2 წუთი წასაკითხად
3 ინოვაციური ფუნქცია ბიზნეს ინტერნეტბანკში, რომელიც ყოველდღიურ ბანკინგს გაგიმარტივებთ
გაიგეთ, როგორ გააციფრულოთ ინვოისების მართვა, გამოიყენოთ ხელოვნური ინტელექტი გადარიცხვებისთვის და მოითხოვოთ თანხა ერთი კლიკით. დაუთმეთ მეტი დრო ბიზნესს
20 თებ. 2026
2 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკი გაძლევთ საშუალებას, მართოთ თქვენი კომპანიის ფინანსები და პროცესები ერთ ციფრულ სივრცეში. ციფრული არხების მუდმივი განვითარება კი მიზნად ისახავს იმ ოპერაციების გამარტივებას, რომლებიც აქამდე დიდ დროსა და ყურადღებას მოითხოვდა.
ამ ბლოგში სამ კონკრეტულ შესაძლებლობაზე მოგიყვებით, რომლებიც თქვენს ყოველდღიურობას უფრო მოქნილსა და კომფორტულს გახდის:
1. ინვოისების მართვა – ავტომატური დაკავშირება ჩარიცხვებთან
ინვოისების მართვის ახალი ფუნქციონალი საშუალებას გაძლევთ, სრულად გააციფრულოთ ანგარიშსწორების პროცესი და ყველაფერი ერთ სივრცეში აკონტროლოთ:
- შექმენით და გაგზავნეთ: ბიზნეს ინტერნეტბანკიდან მარტივად მოამზადებთ ინვოისებს იურიდიული თუ ფიზიკური პირებისთვის. შეგიძლიათ დაიტანოთ თქვენი კომპანიის ლოგო, ხელმოწერა, მიუთითოთ დღგ თუ ფასდაკლება და დოკუმენტი პირდაპირ მეილზე გააგზავნოთ.
- მართეთ სტატუსები ავტომატურად: აღარ მოგიწევთ ჩარიცხვების ხელით ძებნა. სისტემა თავად პოულობს შესაბამის ტრანზაქციას, აბამს მას კონკრეტულ ინვოისს და ანიჭებს სტატუსს – გადახდილია.
- სრული კონტროლი: ერთ სივრცეში ხედავთ ყველა ინვოისის სტატუსს – გადასახდელია, ნაწილობრივ გადახდილი თუ ვადაგასული.
- მოქნილობა: საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ ინვოისი შეინახოთ დრაფტად ან გადმოწეროთ PDF ფორმატში.
ეს ფუნქციონალი ათავისუფლებს ბიზნესს ჩარიცხვების მუდმივი მონიტორინგისგან და ფინანსურ პროცესებს ბევრად უფრო გამჭვირვალეს ხდის.
2. ხელოვნური ინტელექტი (AI) გადარიცხვებისთვის
მომწოდებლისგან მიღებული ინვოისიდან მონაცემების ხელით აკრეფა დროსა და დიდ ყურადღებას მოითხოვს. სწორედ ამ პროცესის გასამარტივებლად ბიზნეს ინტერნეტბანკს გადარიცხვებისთვის AI ფუნქციონალი დაემატა.
ახლა უკვე შეგიძლიათ ინვოისი უბრალოდ სურათის სახით ატვირთოთ, ხელოვნური ინტელექტი კი ავტომატურად ამოიცნობს ყველა საჭირო მონაცემს და თავად შეავსებს გადარიცხვისთვის საჭირო ველებს. თქვენგან მხოლოდ ინფორმაციის გადამოწმება და დადასტურება იქნება საჭირო, ამ პროცესს შეცდომის დაშვების რისკი მინიმუმამდე დაჰყავს.
3. თანხის მოთხოვნა – კომუნიკაციის ახალი სტანდარტი
გადახდასთან დაკავშირებული პროცედურების გამარტივებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე თანხის მოთხოვნის ფუნქციაა, რომელიც ბიზნესს ინვოისების მეილზე გაგზავნისა თუ რეკვიზიტების ცალკე გაზიარების საჭიროებისგან გათავისუფლებთ.
თანხის მოთხოვნისას თქვენ თავად მიუთითებთ სასურველ ანგარიშს, გადამხდელი კი წამებში იღებს შეტყობინებას და უკვე შევსებულ გადახდის ფორმას, რეკვიზიტების ხელით შეყვანა აღარ არის საჭირო, რაც ორივე მხარისთვის პროცესს ბევრად უფრო გამჭვირვალეს და სწრაფს ხდის.
საქართველოს ბანკი მუდმივად ზრუნავს ინოვაციური, სწრაფი და კომფორტული ფუნქციონალების შექმნაზე, რათა ნაკლები დრო დახარჯოთ რუტინულ ოპერაციებზე და მთელი ყურადღება თქვენი საქმიანობის განვითარებასა და შემოქმედებით იდეებს დაუთმოთ.
თუ ჯერ არ სარგებლობთ ბიზნეს ინტერნეტბანკით, დარეგისტრირდით და თავად გამოცადეთ გამარტივებული ყოველდღიური ბანკინგი ბიზნესისთვის.