1 წუთი წასაკითხად
სტუდენტი ხარ? Black Friday-ზე 40%-მდე ბარათზე დაგიბრუნდება
20 ნოე. 2026
1 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
სტუდენტისთვის Black Friday ორმაგი დაზოგვის შანსია. მაღაზიები ფასდაკლებებს გთავაზობენ, Student Card-ით კი დახარჯული თანხის 30-40% ბარათზე დაგიბრუნდება. ამიტომ, სანამ რამეს იყიდი, ამ სიას გადახედე.
სად დაგიბრუნდება თანხა Student Card-ით?
23 ნოემბერს
- Zoommer: 30%-ს დაიბრუნებ, 300 ლარამდე.
24 ნოემბერს
- UNO Shoes: 30% დაგიბრუნდება, 100 ლარამდე.
26 ნოემბერს
- Breezy: 30%, მაქსიმუმ 300 ლარის ქეშბექი.
27 ნოემბერს
- ASOS, SHEIN, Zalando და Trendyol: ონლაინ შენაძენის 30% დაგიბრუნდება, 100 ლარამდე.
- Steam: 27 ნოემბერს 30%-ს დაიბრუნებ, 100 ლარამდე.
- DeFacto: 30% დაგიბრუნდება, 100 ლარამდე.
- მოლების კვების ობიექტები (Wendy’s, Dunkin’, Subway, Tolia): 30% დაგიბრუნდება, 20 ლარამდე.
27-29 ნოემბერს
- Altersocks: 40% დაგიბრუნდება, ლიმიტის გარეშე.
- Kotesi, Skivri, Felino Milano, Dakhli, AJ Handmade (ონლაინ და ფილიალებში), iRoom, Aden Cosmetics და Tresor: ამ მაღაზიებში 30% დაგიბრუნდება, ლიმიტის გარეშე.
28 ნოემბერს
- iCity: 30% დაბრუნდება, მაქსიმუმ 300 ლარი.
კიდევ სად დაიბრუნებ თანხას?
ეს შეთავაზებები მხოლოდ სტუდენტებისთვის არ არის, მაგრამ Student Card-ზეც ვრცელდება. აქაც დახარჯული თანხის ნაწილი ბარათზე დაგიბრუნდება.
- Pancho: 23-29 ნოემბერს 30% დაგიბრუნდება, ლიმიტის გარეშე.
- BEKO: 23 და 28 ნოემბერს 30% დაგიბრუნდება, 300 ლარამდე. ტელეფონები და ლეპტოპები შეთავაზებაში არ შედის.
- Archevani: 25-26 ნოემბერს 30% დაგიბრუნდება, ლიმიტის გარეშე.
- Kontakt Home: 27 ნოემბერს 20% დაგიბრუნდება, 500 ლარამდე.
- Carpisa: 27-29 ნოემბერს 30% დაგიბრუნდება, ლიმიტის გარეშე. ფასდაკლებულ ნივთებზე შეთავაზება არ ვრცელდება.
- Intelekti: 27-29 ნოემბერს 30% დაგიბრუნდება, ლიმიტის გარეშე.
- Glasses Gallery: 28-30 ნოემბერს 50% დაგიბრუნდება, 200 ლარამდე. მინებზე შეთავაზება არ ვრცელდება.
- Automenu.ge: 29 ნოემბერს 20% დაგიბრუნდება, 100 ლარამდე.
სხვა ბარათიც გაქვს?
Black Friday-ის შეთავაზებები PLUS, სუპერ PLUS, American Express და სხვა ბარათებზეც მოქმედებს. ყველა მათგანი ერთ ბლოგში შევაგროვეთ
შეთავაზებები ეტაპობრივად ემატება, ამიტომ დროდადრო მობილბანკში შეიხედე.