3 წუთი წასაკითხად
ბიზნეს ანაბრები მობილბანკში: როგორ გავზარდოთ დანაზოგი? | ანი ქობალია
9 ივლ. 2024
3 წუთი წასაკითხად
3 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკის ბიზნეს ანაბრები მობილბანკში: აღმოაჩინეთ 4 ტიპის ანაბარი და მარტივად გაზარდეთ თქვენი დანაზოგი. მართეთ ფინანსები 24/7-ზე, კომფორტულად.
9 ივლ. 2024
3 წუთი წასაკითხად
ფინანსურ სიძლიერესა და უსაფრთხოებაზე ნებისმიერი ბიზნესმენი თუ მეწარმე ყოველდღიურად ფიქრობს. მისი მიღწევის ერთ-ერთი გზა კი ბიზნეს ანაბარია, რომელიც კომპანიებს დამატებითი რესურსებზე წვდომასა და უწყვეტი განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში ანაბრების მოდული ხელმისაწვდომია და იგი ოთხი ტიპის ანაბარს აერთიანებს. ამ სტატიაში საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების ოუნერი, ანი ქობალია გვიამბობს, რატომ უნდა ისარგებლონ კომპანიებმა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში ანაბრების მოდულით.
საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, გახსნან ოთხი ტიპის ბიზნეს ანაბარი – ვადიანი, მოთხოვნამდე, მოთხოვნამდე + და შეგროვებადი. თითოეულ მათგანს სხვადასხვა უპირატესობა აქვს. მაგალითად, ვადიან ანაბარს მაღალი საპროცენტო სარგებელი გამოარჩევს; მოთხოვნამდე ანაბრის სარგებელი წლის ბოლოს, ყოველდღიურ ნაშთზე ირიცხება და მისი გატანა ნებისმიერ დროს შეიძლება; მოთხოვნამდე + ანაბარს გამოარჩევს ის პირობა, რომ სარგებელი ყოველთვიურად ან წლის ბოლოს ირიცხება; შეგროვებადი ანაბრით კი მომხმარებლებს სარგებლის გატანის შესაძლებლობა როგორც ვადის ბოლოს, ისე ყოველთვიურად აქვთ.
მომხმარებელს ბიზნეს მობილბანკში მარტივად შეუძლია შეადაროს სხვადასხვა ტიპის ანაბრის პირობები და შეარჩიოს მისთვის სასურველი. სულ რამდენიმე ველის შევსებით ხსნის ანაბარს და ციფრული ხელმოწერით ადასტურებს, რაც კიდევ უფრო ამარტივებს მის ხელმისაწვდომობას და ზრდის მომხმარებლების კმაყოფილებას. რაც მთავარია, ეს ფუნქციონალი ციფრულ არხში ნებისმიერ დროს, 24/7-ზეა ხელმისაწვდომი
ალბათ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ დროის დაზოგვა ძალიან მნიშვნელოვანია და ვცდილობთ, მომსახურება დისტანციურად მივიღოთ. ჩვენი სტრატეგიის დიდი ნაწილიც სწორედ დიჯიტალიზაციას ეთმობა, შესაბამისად კომპანიებისთვის შეთავაზებულ პროდუქტებსა და სერვისებს ციფრულ არხშიც ხელმისაწვდომს ვხდით, ისევე, როგორც ეს ანაბრების შემთხვევაში გავაკეთეთ.
ამგვარად, მომხმარებელს შეუძლია, საკუთარ საჭიროებებზე მორგებული ანაბარი შეარჩიოს და დააგროვოს თანხა კონკრეტული მიზნისთვის. მაგალითად, თუ კომპანიას აქვს ფინანსური სახსრები, რომლის გამოყენებას უახლოს თვეებში არ გეგმავს, შეუძლია გახსნას ვადანი ანაბარი მინიმუმ 3 თვით და მიიღოს დარიცხული სარგებელი. ანაბრის გახსნის ხელმისაწვდომობა ციფრულ არხებში პროცესს უფრო კომფორტულს ხდის. დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ნებისმიერი ადგილიდან შესაძლებელია მისი გახსნა ბანკის ფილიალში მისვლის გარეშე, რაც ზოგავს მომხმარებლის დროს და მომსახურებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.
