3 წუთი წასაკითხად
ცისკენ მიმართული ნახატი - როგორ გაცოცხლდა ვაჟა-ფშაველას სამყარო კედელზე
17 ივლ. 2023
3 წუთი წასაკითხად
3 წუთი წასაკითხად
გაეცანით, როგორ გააცოცხლა მხატვარმა დავით სამხარაძემ ვაჟა-ფშაველას სამყარო მურალზე. აღმოაჩინეთ პოეტის ხედვა ბუნებაზე, თავისუფლებაზე და ქართულ იდენტობაზე. შეიტყვეთ მეტი!
17 ივლ. 2023
3 წუთი წასაკითხად
ვაჟა-ფშაველა ქართულ სინამდვილეში იმდენად საკულტო ფიგურაა, რომ ბევრს ალბათ იმის გახსენებაც კი გაუჭირდება, როდის გადაიკვეთა პირველად „ბუნების მგოსნად“ წოდებული მწერლის შემოქმედებასთან. ასეა მხატვარი დავით სამხარაძეც, რომელმაც ვაჟა-ფშაველას დაბადების დღის აღსანიშნავად პოეტის სახელობის ქუჩაზე კედელი მოხატა. მწერლის პორტრეტთან ერთად, კედელზე მისი შემოქმედებაა გაცოცხლებული: „შვლის ნუკრის სევდა, არწივის ტკივილი და ხმელი ფესვების ძახილი“.
„ადამიანის ენაზე მოსაუბრე ცხოველებმა და მცენარეებმა ახალი, განსხვავებული სამყარო დამანახეს“, — ამბობს დავითი, — „გაცოცხლებული ბუნება, ადამიანის კავშირი მასთან — ვაჟას მე ასე ვხედავ“.
ვაჟა-ფშაველას სამყარო კედელზე პროექტ ნიკოს ფარგლებში გაცოცხლდა. ქუჩის ხელოვნების მოძრაობამ, რომლის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია, სხვადასხვა ქალაქში უკვე არაერთი კედელი მოხატა და მათი საშუალებით ქართული კულტურისა და ისტორიის ცალკეული ნაწილები ასახა.

ამ მხრივ ვაჟა-ფშაველას მურალი ნიშანდობლივია — მწერლის შემოქმედება ხომ ქართული კულტურის თითქმის ყველა მახასიათებელს საკუთარ თავში იტევს. თავისუფლება, სიყვარული, თანაგრძნობა, სწრაფვა მომავლისკენ — მაინც რაზე გვიყვება ვაჟა და რატომ გახდა ის ქართული კულტურული იდენტობის განმსაზღვრელი ფიგურა?
ბევრი მიიჩნევს, რომ თანამედროვე ქართულ სალიტერატურო ენას, ილიასა და აკაკის შემოქმედებასთან ერთად, ვაჟა-ფშაველას პროზაულმა და პუბლიცისტურმა ტექსტებმა ჩაუყარა საფუძველი. თუმცა, ვაჟას ენას მისი ბევრი თანამედროვე აკრიტიკებდა — განსაკუთრებით, ლექსებში დიალექტიზმების გამოყენებას. არადა ფშაველმა პოეტმა დადგენილი ნორმები და ჩარჩოები სწორედაც რომ ენით გაარღვია და ამით თავის ღირებულებებს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.
საზღვრებს გაცდენა რომ ვაჟას პიროვნების ერთ-ერთი მახასიათებელი იყო, ეს ჯერ კიდევ მის ბავშვობაში დამტკიცდა. წერილში „ჩემი წუთისოფელი“, მწერალი სკოლას „საპყრობილედ“ მოიხსენიებდა და ეჭვქვეშ აყენებდა დღემდე ფესვგადგმულ შეხედულებას, რომ „სწავლის ძირი მწარე“ უნდა იყოს.
„არ შემუშავდება ისეთი წესები, რომ სიამოვნებად გადაიქცეს იგი [სწავლა]?..“, — წერდა ვაჟა.
ასეთი დამოკიდებულების გამო, მწერალმა ვერც სახელმწიფო სამსახურში პროფესიული საქმიანობისას იგუა დადგენილი ჩარჩოები, როცა გაჭირვების გამო იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლაც არ დასცალდა და მცირე ხნით პედაგოგობას მიჰყო ხელი.
მართალია, სრულყოფილი იურიდიული განათლების მიღება ვერ შეძლო, თუმცა, სიმართლე და სამართალი, თავისუფლებასთან ერთად, ვაჟასთვის ძირეული ღირებულებები ყოფილა. ამას ადასტურებენ მისი თანამედროვეებიც მოგონებებში. მაგრამ ეს დასტურიც რა საჭიროა — პოეტის შემოქმედება ხომ სწორედ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაა, ჩაგრულის გამოქომაგება და ადამიანობის, როგორც მთავარი ფასეულობის, ყველაზე მაღლა დაყენება.
ვაჟა მთაში ცხოვრობდა და სულ სიმაღლისკენ ისწრაფოდაო, ასე ხსნის თავის ინსპირაციას მხატვარი დავით სამხარაძე.
