2 წუთი წასაკითხად
თოლია - როგორ მოიყვანა გაზაფხული ოთხმა გოგომ მოძრავი აივნით
11 მარ. 2024
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
გაიგეთ, როგორ გააცოცხლა ოთხმა ნიჭიერმა მუსიკოსმა გოგომ უკვდავი „თოლია“ მოძრავ აივანზე და რატომ მოუტანა ამ ვიდეორგოლმა გაზაფხული ქალაქს. აღმოაჩინეთ შექმნის ამბავი.
11 მარ. 2024
2 წუთი წასაკითხად
თბილისურ აივნებს რომ საუნდტრეკი ჰქონდეთ, ეს უდავოდ „თოლია“ იქნებოდა — სიმღერა, რომლის მელოდიაც ნებისმიერს ააღიღინებს, პირველად სწორედ აივანზე შესრულდა, ფილმში „თოჯინები იცინიან“. სულხან ცინცაძის ამ ორიგინალურ კომპოზიციას მაშინ კვარტეტი ოთხი გია ასრულებდა, საქართველოს ბანკის ახალ, სარვამარტო ვიდეორგოლში კი სიმღერა ოთხმა ახლგაზრდა მუსიკოსმა გოგომ გააცოცხლა.
ფერად ვიდეოში კატო კვარაცხელია, ნინა ყიფშიძე, ფანიკო და ანა უზნაძე გიტარის თანხლებით „თოლიას“ ახალ ვერსიას ასრულებენ, თან — მოძრავ აივანზე სხედან და თბილისის ქუჩებში მოგზაურობენ. კონცეფციაც სწორედ ეს გახლდათ: „თოლიას“ განუყრელ მეგობარს, აივანს, ქუჩებში უნდა ევლო და ყველგან გაზაფხულის ლაღი განწყობა მიეტანა.
რადგან ვიდეორგოლი ქალთა საერთაშორისო დღისთვის მზადდებოდა, მნიშვნელოვანი იყო, სიმღერის ახალი ინტერპრეტაცია ოთხ საინტერესო და ერთმანეთისგან გამორჩეულ არტისტს გაეჟღერებინა. შემსრულებლების განსხვავებული სტილი ოთხი სხვადასხვა ფერის სამოსითაც გამოიხატა და კოლაბორაცია შედგა: ფერებიც ისე ჰარმონიულად შეეხამა ერთმანეთს, როგორც ოთხი გოგოს ხმები.
და მაინც, რატომ „თოლია“?
„იმიტომ რომ ‘თოლია’ ყველას გვიყვარს, ყველამ ვიცით. რთულია არ აგიყოლიოს, არ აგაღიღინოს, არ აგამხიარულოს“, — ამბობენ კრეატიულ სააგენტო JWT Metro-ში, რომელმაც ვიდეორგოლზე იმუშავა.
სააგენტოში ჰყვებიან იმასაც, რომ მუშაობის პროცესი გამოწვევებით სავსე, მაგრამ ამასთან ძალიან საინტერესო იყო:
„ბევრი გადაწყვეტილება იყო მისაღები: რამდენად ახლოს უნდა ყოფილიყო სიმღერა ორიგინალთან, რომელი არტისტი რა სტილით იქნებოდა წარმოდგენილი… ერთ ერთი მთავარი გადასაწყვეტი საკითხი, ცხადია, ისევ აივანი იყო: რა ფორმის, რა ზომის, რა მასალის და რაზე შემდგარი იქნებოდა, იმისთვის, რომ ყველაფერს კარგად ემუშავა“.
საბოლოოდ, ყველაფერმა იმუშავა: ჩვენ კი ვერ ვხედავთ, აივანი როგორ დამოგზაურობს ქუჩებში, მაგრამ ეს სულაც არაა მნიშვნელოვანი დეტალი. მნიშვნელოვანი ისაა, რომ სიმღერასაც და ვიდეოსაც ჩვენამდე ნამდვილი თბილისური გაზაფხულის განწყობა მოაქვს.
„მსმენელისთვის ჩემი სურვილი და სათქმელი იქნება, რომ იყოთ ისეთივე ლაღები, ენერგიულები, უდარდელები და ხალისიანები, როგორც სიმღერა ‘თოლია’“, — ამბობს მომღერალი ანა უზნაძე.
3 წუთი წასაკითხად
2 ოქტ. 2026
საქართველოს ბანკმა DataIQ Awards 2026-ზე საერთაშორისო მასშტაბით ოთხი ჯილდო მიიღო და დაჯილდოების ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი გახდა. გაიგე, როგორ ცვლის AI შენს საბანკო გამოცდილებას
2 წუთი წასაკითხად
30 სექ. 2026
აღმოაჩინე, როგორ გააერთიანებს Tbilisi Hip-Hop Festival ბრუკლინურ კლასიკასა და ლონდონურ ენერგიას. გაიგე, რატომ არის ამ ორი არტისტის ხილვა განსაკუთრებული
3 წუთი წასაკითხად
29 სექ. 2026
აღმოაჩინე ქართული ჰიპ-ჰოპის 30-წლიანი ევოლუციის ისტორია ბრონქსიდან თბილისის პირველ ფესტივალამდე. გაიგე, რა გელოდება Factory-ში და მოემზადე 17 ოქტომბრისთვის!
3 წუთი წასაკითხად
18 აგვ. 2026
Global Finance-მა საქართველოს ბანკი 33 ჯილდოთი აღიარა. გაიგეთ, რას ნიშნავს ეს თქვენი პირადი და ბიზნეს ფინანსებისთვის
2 წუთი წასაკითხად
30 სექ. 2026
3 წუთი წასაკითხად
18 აგვ. 2026