შეგროვებადი ანაბარი ხელს უწყობს ბიზნეს მომხმარებელის დანაზოგის ზრდას. მომხმარებლებს ვაძლევთ საშუალებას დააგროვოს თანხა კონკრეტული მიზნისთვის მინიმუმ 10 ერთეულიდან და თანხის დამატება შეზღუდული არ არის.კომპანიის ჩარიცხვები შესაძლებელია ბიზნესმა თანხის დასაგროვებლად მიმართოს რაც შესაძლებელია გამოყენებული იყოს საბიუჯეტო ხარჯებისთვის, საქონლის შესაძენად, ბიზნესის განვითარებისთვის და სხვა.
გარდა იმისა, რომ მომხმარებელს მარტივი UX-ით ვთავაზობთ ანაბრების გახსნას ციფრულ არხებში, მას, ასევე, შეუძლია მიზნობრიობის მზა შაბლონები შეარჩიოს (საბიუჯეტო ხარჯებისთვის, მსხვილი ტექნიკის შესაძენად, მომავალი ბიზნეს გეგმებისთვის) და დააფიქსიროს სამიზნე თანხა, შემდეგ კი დააკვირდეს პროგრესს, რამდენად ახლოს არის მიზანთან.
აღსანიშნავია ისიც, რომ როცა მომხმარებელი თვითონ ხსნის ანაბარს ბიზნეს მობილბანკში, მას შეუძლია დეტალურად გაეცნოს კონკრეტული ანაბრის პირობებს ამ არხში და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.
ჩვენ მუდამ ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ ქცევა ან დავამატოთ ახალი ფუნქციონალები მას შემდეგ, რაც უკუკავშირს მომხმარებლებისგან ვიღებთ. შესაბამისად, უახლოეს მომავალში ჩვენ ბიზნესებს კონკრეტულ ანაბარზე თანხის დამატების გამარტივებულ შესაძლებლობასაც შევთავაზებთ.
თუ გსურთ გახსნათ ანაბარი ბიზნეს მობილბანკით, ეწვიეთ ამ ბმულს. ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.
2 წუთი წასაკითხად
24 მარ. 2026
აღმოაჩინეთ ბიზნეს ინტერნეტბანკის ახალი ფუნქციონალი. შექმენით, გააგზავნეთ და აკონტროლეთ ინვოისები ერთ სივრცეში და დაზოგეთ დრო ავტომატური პროცესებით.
2 წუთი წასაკითხად
20 თებ. 2026
გაიგეთ, როგორ გააციფრულოთ ინვოისების მართვა, გამოიყენოთ ხელოვნური ინტელექტი გადარიცხვებისთვის და მოითხოვოთ თანხა ერთი კლიკით. დაუთმეთ მეტი დრო ბიზნესს
2 წუთი წასაკითხად
24 დეკ. 2025
საქართველოს ბანკის ციფრული არხები რეგულარულად ვითარდება, ემატება ახალი ფუნქციები, უმჯობესდება დიზაინი და მარტივდება ყოველდღიური ტრანზაქციების შესრულება. ამ ბლოგში ყოველთვის ახალი ბიზნეს მობილბანკისა და ბიზნეს ინტერნეტბანკის ბოლო სიახლეებზე მოგიყვებით, რომლებიც თქვენს ბიზნესს დააზოგინებს დროს და დაგეხმარებათ, ფინანსური პროცესები ეფექტურად მართოთ. დაფინანსება – უზრუნველყოფილი სხარტი ბიზნეს სესხი ახლა უზრუნველყოფის ფარგლებში უკვე შეგიძლიათ ბევრად უფრო დიდი − ნახევარ
3 წუთი წასაკითხად
10 ნოე. 2025
გაამარტივეთ ბიზნესის მართვა საქართველოს ბანკის მობილბანკით. აღმოაჩინეთ 5 ფუნქცია: საერთაშორისო გადარიცხვები, სესხი და გარანტიები. დაზოგეთ დრო და ფინანსები!
2 წუთი წასაკითხად
24 მარ. 2026
2 წუთი წასაკითხად
20 თებ. 2026
2 წუთი წასაკითხად
24 დეკ. 2025