Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

Callsy AI მიტოვებული კალათების სადარაჯოზე – როგორ ეხმარება ონლაინ მაღაზიებს

მიტოვებული კალათები e-commerce-ის დიდი ტკივილია, დაუსრულებელი შეკვეთებით კომპანიები მილიარდობით დოლარს კარგავენ. Callsy AI, რომლის უკანაც ელექტრონულ კომერციაში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ანტრეპრენერები, არუნას ვისმანტასი და ლაიმონას სუტკუსი დგანან, ბიზნესებს უკვე მოზიდული მომხმარებლის მიერ დაწყებული შეკვეთების დასრულებაში ეხმარება. 

ლიტვური სტარტაპი Callsy AI აქსელერაციის პროგრამის, 500 Global in Eurasia-ს მე-9 ნაკადის მონაწილეა.

რას მოიცავს 500 Global in Eurasia?

500 Global in Eurasia 12-კვირიანი ინტენსიური აქსელერაციის პროგრამაა, რომელსაც მსოფლიო დონის ექსპერტები უძღვებიან. ინიციატივის ფარგლებში, დღემდე 80-ზე მეტმა სტარტაპმა გაიარა გადამზადება აღმოსავლეთ ევროპიდან, კავკასიის რეგიონიდან, ცენტრალური აზიიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები იძენენ როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას; იზიარებენ ექსპერტიზას და ამყარებენ ახალ კავშირებს, რაც მათ სწრაფი ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

პროგრამა 500 Global-ის მიერ, საქართველოს ბანკისა და GITA-ს მხარდაჭერით ხორციელდება. საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა მონაწილეებისთვის დამატებით ღირებულებას ქმნის. დამფუძნებლების თქმით, ბანკის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ოპერაციული საკითხების მოგვარებასა და სამოქმედო არეალის გაფართოებაში. ბანკის დახმარებით, Callsy-მ შექმნა საერთაშორისო ფინანსური ინფრასტრუქტურა და დაამყარა კავშირები ადგილობრივ ბიზნესებთან.

პრობლემიდან Aha-მომენტამდე

ის, რომ მიტოვებულ კალათებში მილიარდობით დოლარი იკარგება, ანტრეპრენერებმა საკუთარ ბიზნესზე გამოსცადეს.

E-commerce ბრენდები გადახდის პროცესში (checkout) მომხმარებლების 70%-ს კარგავენ. ამ თემით განსაკუთრებით მაშინ დავინტერესდით, როცა საკუთარი e-commerce ბიზნესის მართვისას წავაწყდით პრობლემას
არუნას ვისმანტასი 

სტარტაპის გუნდმა თავად გადაწყვიტა მომხმარებლებისთვის დაერეკა და შედეგმა მოლოდინი გაამართლა, სატელეფონო ზარებმა მიტოვებული კალათების 30% რეალურ გაყიდვად აქცია. ასე დაიბადა Callsy AI.

როგორ მუშაობს Callsy AI?

სატელეფონო აგენტი Callsy AI ათასობით რეალურ საუბარზე დაყრდნობით გამოიწრთო. საუბრისას Callsy უსმენს ტონს, პაუზებს, წყვეტებს, აანალიზებს საუბრის დინამიკას და შესაბამისად მოქმედებს. ზუსტად ისე, როგორც ამას ცოცხალი ასისტენტი გააკეთებდა. Callsy-ის 50-ზე მეტი ხმა აქვს და 40-ზე მეტი ენა იცის. ასე რომ, საერთაშორისო ბაზარზე მუშაობა მისთვის სულაც არ წარმოადგენს პრობლემას. 

ალბათ, ზუსტად ამიტომ, შთამბეჭდაც შედეგებსაც დებს, სულ რაღაც ოთხ თვეში პლატფორმას 160-ზე მეტი კომპანია შემოუერთდა, თვიური ზრდა 30%-ს აღწევს, ხოლო სისტემამ უკვე 20,000-ზე მეტი სატელეფონო ზარი წარმატებით განახორციელა.

გაკვეთილი 500 Global in Eurasia-დან

500 Global-ის პროგრამის ფარგლებში ერთმა განსაკუთრებულმა რჩევამ Callsy-ის  მიდგომები საგრძნობლად შეცვალა:

შეწყვიტე იმის კეთება, რაც გგონია, რომ მომხმარებელს უნდა, შექმენი ინსტრუმენტი იმ საქმისთვის, რასაც მომხმარებელი ისედაც აკეთებს, უბრალოდ უფრო რთულად. ამ რჩევამ ჩვენი მიდგომა შეცვალა, ადრე პროდუქტზე ვიყავით კონცენტრირებული, ახლა  მომხმარებელთა ქცევაზე ვართ ორიენტირებული
– არუნას ვისმანტასი 

დემო დღე და სამომავლო გეგმები

დემო დღის შემდეგ Callsy-ის მთავარი მიზანი საერთაშორისო ბაზარზე გასვლა და e-commerce-ის პლატფორმების მასშტაბური ათვისებაა. 

და ბოლოს, 1 რჩევა გუნდისგან

Callsy-ში სჯერათ, რომ მცირედით დაწყება ყოველთვის ამართლებს. დამფუძნებლების თქმით, სტარტაპების უმეტესობა მარცხდება არა იმიტომ, რომ სცადეს და არ გამოუვიდათ, არამედ იმიტომ, რომ არასდროს დაუწყიათ.

თუ საუკეთესო დროს დაელოდები, ის არასდროს დადგება
არუნას ვისმანტასი 

გაიცანით მე-9 ნაკადის სხვა მონაწილეებიც:

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს