მობილბანკის გათამაშება დასრულდა – ვინ მოიგო 250 000, 150 000 და 100 000 ლარი?

3 წუთი წასაკითხად
31 დეკ. 2025
3 წუთი წასაკითხად
500 Global in Eurasia აქსელერაციის პროექტის მე-9 ნაკადის მონაწილე სტარტაპის, AdMagica-ს დამფუძნებელ გიგი კურტანიძეს სჯერა, რომ წარმატების მიღწევის საიდუმლო ინგრედიენტი სარეკლამო სფეროს ხელოვნური ინტელექტია და სურს ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახადოს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის.
სწორედ ამ იდეამ უბიძგა მას AdMagica-ს შექმნისკენ – ინოვაციური პლატფორმის, რომელიც ყოველთვიურად აანალიზებს Meta-ს მილიონზე მეტ საუკეთესო სარეკლამო მაგალითს და ამ მონაცემებზე დაყრდნობით, სთავაზობს მომხმარებლებს გადაწყვეტებს, რითაც ქართულ ბიზნესებს კონკურენტუნარიანს ხდის.
AdMagica აქსელერაციის პროგრამის, 500 Global in Eurasia-ს მე-9 ნაკადის მონაწილეა.
500 Global in Eurasia 12-კვირიანი ინტენსიური აქსელერაციის პროგრამაა, რომელსაც მსოფლიო დონის ექსპერტები უძღვებიან. ინიციატივის ფარგლებში, დღემდე 80-ზე მეტმა სტარტაპმა გაიარა გადამზადება აღმოსავლეთ ევროპიდან, კავკასიის რეგიონიდან, ცენტრალური აზიიდან და დიდი ბრიტანეთიდან.
პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები იძენენ როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას; იზიარებენ ექსპერტიზას და ამყარებენ ახალ კავშირებს, რაც მათ სწრაფი ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
პროგრამა 2020 წლიდან 500 Global-ის მიერ, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. სწორედ ამ პარტნიორობამ ითამაშა გარდამტეხი როლი AdMagica-ს განვითარებაში.
AdMagica-ს იდეა ამერიკულ ბრენდებთან თანამშრომლობისას დაიბადა. აშშ-ს eCommerce ბაზარზე მუშაობისას გიგი აკვირდებოდა, როგორ იზრდება გაყიდვები მაშინ, როცა პროცესი ხარისხიან კრეატივსა და მონაცემებზე დაფუძნებულ სარეკლამო სტრატეგიას აერთიანებს.
თანასწორი სარეკლამო სივრცის შესაქმნელად სტარტაპმა მიზნობრივ აუდიტორიად მცირე და საშუალო ონლაინ ბრენდები და ციფრული სააგენტოები აირჩია.
პირველ რიგში, იმიტომ, რომ ხელმისაწვდომობა მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ
და მეორე, ეს სეგმენტი ყველაზე სწრაფად რეაგირებს ცვლილებებზე და ყველაზე აშკარა პროგრესს აჩვენებს, როცა სწორი მიმართულება ეძლევა
AdMagica ბიზნესებს ციფრული მარკეტინგის სრულფასოვან მომსახურებას სთავაზობს.
ციფრულ მარკეტინგში დიდწილად დრო განსაზღვრავს კამპანიის წარმატებას. სასურველ მიზანს აღწევს ის, ვინც ყველაზე სწრაფად ქმნის ათასობით სარეკლამო ვარიაციას და მათგან ყველაზე ეფექტურის შერჩევაც დროულად შეუძლია
– გიგი კურტანიძე AdMagica-ს დამფუძნებელი
თუმცა, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ეს დიდი ფუფუნებაა, რადგან დიდი გუნდებისა და ძვირადღირებული სააგენტოების თანამშრომლობას მოითხოვს.
სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად შეიქმნა AdMagica, რომლის სისტემაც მუშაობს როგორც „ციფრული თანამშრომელი“ და სამ ძირითად ფუნქციას ითავსებს:
500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა AdMagica-ს გუნდის ხედვაზე, მიღებული რჩევებიდან ისინი სამ ყველაზე დასამახსოვრებელს გამოყოფენ.
პროდუქტი არ უნდა იყოს ყველასთვის, მას კონკრეტული მომხმარებელი უნდა ჰყავდეს, სთავაზობდეს მათ კონკრეტული პრობლემის გადაჭრის გზას, რითაც მათთვის შეუცვლელი გახდება. AdMagica-ს სიძლიერე სწორედ იმაშია, რომ ის კონკრეტულ მომხმარებელს, ონლაინ ბრენდებსა და სააგენტოებს აძლევს იმას, რაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ – სარეკლამო ინტელექტს.
თუ არ ზომავ, ვერ აუმჯობესებ. აქსელერაციის დროს ვისწავლეთ, რომ დაკვირვების გარეშე არაფერი გამოდის. ამიტომ, მომხმარებლის ქცევა დეტალურად უნდა შევისწავლოთ და პასუხები გავცეთ კითხვებს: რატომ აკეთებს მომხმარებელი ამა თუ იმ არჩევანს? რა აბრუნებს კომპანიასთან? რა აფერხებს მას?
შეიძლება მსოფლიოში საუკეთესო სტარტაპ იდეა გქონდეს, მაგრამ სწორი, შეკრული გუნდის გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევ
დემო დღეს Admagica, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის სხვა მონაწილეებთან ერთად, წარსდა წამყვანი კორპორაციებისა და ინდუსტრიის წარმომადგენლების წინაშე. გუნდი ღონისძიებაზე შეხვდა მომავალ სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებმაც გაუზიარეს გამოცდილება და საერთაშორისო შესაძლებლობები.
პლატფორმის გრძელვადიანი ხედვა უფრო ფართოა – სამომავლოდ, AdMagica უნდა იქცეს პლატფორმად, სადაც ნებისმიერი ონლაინ ბრენდი შეძლებს სრულფასოვანი AI მარკეტინგული გუნდის სერვისების მიღებას ფოტო კრეატივით, სტრატეგიით, ანალიტიკით და უწყვეტი ოპტიმიზაციით ერთ სივრცეში.
ცალკეული იდეა ნაკლებად ღირებულია, წარმატება მოქმედებას მოაქვს. არ დაელოდო იდეალურ მომენტს, უბრალოდ დაიწყეთ, თუნდაც ერთი პატარა ნაბიჯით. ყველაფერი დანარჩენი პროცესში გამოჩნდება!