Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

რაც საქმის გაფართოებას სჭირდება | Lunatic Bakery ახალ ფილიალს ხსნის 

ნოემბრის ბოლოს Lunatic Bakery ბახტრიონზე ახალ ფილიალს ხსნის, რომლის ვიტრინას საქართველოს ბანკის ახალი კამპანიის მესიჯი – რაც საქმის გაფართოებას სჭირდება – აწერია. განვითარების ამ გზაზე Lunatic-ის დამფუძნებელმა, ია ძაგანიამ, პარტნიორად სწორედ საქართველოს ბანკი აირჩია.

იას ყოველდღიურ საოპერაციო პროცესებში ბიზნეს მენეჯერი ეხმარება – პლატფორმა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ბიზნესის სამართავად საჭირო ყველა ინსტრუმენტს. 

გაყიდვების კონტროლი ერთ სივრცეში

ახალი ფილიალის დამატებისას ბიზნესისთვის კიდევ მნიშვნელოვანი ხდება გაყიდვების ზუსტი კონტროლი. მეწარმეს უნდა შეეძლოს დაინახოს, რომელი ლოკაცია რა მოცულობის შემოსავალს აგენერირებს, რათა სწორად დაგეგმოს მარაგები, ხარჯები და მომავალი ნაბიჯები – ამ საქმის გამარტივებაში Lunatic-ს ბიზნეს მენეჯერის მოდული, გადახდების მენეჯერი, ეხმარება: 

ჩვენთვის ბიზნეს მენეჯერის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ფილიალების მიხედვით გაყიდვების კონტროლია. გადახდებს საქართველოს ბანკის ტერმინალებით ვიღებთ, ბიზნეს მენეჯერში კი შეგვიძლია ვნახოთ, რა მოცულობის გაყიდვები აქვს თითოეულ ფილიალს, შევადაროთ მათი შედეგები, საერთო სურათიც შევაფასო და დავგეგმოთ სამომავლო ნაბიჯები. როცა მხოლოდ ერთი ფილიალი გვქონდა, ამ ინფორმაციის კონტროლი ბევრად მარტივი იყო. ახლა კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მონაცემები ერთ სივრცეშია თავმოყრილი და ცალკეული ანგარიშების შეგროვება არ გვჭირდება.
– ია ძაგანია

გადახდების მენეჯერი არა მხოლოდ მეწარმეების, არამედ მომხმარებლის გამოცდილებასაც აუმჯობესებს. პლატფორმიდანვე შეგიძლიათ:

  • შეუკვეთოთ ტერმინალი 
  • საიტზე დაამატოთ გადახდის ღილაკი
  • მომხმარებელს შესთავაზოთ გადახდა ბარათით, Apple და Google Pay-თ, ქულებით თუ სასაჩუქრე ბარათებით
  • ერთ სივრცეში მარტივად აკონტროლოთ ტრანზაქციები, დააბრუნოთ თანხა, მართოთ განვადებები, ნაწილ ნაწილ გადახდები 
  • გადმოწეროთ დეტალური რეპორტები

ახალი აუდიტორიის მოზიდვა

Lunatic-ის ორცხობილებსა და ფუნთუშებს განსხვავებული ასაკისა და ინტერესების მომხმარებელი ჰყავს. იმისთვის, რომ სასურველმა შეთავაზებამ ზუსტ აუდიტორიამდე მიაღწიოს, ია Ads მენეჯერს იყენებს, შეთავაზებების შექმნას ახალი ობიექტისთვისაც გეგმავს, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ბახტრიონის ფილიალის შესახებ:

განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ შეგვიძლია კონკრეტულ მომხმარებელთა ჯგუფებზე მორგებული შეთავაზებები შევქმნათ: სტუდენტებისთვის, PLUS ქულებთან დაკავშირებული აქცია ან SOLO მომხმარებლებისთვის ცალკე შეთავაზება. ასეთი მიდგომა უფრო ეფექტურია, ვიდრე ზოგადი რეკლამა, რადგან კონკრეტულ აუდიტორიას კონკრეტულ სარგებელს სთავაზობ.

საქართველოს ბანკის 1.7 მილიონზე მეტი ციფრული მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქტის შეთავაზება Ads მენეჯერის მთავარი უპირატესობაა. რაც მთავარია, სასაჩუქრე ბარათებს, ქეშბექს თუ ფასდაკლების აქციებს სრულად ციფრულად ქმნით და ზუსტად არჩევთ, ვის გინდათ, რომ მესიჯი მიუვიდეს, აკვირდებით კამპანიის პროგრესს და საბოლოო შედეგებს რეპორტების სახით იღებთ.

მეტი დრო საყვარელი საქმისთვის

ბიზნეს მენეჯერი ტექნიკურ და საოპერაციო პროცესებს საგრძნობლად ამარტივებს, ხელმისაწვდომს ხდის და ასწრაფებს. როდესაც ტრანზაქციები მარტივად კონტროლდება და მარკეტინგული კამპანიები ზუსტად აღწევს ადრესატამდე, მეწარმეს მეტი დრო რჩება იდეისა და პროდუქტის განვითარებისთვის.

გაფართოება ბიზნესის მართვის ახალ ეტაპზე გადასვლაა, რაც უფრო მარტივად შეგიძლია პროცესების კონტროლი, მით მეტი დრო გრჩება პროდუქტის განვითარებაზე, გუნდსა და მომხმარებელზე ფიქრისთვის.

თუ თქვენც დამწყები მეწარმე ხართ, ახალი ბიზნესის წამოწყებას გეგმავთ ან არსებულის გაფართოებას, საქართველოს ბანკი ამ გზაზე საიმედო პარტნიორია და გთავაზობთ ყველაფერს, რაც საქმეს სჭირდება.

ბიზნეს მენეჯერის ყველა შესაძლებლობას ამ ბლოგში გაეცნობით.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს