მობილბანკის გათამაშება დასრულდა – ვინ მოიგო 250 000, 150 000 და 100 000 ლარი?

2 წუთი წასაკითხად
31 დეკ. 2025
2 წუთი წასაკითხად
წარმოიდგინეთ თანამშრომელი, რომელიც არასდროს იღლება, შეუძლია საათობით ელოდოს სადაზღვევო კომპანიის პასუხს ხაზზე და გადაამოწმოს პაციენტის მონაცემები. ეს Datacall-ია, ამერიკულ-ჩეხური სტარტაპი, რომელიც კლინიკებს საოპერაციო პროცესებს უმარტივებს.
პროგრამის 500 Global in Eurasia-ს მე-9 ნაკადის მონაწილე გუნდმა შეძლო შეექმნა ტექნოლოგია, რომელიც არა მხოლოდ ზოგავს დროს, ასევე ზრდის კლინიკის შემოსავალს, გაუქმებული ვიზიტებით გამოწვეული დანაკარგების შემცირებით. Datacall-ზე, მომავლის გეგმებსა და აქსელერაციის პროგრამაზე სტარტაპის დამფუძნებელი ოლექსანდრ ივანოვი გვესაუბრა.
500 Global in Eurasia 12-კვირიანი ინტენსიური აქსელერაციის პროგრამაა, რომელსაც მსოფლიო დონის ექსპერტები უძღვებიან. ინიციატივის ფარგლებში, დღემდე 80-ზე მეტმა სტარტაპმა გაიარა გადამზადება აღმოსავლეთ ევროპიდან, კავკასიის რეგიონიდან, ცენტრალური აზიიდან და დიდი ბრიტანეთიდან.
პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები იძენენ როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას; იზიარებენ ექსპერტიზას და ამყარებენ ახალ კავშირებს, რაც მათ სწრაფი ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
პროგრამა 500 Global-ის მიერ, საქართველოს ბანკისა და GITA-ს მხარდაჭერით ხორციელდება. როგორც Datacall-ის დამფუძნებელი, ოლექსანდრ ივანოვი აღნიშნავს, აღნიშნავს, საქართველოს ბანკის პარტნიორობა ხაზს უსვამს, რომ რეგიონში ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას მხარდაჭერა აქვს.
„Aha მომენტი“ მაშინ დადგა, როცა გუნდი ჯანდაცვის სხვა პროექტზე მუშაობდა. კლინიკებისგან მუდმივად ერთი და იგივე ესმოდათ, რომ თანამშრომლები მთელ დროს სადაზღვეოებთან სატელეფონო საუბრებში კარგავდნენ. ამ ინსაიდერულმა ცოდნამ გადააწყვეტინათ, ისეთი AI ტექნოლოგიის შეექმნათ, რომლითაც პროცესების ავტომატიზაციას შეძლებდნენ.
Datacall-ის სიძლიერე კომპეტენციის მრავალფეროვნებაშია, მას შეუძლია გრძელი და კომპლექსური სატელეფონო ზარების უსაფრთხოდ მართვა, სადაზღვეო კომპანიების ავტომატიზირებული მენიუების გავლა, ოპერატორებთან საუბარი და გადამოწმებული მონაცემების პირდაპირ კლინიკის სისტემაში ასახვა.
სისტემას პაციენტის ვერბალური თუ არავერბალური მესიჯების ეფექტური დეკოდირებაც მშვენივრად გამოსდის და საფრთხის აღქმის შემთხვევაში ზარს ოპერატორთან ამისამართებს.
500 Global-ის აქსელერაციის პროგრამამ გუნდს ასწავლა, რომ ზოგიერთი შესაძლებლობა მხოლოდ ერთხელ მოდის. მათი მთავარი გაკვეთილი დემო დღეს უკავშირდება:
ეს უნიკალური შანსია, რომელიც მაქსიმალური ენერგიითა და სრული მობილიზებით უნდა გამოიყენო საუკეთესო შედეგის მისაღებად
– ოლექსანდრ ივანოვი
გუნდი მიიჩნევს, რომ როდესაც საქმე დიდ შესაძლებლობებს ეხება, კომპრომისების დრო არ არის.
დემო დღის შემდეგ Datacall-ი აქტიურ განვითარებას აგრძელებს. გუნდის გრძელვადიანი ხედვა ამბიციურია:
ჩვენი მიზანია, AI მოდელები მცირე ნაწილებად დავყოთ და მილიონობით მოწყობილობაზე გავუშვათ, ხოლო სისტემაში ჩართული ადამიანები – „AI მაინერები“ – თავიანთი რესურსის გაზიარებისთვის დავაჯილდოოთ. შედეგად, კომპანიები შეძლებენ შექმნან სრულიად პრივატული, მათ ინდუსტრიაზე მორგებული მოდელები და ამავდროულად, სრულად აკონტროლონ საკუთარი მონაცემები
– Datacall AI-ს დამფუძნებელი ოლექსანდრ ივანოვი
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ სურთ, შექმნან ერთი დიდი გლობალური ქსელი, სადაც AI არა მხოლოდ ტექ-გიგანტების სერვერებზე, არამედ ჩვეულებრივი ადამიანების მოწყობილობებზე იმუშავებს.
ოლექსანდრის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია. მთავარია, გადაწყვეტილება მიიღო და შენი იდეის ერთგული გახდე.
მერე ყველაფერი უფრო მარტივდება პროექტის აღსრულება და დეტალების შესწავლაც, მთავარია, თქვა: „მე ამას შევძლებ!“
– ოლექსანდრ ივანოვი