3 წუთი წასაკითხად
MERAKI პარიზის Fashion Week-ზე | როცა საქმეს საზღვრებს გარეთ გასვლა სჭირდება
23 ოქტ. 2026
3 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
ქართული ბრენდის, MERAKI-ს ხედვით, სამოსი და აქსესუარები ადამიანის ღირებულებებისა და იდენტობის გამომხატველია. ფერადი, გულწრფელი და თავისუფალი კონცეფციით ბრენდი მომხმარებელს საკუთარი უნიკალურობის პოვნაში ეხმარება, რადგან “ყველა ადამიანს თავისი ფერი აქვს“. საქართველოში დაგროვილი გამოცდილებით დღეს უკვე მერაკი საერთაშორისო ასპარეზზე თამამ ნაბიჯებს დგამს.
თუმცა ის, რაც ბიზნესს დასაწყისში ჰყოფნის, ზრდასთან ერთად საკმარისი აღარ არის. ყოველ ახალ ეტაპზე განსხვავებული ამოცანები ჩნდება: საოპერაციო პროცესების მოწესრიგება, ყოველდღიური ფინანსების მართვა, მომხმარებლების მოზიდვა. როგორ ვითარდება მერაკი, რა გამოცდილება მოუტანა პარიზის მოდის კვირეულმა და რა სჭირდება გლობალურ ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად, ამ თემებზე ბრენდის დამფუძნებელი, ანუკა გვენცაძე გვიყვება.
პარიზის პოპ-აპი და პირველი ნაბიჯები გლობალურ ასპარეზზე
ადგილობრივ ბაზარზე წარმატების შემდეგ მერაკმა საზღვრებს გარეთ გადაინაცვლა და განსაკუთრებული ყურადღება ადამიანების ერთ სივრცეში გაერთიანებას დაუთმო:
საერთაშორისო კონტენტ კრეატორების საქართველოში მოწვევა, პარიზში პოპაპში მონაწილეობა, ინფლუენსერ ბრანჩის გამართვა და ჩვენს სივრცეში საშემოდგომო მარკეტის მოწყობა ადამიანების გაერთიანების მცდელობაა. გვინდა, მომხმარებელმა MERAKI-სთან ურთიერთობისას, პროდუქტის გარდა, ემოცია და საკუთარი თავის გამოხატვის შესაძლებლობაც მიიღოს.
– ანუკა გვენცაძე
MERAKI პარიზის მოდის კვირეულის სივრცეში პირველად 2024 წლის ოქტომბერში გამოჩნდა. ეს იყო ბრენდის პირველი მასშტაბური ნაბიჯი საქართველოს ფარგლებს გარეთ: 1-2 ოქტომბერს, პარიზის ცნობილ მოდურ უბანში, ლე მარში (Le Marais), MERAKI-მ სპეციალური Pop-up სივრცე და შოურუმი მოაწყო, სადაც საერთაშორისო აუდიტორიას, მოდის კრიტიკოსებსა და ინფლუენსერებს ახალი კოლექცია წარუდგინა. მას შემდეგ ბრენდი პარიზის მოდის კვირეულის პერიოდში ექსკლუზიური კოლექციების წარდგენას აგრძელებს:
ჩემთვის ასეთი გამოცდილების მთავარი ღირებულება მომხმარებელთან პირდაპირი ურთიერთობაა, სწორედ ასეთი უშუალო ურთიერთობა გეხმარება გაიგო, რა აჩერებს ადამიანს შენს სივრცესთან, რომელ ნივთს ირჩევს და როგორ აღიქვამს ბრენდს, რომლის ისტორიაც ჯერ არ იცის. შესაძლებლობების უკან კი თანმიმდევრული შრომა დგას: ყველა მცდელობა შედეგს ვერ გაძლევს, მაგრამ თითოეული მათგანი ზრდის შანსს, რომ ერთ დღეს ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს.
სწორი ფინანსური პარტნიორობა საერთაშორისო წარმატების გზაზე
საერთაშორისო ბაზარზე გასვლა სრულიად განსხვავებულ ოპერაციულ მზაობასა და რესურსს მოითხოვს. ანუკას შეფასებით, მთავარი სირთულეები ლოგისტიკას, ცნობადობის მოპოვებასა და ფინანსურ უზრუნველყოფას უკავშირდება:
საქართველოში მომხმარებელი უკვე იცნობს MERAKI-ს ისტორიას, საზღვარგარეთ კი ეს ურთიერთობა თავიდან უნდა ააშენო, რასაც თანმიმდევრული კომუნიკაცია, პარტნიორები, დრო და ფინანსური რესურსი სჭირდება.
სწორედ ამიტომ, გაფართოებისა და ახალ ბაზრებზე გასვლის პროცესში საიმედო ფინანსური პარტნიორობის როლი გადამწყვეტია. როდესაც ბიზნესი საზღვრებს გარეთ გადის, ყოველდღიური საბანკო ოპერაციები, საერთაშორისო გადარიცხვები, სავალუტო კონვერტაცია თუ ბიზნეს ბარათებით უსაფრთხო ანგარიშსწორება შეუფერხებლად უნდა მუშაობდეს:
როდესაც ბიზნესს თავად მართავ, კარგად გრძნობ, რამდენ დროსა და ენერგიას მოითხოვს ყოველდღიური საოპერაციო საკითხები. საერთაშორისო მიმართულების განვითარებასთან ერთად ფინანსური პროცესების გამართულობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, იქნება ეს გადარიცხვა, ვალუტის კონვერტაცია თუ საზღვარგარეთ გადახდა. საქართველოს ბანკი ამ გზაზე სწორი ფინანსური პარტნიორია, რომელიც მეხმარება, უფრო მშვიდად დავგეგმო ხარჯები და დროულად ვიმოქმედო.
სამომავლო გეგმები
მერაკი სამომავლოდ აპირებს გლობალურ ბაზარზე კიდევ უფრო გაიზარდოს და შეინარჩუნოს ის უნიკალური ხასიათი, რომლის გამოც მომხმარებელი წლებია, ირჩევს:
MERAKI-ს დღეს სჭირდება მიზნისკენ სტაბილური, უწყვეტი სვლა, ფინანსური რესურსები, საერთაშორისო კავშირები და ახალ ბაზრებზე მეტი ხილვადობა. ამ ყველაფერმა ერთად უნდა მოგვცეს შესაძლებლობა, გამორჩეული პროდუქტი მომხმარებლამდე ხარისხიანად და დროულად მივიტანოთ. თუმცა ხვალ ჩვენი საჭიროებები შეიძლება შეიცვალოს: განვითარების ყოველ ეტაპს ახალი გამოწვევები მოაქვს, რაც ჩვენგან მოქნილობას, მუდმივ სწავლასა და ცოდნის გაფართოებას მოითხოვს.
ახალი საქმის წამოწყება, მართვა, გაყიდვების ზრდა თუ გაფართოება განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. ამ გზაზე წარმატებისთვის კი საიმედო დასაყრდენი საქართველოს ბანკია, რომელიც ბიზნესს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სთავაზობს ყველაფერს, რაც საქმეს სჭირდება.