Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

ბიზნეს მობილბანკში შემოსვლა მომგებიანია: მოიგე 100 000 ლარიანი საპრიზო ფონდიდან

3 აგვ. 2026

წარმოიდგინე, რომ შენი ბიზნესისთვის 100 000-ლარიანი საპრიზო ფონდიდან იგებ თანხას. ეს თანხა ახალი შესაძლებლობაა – შეგიძლია, გააფართოო საქმე, დანერგო ტექნოლოგიური სიახლე ან უბრალოდ, მოიხმარო ბიზნესის მიმდინარე საჭიროებებისთვის. 

საქართველოს ბანკი ბიზნესი ინდმეწარმეებს სწორედ ასეთ შანსს გაძლევთ. ჩვენ ვიწყებთ გათამაშებას, სადაც ბიზნეს მობილბანკითა და ინტერნეტბანკით სარგებლობა შენთვის მარტივად შეიძლება დასრულდეს ფულადი მოგებით.

როგორ მივიღო მონაწილეობა?

გათამაშებაში მონაწილეობისთვის, საკმარისია 2026 წლის 1 აგვისტოდან 31 დეკემბრის ჩათვლით ერთხელ მაინც შეხვიდე ბიზნეს მობილბანკში ან ინტერნეტბანკში.

კამპანიაში ჩაერთვები, თუ:

  • ხარ ან აპირებ გახდე ინდმეწარმე, მაგრამ ჯერ კიდევ არ გაქვს ბიზნეს ანგარიში საქართველოს ბანკში.
  • ხარ ჩვენი მომხმარებელი, მაგრამ 2026 წლის ივნისსა და ივლისში ბიზნეს ინტერნეტბანკით და ბიზნეს მობილბანკით არ გისარგებლია.

საპრიზო ფონდი და გათამაშების თარიღები

კამპანიის საპრიზო ფონდი 100 000 ლარია. წლის ბოლომდე გაიმართება 4 შუალედური და 1 ფინალური გათამაშება. გამარჯვებულები შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდება

შუალედური გათამაშებები:
ტარდება ყოველი თვის პირველ რიცხვში, 15:00 საათზე

  • I ადგილი – 7,000 ლარი
  • II ადგილი – 3,000 ლარი
  • III ადგილი – 2,500 ლარი

ფინალური გათამაშება:
გაიმართება 2027 წლის 4 იანვარს, 15:00 საათზე

  • I ადგილი – 25,000 ლარი
  • II ადგილი – 15,000 ლარი
  • III ადგილი – 10,000 ლარი

გაითვალისწინე, რომ  თვის გათამაშებაში მონაწილეობისთვის აუცილებელია, სწორედ იმ თვის განმავლობაში შეხვიდე ბიზნეს მობილბანკში ან ინტერნეტბანკში.

გათამაშებაში ჩართვა შეუძლიათ როგორც არსებულ, ისე ახალ ინდმეწარმეებს. თუ ბიზნესს სწორედ ახლა იწყებ, შეგიძლია, დარეგისტრირდე, გაიარო ავტორიზაცია ციფრულ არხებში და შენც გახდე კამპანიის მონაწილე. ამასთან, ბიზნესის დაწყების პროცესის გასამარტივებლად და რესურსების დასაზოგად, ჩვენ განსაკუთრებული შეთავაზება გვაქვს.

გახდი ინდმეწარმე საქართველოს ბანკის ფილიალშივე და დაიქეშბექე რეგისტრაციის სტანდარტული საფასური

თუ ბიზნესს ახლა იწყებ, აღარ არის აუცილებელი იუსტიციის სახლში მისვლა. ინდმეწარმედ დარეგისტრირება საქართველოს ბანკის ფილიალებში შეგიძლია. მეტიც, საფასურს სრულად დაიბრუნებ ქეშბექის სახით და ავტომატურად ჩაერთვები გათამაშებაში.

რეგისტრაციისთანავე საჩუქრად მიიღებ სასტარტო ნაკრებს, რომელიც მოიცავს:

  • ბიზნეს ანგარიშს და ბარათს – კომპანიის ფინანსების სამართავად.
  • ტერმინალს – 3 თვის განმავლობაში უფასოდ.
  • ონლაინ გადახდებს – საკომისიოს გარეშე.

სად შეგიძლია ბიზნესის რეგისტრაცია?

ბიზნესის დასარეგისტრირებლად შეგიძლია გვეწვიო შემდეგ ფილიალებში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 19:00 საათამდე:

თბილისი:

  • გლდანის “ა” მ/რ, ვასაძის ქ. №3
  • ლეონიძის ქ. №2
  • 17 შინდისელი გმირის ქ. #16
  • აღმაშენებლის გამზ. 129ა
  • ვაჟა-ფშაველას გამზ. 42-44
  • ვაჟა-ფშაველას გამზ. #71
  • ქეთევან წამებულის გამზ. №50/18
  • წერეთლის გამზ. №99

რეგიონები:

  • ბათუმი: მემედ აბაშიძის ქ. 58 / შარტავას ქ. 8
  • ქუთაისი: რუსთაველის ქ. №5 / რუსთაველის ქ. #141
  • ქობულეთი: აღმაშენებლის ქ. #126
  • ზუგდიდი: გამსახურდიას ქ. #18
  • ოზურგეთი: პეტრიწის ქ. 7 / ეპისკოპოსის ქ. 1
  • ჭიათურა: ნინოშვილის ქ. #20
  • გორი: სტალინის ქ. #14
  • ახალციხე: დიდმამიშვილის ქ. #2ბ

გაქვს ბიზნეს იდეა, მაგრამ არ იცი, საიდან დაიწყო?

საქართველოს ბანკი ბიზნესს მხარს უჭერს იდეის დონეზეც. თუ ჯერ კიდევ ფიქრობ საკუთარი საქმის წამოწყებაზე, მაგრამ გაურკვევლობა გაჩერებს, ჩვენი საგანმანათლებლო პლატფორმა, სანამ ბიზნესს დაიწყებ, სწორედ შენთვისაა.

ეს არის ერთ სივრცეში თავმოყრილი პრაქტიკული ცოდნა, რომელიც დაგეხმარება, შენი იდეა ჩანაწერიდან რეალობად აქციო. აქ შეისწავლი, როგორ შექმნა ბიზნესგეგმა, რომელსაც ინვესტორები კითხულობენ, როგორ აქციო იდეა უნიკალურ ბრენდად და როგორ მოიძიო დაფინანსება.

შედი ბიზნეს მობილბანკში ან ინტერნეტბანკში, მართე ფინანსები კომფორტულად და გამოიყენე შანსი, მოიგო თანხა, რომელიც შენს ბიზნესს ახალ შესაძლებლობებს მისცემს.

გახსენი ბიზნეს მობილბანკი ან ინტერნეტბანკი

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს