Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

რა ძალა აქვს შვილისთვის გულწრფელი ქომაგის ყოლას

რას ცვლის ადამიანის ცხოვრებაში ერთი გულშემატკივარი, რომელსაც მისი ნამდვილად სჯერა? ზოგჯერ სწორედ ეს ერთი ადამიანი ხდება მიზეზი იმისა, რომ რთულ მომენტში ხელი არ ჩაიქნიო, ძალები მოიკრიბო და დიდი წარმატებისკენ სვლა განაგრძო.

მამის გულშემატკივრობას შვილის ცხოვრებაში განსაკუთრებული როლი აქვს. სწორედ ამ უპირობო მხარდაჭერას, ნდობასა და მამებისა და შვილების ურთიერთობას ეძღვნება შეხვედრა, რომელსაც საქართველოს ბანკი და UNFPA 25 ივლისს მამებისა და შვილებისთვის მართავენ.

აქ გაიგებ, როგორ გარდაიქმნება მშობლის რწმენა შვილის უდიდეს მოტივაციად და როგორ ეხმარება მას საკუთარი მისწრაფებების აღმოჩენაში.

შეხვედრაზე მოისმენ როგორც პრაქტიკულ რჩევებს, ისე ნამდვილ, ემოციურ ისტორიებს. საკუთარ გამოცდილებას ორი სპიკერი გაგიზიარებს:

  • კახა ზივზივაძე (ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ბუდუ ზივზივაძის მამა) – ისაუბრებს იმაზე, თუ რას ნიშნავს, იყო შვილის პირველი ქომაგი როგორც სპორტში, ისე ცხოვრებაში.
  • გიორგი ლიპარიშვილი (მასწავლებელი) – პროფესიული კუთხით ახსნის მამის მხარდაჭერის გავლენას ბავშვის განვითარებაზე.

ღონისძიების განმავლობაში მრავალფეროვანი აქტივობები და სიმბოლური საჩუქრები გელოდება, რომლებიც დაგეხმარება, შვილთან ერთად გატარებული დრო დასამახსოვრებელ მოგონებად აქციო.

მოდი შვილთან ერთად, აღმოაჩინე შენი როლი მის წარმატებაში და გაატარე ეს დღე განსაკუთრებულ გარემოში.

როგორ დაესწრო შეხვედრას

დასწრება უფასოა, თუმცა ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.

  • თარიღი: 25 ივლისი
  • დრო: 14:00
  • ადგილი: Holiday Inn, Tbilisi

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს