2 წუთი წასაკითხად
Apple-ის საკრედიტო ბარათი: რატომ შეცვლის ის თამაშის წესებს?
17 იან. 2022
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
Apple-ის საკრედიტო ბარათი: ციფრული და ფიზიკური ვერსიები. ქეშბექი, ნულოვანი საკომისიოები და უსაფრთხოება. გაიგეთ, რას გთავაზობთ ინოვაცია!
17 იან. 2022
2 წუთი წასაკითხად

Apple-ი საკრედიტო ბარათების თამაშში ჩაერთო და მას შემდეგ ტექნოლოგიების გიგანტი კომპანიის გადახდის სისტემებს საკრედიტო ბარათების „მკვლელებად“ მოიხსენიებენ.
Apple Pay-სთან ინტეგრირებული საკრედიტო ბარათის შესახებ 25 მარტს გახდა ცნობილი.
ბარათის მისაღებად მომხმარებლებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია საკუთარი iPhone-ის გამოყენებით. თანხმობის მიღების შემდეგ მათ მყისიერად შეეძლებათ ბარათით სარგებლობა. Apple Wallet-ი მომხმარებლებს ტრანზაქციებისა და მოახლოებული გადასახადების შესახებ შეატყობინებს.
კომპანია Goldman Sachs-სა და Mastercard-თან პარტნიორობს და ვირტუალური ბარათის გარდა ფიზიკურ, ტიტანისგან დამზადებულ ბარათსაც გამოუშვებს (ტრანზაქციებზე პასუხისმგებელი კომპანია Mastercard-ი იქნება).
Mastercard-ის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ ამერიკაში, კრეიგ ვოსბურგმა განაცხადა, რომ ეს ბარათი ციფრული ეპოქისთვის შეიქმნა. მისი თქმით, საერთო პროექტის ბირთვს წარმოადგენს Mastercard-ის ტოკენ სერვისი და M Chip ტექნოლოგიები, რომლებიც თქვენს მოწყობილობებში ბარათს მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოვლენის გარეშე ათავსებენ.
Mastercard-მატოკენ სერვისები Apple Pay-ში 2014 წელს დაამკვიდრა. 2018 წელს კომპანიაში განაცხადეს სტრატეგიის შესახებ, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის ჩათვლით, ტოკენ სერვისებით ყველა ბარათი უნდა აღიჭურვოს.

ვირტუალური ბარათით სარგებლობისას ყოველდღიურად დაგიბრუნდებათ დახარჯული თანხის 2%, ფიზიკური ბარათით სარგებლობის დროს კი „ქეშბექი“ 1%-ს შეადგენს.
ბარათის მომხმარებლებს არ დაეკისრებათ საკომისიო საერთაშორისო გადარიცხვებზე, ჯარიმა დაგვიანებულ გადახდებზე და საჯარიმო (დეფოლტური) განაკვეთი. ბარათს არ დასჭირდება სტანდარტული ნომერი, მომხმარებლის ხელმოწერა და CVV კოდები -ეს ინფორმაცია საფულის აპლიკაციაში იქნება შენახული.
Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა ბარათის პრეზენტაციაზე განაცხადა: „ჩვენ ყველას გვჭირდება საკრედიტო ბარათები, თუმცა მათი გარკვეული ასპექტები შეიძლება გაცილებით უკეთესი გახდეს“.
აღსანიშნავია, რომ ბარათის გამოშვება Apple Pay-ს არც თუ ისე წარმატებულ შედეგს მოჰყვა, თუმცა ექსპერტები მას საპირისპიროს უწინასწარმეტყველებდნენ. Apple Pay-ს სერვისით iPhone-ის მომხმარებელთა მესამედზე ნაკლებს თუ უსარგებლია ერთხელ ან მეტჯერ.
„გოლდმანთან “თანამშრომლობა ადასტურებს იმინფორმაციას, რომ კომპანიას სურს გააფართოოს თავისი აუდიტორია და საკუთარი სერვისები არა მხოლოდ შეძლებულ მომხმარებლებს და კორპორაციულ კლიენტებს შესთავაზოს.
წყარო:
https://www.pymnts.com/news/payment-methods/2019/apple-card-credit-virtual-wallet-app/
3 წუთი წასაკითხად
3 ივნ. 2026
500 Global-ის მენტორი გიზიარებთ 5 პრინციპს სტარტაპის სწრაფი ზრდისთვის. ისწავლეთ KPI-ების მართვა, გუნდის სწორად შედგენა და დროის ეფექტურად გადანაწილება
2 წუთი წასაკითხად
21 მაი. 2026
Whisperr - ქართული AI სტარტაპი, რომელიც ბიზნესებს მომხმარებლების შენარჩუნებაში ეხმარება. გაიგეთ, როგორ გეგმავს საერთაშორისო გაფართოებას 500 Global-ის მხარდაჭერით
2 წუთი წასაკითხად
19 მაი. 2026
გაიგეთ, როგორ ცვლის სტარტაპი Clinova კლინიკურ კვლევებს. AI პლატფორმა პაციენტებს წუთებში პოულობს და 500 Global-ის მხარდაჭერით რეგიონულ ბაზარზე გადის
3 წუთი წასაკითხად
28 აპრ. 2026
500 Global-ის მეათე ნაკადი B2B და AI მიმართულების 10 სტარტაპს აერთიანებს. გაიგეთ, როგორ ცვლიან ისინი მედიცინას, ფინანსებსა და კიბერუსაფრთხოებას
2 წუთი წასაკითხად
21 მაი. 2026
3 წუთი წასაკითხად
28 აპრ. 2026