ალბათ სწორედ რომ მთაში ხელმოკლე ცხოვრებამ უბიძგა პოეტს, ბუნებისთვის ყური გაფაციცებით დაეგდო და მოესმინა შვლის ობოლი ნუკრის, ხმელი წიფლის, მოხუცი მგლის და კიდევ ვისი აღარ! აქ შეცდომა არაა — წესით, ქართულ ენაში კი „ვინ“ მხოლოდ ადამიანს მიემართება, მაგრამ ვაჟას გმირებზე საუბრისას „რისი“ კითხვითი ნაცვალსახელის გამოყენება ნამდვილად უადგილო იქნებოდა.
აი, ამ ყველაფრის გამო, პოეტმა სრულიად დამსახურებულად მიიღო მსოფლიო ლიტერატურისთვისაც კი უჩვეულო წოდება — „ბუნების მგოსანი“.
თუმცა, ვაჟა მხოლოდ ბუნებას როდი უმღეროდა. უმღეროდა სიცოცხლეს და მის სურვილსაც, მუდმივად წინ ისწრაფოდეს. აკი ვახსენეთ კიდეც, მომავლისკენ სწრაფვა პოეტისთვის არსებითი ღირებულება იყოო.
ვაჟა-ფშაველას მიაჩნდა, რომ „გაუნათლებელს ადამიანს არ უყვარს თავისუფლება, არ იბრძვის მის მოსაპოვებლად“. ამდენად, სკოლაში მიღებული ცუდი გამოცდილების მიუხედავად, იგი სწორედ განათლებაში ხედავდა თავისუფლების გასაღებს. თავისუფლება კი, თავის მხრივ, მხოლოდ პოლიტიკურ ცნებას არ ნიშნავს — ვაჟას სიტყვებითვე რომ ვთქვათ, „თავისუფალი ადამიანი უნდა იქცეოდეს ისე, რომ თავის ყოფაქცევით სხვას არ ჰვნებდეს, მით უმეტეს საზოგადოებას“.
___________
რამდენი ზოგადი შეფასება ან მოსაზრებაც უნდა გამოითქვას, შეუძლებელია, ერთი ტექსტით ან თუნდაც ერთი ნახატით გადმოიცეს ვაჟას როლი ქართული საზოგადოებრივ-კულტურული იდენტობის ჩამოყალიბებაში. ამიტომ, ჩვენც იმ იმედით დავასრულოთ, რაც მხატვარ დავით სამხარაძეს აქვს — რომ მურალთან ჩავლისას ყველა ადამიანი მასში ვაჟას სამყაროს მცირე ნაწილს მაინც დაინახავს.
3 წუთი წასაკითხად
4 მაი. 2026
გაიგეთ, რატომ იყო ქუთაისი რეზო გაბრიაძის შთაგონება და როგორ აღნიშნა SOLO-მ ქუთაისობა. აღმოაჩინეთ ხელოვანის ჯადოსნური სამყარო და ქალაქის უნიკალური ისტორია.
2 წუთი წასაკითხად
30 აპრ. 2026
Global Finance-მა საქართველოს ბანკის AI ლაბორატორია მსოფლიოში საუკეთესოდ, GEN AI-ის დანერგვა კი ინოვატორად აღიარა. გაიგე, რას ნიშნავს ეს ორი ჯილდო შენთვის.
5 წუთი წასაკითხად
17 აპრ. 2026
ამ ამბავზე ავტორი ვერ დაიჟინებს, რომ რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული, თუმცა მისი გმირები იმდენად ახლობლები არიან, ისტორია კი იმდენად უნივერსალურად ადამიანური, რომ მის სინამდვილეში ეჭვის შეტანა ძალიან რთულია; ან, როგორც რეზო გაბრიაძე მოთხრობაში უცხო ჩიტი ამბობს: „ნამდვილზე უფრო ნამდვილია”. თავდაპირველად ბუხრის პირას მოსმენილი მიზანასა და არისტოს, ერთაოზისა და მარგალიტას, ქრისტეფორესა და თამუნიას ამბავი ეკრანიდან, ოპერის სცენიდან
3 წუთი წასაკითხად
16 აპრ. 2026
ერთაოზისა და მარგალიტას, ნიჭიერი მოქანდაკე აგული ერისთავის, ალფრედისა და ვიოლეტას, ფეოლას, მიმინოს, შავთელის ქუჩაზე მდებარე, ზომიერად დახრილი კოშკისა და სიყვარულის უნიკალური ფორმულის გარეშე დღეს ქართული ყოველდღიურობა, ალბათ, სულ მციერე ბევრად უღიმღამო იქნებოდა. რეზო გაბრიაძის მრავალფეროვან ნამუშევრებად ქცეული, თუმცა მაინც ამოუცნობი და ამოუწურავი შემოქმედებითი ენერგია, დღეს მის ნახატებში, წიგნებში, თოჯინებში, სცენარებში, პიესებში, სპექტაკლებსა და ფილმებში აგრძელებს
3 წუთი წასაკითხად
4 მაი. 2026
2 წუთი წასაკითხად
30 აპრ. 2026