწრაფად დაიწყოს.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს