Logo
ბლოგი
Time icon

3 წუთი წასაკითხად

კალათბურთი და ჰიპ-ჰოპი: როგორ შეცვალა ქუჩის კულტურამ მსოფლიო

ალბათ არცერთი სპორტი არ ჰგავს ჰიპ-ჰოპს ისე, როგორც კალათბურთი. თავის მხრივ კი არცერთ მუსიკალურ ჟანრს არ აქვს ისეთი სპორტული რიტმი, როგორიც ჰიპ-ჰოპს. მოედანზე 1-1-ზე თამაშიც ძალიან ჰგავს რეპერების სიტყვიერ ორთაბრძოლას.

კალათბურთელსაც და რეპერსაც ზუსტი რიტმი, სისწრაფე და შეტევის გეგმა სჭირდება. თუ ჰიპ-ჰოპ ფესტივალზე დასწრებას გეგმავ, გაითვალისწინე, რომ Student Card-ით ბილეთის შეძენისას 20% ქეშბექს (მაქსიმუმ 20 ლარს) დაიბრუნებ.

სანამ 17 ოქტომბერს დაგეგმილ ჰიპ-ჰოპ ფესტივალს ველოდებით, მოდი ვნახოთ, როგორ კვებავდა ეს ორი კულტურა ერთმანეთს ათწლეულების განმავლობაში.

ნიუ-იორკის ქუჩები

ამ ორ სამყაროს შორის კავშირი ჯერ კიდევ 1970-იანი წლებიდან იწყება. 1979 წელს ჯგუფმა Sugar Hill Gang-მა პირველად ახსენა საკალათბურთო კლუბი New York Knicks თავის ტექსტში; ამგვარად, სპორტი და რეპი პირველად გადაიკვეთა. 1984 წელს კი გამოვიდა Kurtis Blow-ს ცნობილი ჰიტი “Basketball,” სადაც ის 22 სხვადასხვა კალათბურთელის სახელს ახსენებდა.

როგორც ლეგენდარული რეპერი Chuck D იხსენებს, ნიუ-იორკის ქუჩის მოედნებზე თამაშისას მუსიკა ყოველთვის ჩართული იყო. დიჯეის მიერ შექმნილი რიტმი მოთამაშეებს სისწრაფეს მატებდა, მაყურებელს კი ენერგიით ავსებდა. დღეს უკვე წარმოუდგენელია NBA-ს თამაშს დაესწრო და დიჯეი არ უკრავდეს.

Allen Iverson და NBA

2000-იანი წლების დასაწყისში კალათბურთელმა Allen Iverson-მა NBA-ში ნამდვილი კულტურული რევოლუცია მოახდინა. მან უნიკალური თამაშის სტილთან ერთად, მოედანზე ქუჩის კულტურა და ჰიპ-ჰოპ მოდა შემოიტანა.

ფართო ტანსაცმელი, მასიური ჯაჭვები და ტატუები Iverson-ის სავიზიტო ბარათი გახდა. ეს სტილი იმდენად პოპულარული გახდა სხვა მოთამაშეებშიც, რომ NBA-ს ხელმძღვანელობამ ჩაცმულობის მკაცრი წესები შემოიღო, რასაც მოთამაშეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. Allen Iverson-ის მთავარი არგუმენტი კი ის იყო, რომ მისი სტილი უშუალოდ მის პირად იდენტობასა და კულტურულ ფესვებს უკავშირდებოდა.

მუსიკისა და კალათბურთის ორმხრივი გავლენა

დროთა განმავლობაში, ჰიპ-ჰოპ არტისტებმა სპორტულ სამყაროში სერიოზული ადგილი დაიკავეს. Jay-Z იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც 2012 წელს Brooklyn Nets-ის აქციები იყიდა. მან პირადად მიიღო მონაწილეობა გუნდის ლოგოსა და მაისურის დიზაინის შექმნაში, რამაც კლუბს რეალური ქუჩის ესთეტიკა შესძინა.

დღეს რეპერები გუნდების ოფიციალური ელჩები არიან. ამის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მაგალითია Drake, რომელმაც Toronto Raptors-ის მატჩებზე მოთამაშეებთან აქტიურ კომუნიკაციასთან ერთად, გუნდის იდენტობის შექმნაშიც შეიტანა წვლილი. 

NBA-ისა და ჰიპ-ჰოპის კავშირი უფრო და უფრო გამყარდა ისეთი მოვლენებით, როგორიც Drake Night იყო. ეს იყო ყოველწლიური ღონისძიება, სადაც მატჩზე მისულ გულშემატკივრებს Drake-ის ბრენდის, October’s Very Own-ს მაისურები ურიგდებოდათ, არენაზე მხოლოდ დრეიკის მუსიკა ისმოდა, ხოლო თამაშის დაწყების წინ, კალათბურთელებს მოედანზე პირადად რეპერი იძახებდა. მსგავსმა ღონისძიებებმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს ჰიპ-ჰოპს არა მხოლოდ მოთამაშეების, არამედ უშუალოდ ლიგის მხრიდან. 

ეს კავშირი და პატივისცემა ორმხრივია – რეპერებს ხშირად კალათბურთელობა სურთ, სპორტსმენებს კი – რეპერობა. ერთის მხრივ, NBA-ის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც Shaquille O’Neal და Damian Lillard არიან, თავადაც აქტიურად წერენ ჰიპ-ჰოპ ტრეკებს. მეორეს მხრივ კი, მუსიკოსები თავიანთ ტექსტებში გამუდმებით იყენებენ საკალათბურთო რეფერენსებს. დღეს მოთამაშისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პატივი და კულტურული აღიარება სწორედ ისაა, როცა ცნობილი რეპერი მის სახელს თავის სიმღერაში ახსენებს.

ჰიპ-ჰოპის ფესტივალი

სწორედ ეს დიდი ენერგია – თავისი მუსიკით, სპორტული სტილითა და თავისუფლებით – ურბანული კულტურის მთავარი მამოძრავებელია. 17 ოქტომბერს, Factory Tbilisi მასშტაბურ ჰიპ-ჰოპ ფესტივალს მასპინძლობს. ეს არის დღე, როცა ჰიპ-ჰოპ კულტურის ყველა ფორმა ერთ დიდ სივრცეში გაერთიანდება.

ფესტივალის მუსიკალური პროგრამა სრულიად უნიკალურია. სცენაზე წარდგება სოციალური ჰიპ-ჰოპის ბრუკლინელი ლეგენდა Talib Kweli; მის გვერდით კი ლონდონური ახალი ტალღის ენერგიული ხმა – FLOHIO. უცხოელ სტუმრებთან ერთად, განსაკუთრებულ ენერგიას ქართული სცენის გამორჩეული არტისტები შემოიტანენ, ესენია: TAHA, Kay G და Mush One.

რას ვნახავთ ფესტივალზე?

როგორც ვნახეთ, ჰიპ-ჰოპი მხოლოდ მუსიკა არ არის, ამიტომ ფესტივალზე უამრავი განსხვავებული აქტივობა დაგხვდება:

  • შოუქეისები: Sioni Hi-Fi Soundsystem თავისი ხელით აწყობილი აპარატურით ნამდვილ ენერგიას გაგრძნობინებს.
  • ცეკვა და ვიზუალური ხელოვნება: გაიმართება Red Bull Dance Your Style – იმპროვიზაციული ცეკვის შოუ, სადაც არცერთი მოძრაობა არაა წინასწარ დადგმული. ამასთან ერთად, Graffiti Battle-ის ფარგლებში, არტისტები პირდაპირ შენს თვალწინ შექმნიან მასშტაბურ ნახატებს.
  • კულტურის ზონა: შეგეძლება დაათვალიერო ფოტოგამოფენა “50 Iconic Moments of Hip-Hop History,” რომელიც ჟანრის 50-წლიან ისტორიას ასახავს. ასევე, სპეციალურ კინოსივრცეში თემატური ფილმების ჩვენება გაიმართება.
  • BOG Streetball Zone: 14:00-დან 18:00 საათამდე სპეციალურ საკალათბურთო სივრცეში ჩატენვების კონკურსი გელოდება.

ადგილზე იმუშავებს კვების ზონა, ბარი და სხვადასხვა ინტერაქციული სივრცე, რაც სრულყოფილ საფესტივალო გამოცდილებას შეგიქმნის.

კალათბურთის მსგავსად, ჰიპ-ჰოპიც ქუჩაში დაიბადა და შემდეგ მთელი მსოფლიო მოიცვა. 17 ოქტომბერს Factory Tbilisi ამ დიდი კულტურის ნამდვილ ეპიცენტრად იქცევა.

გაეცანი ფესტივალის Facebook ივენთს, შეიძინე ბილეთები ონლაინ და არ გამოტოვო წლის მთავარი მოვლენა! (ფესტივალზე მოქმედებს 18+ ასაკობრივი შეზღუდვა, 11-17 წლის მოზარდებისთვის კი აუცილებელია მშობლის თანხლება).

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს