მობილბანკის გათამაშება დასრულდა – ვინ მოიგო 250 000, 150 000 და 100 000 ლარი?

3 წუთი წასაკითხად
31 დეკ. 2025
3 წუთი წასაკითხად
პოლონური სტარტაპი Quantum Neuron სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის, 500 Global in Eurasia-ს მე-9 ნაკადის მონაწილეა.
სამ სიტყვაში მათ ასე აღვწერდით: ციფრული ადამიანური ძალა. გუნდს არ სჯერა ტრადიციული ჩატბოტების და ქმნის ახალი ტიპის, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ციფრულ თანამშრომელს, Quantoms-ს.
Quantoms მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტია, რომელსაც ადამიანის მსგავსად შეუძლია ინფორმაციის დამახსოვრება, გაგება და პერსონალიზაცია. ადამიანისგან განსხვავებით კი ის მყისიერად რეაგირებს უზარმაზარი მასშტაბის მონაცემებზე და ერთდროულად ათასობით მომხმარებელთან აქვს კომუნიკაცია.
500 Global in Eurasia 12-კვირიანი ინტენსიური აქსელერაციის პროგრამაა, რომელსაც მსოფლიო დონის ექსპერტები უძღვებიან. ინიციატივის ფარგლებში, დღემდე 80-ზე მეტმა სტარტაპმა გაიარა გადამზადება აღმოსავლეთ ევროპიდან, კავკასიის რეგიონიდან, ცენტრალური აზიიდან და დიდი ბრიტანეთიდან.
პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები იძენენ როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას; იზიარებენ ექსპერტიზას და ამყარებენ ახალ კავშირებს, რაც მათ სწრაფი ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
პროგრამა 500 Global-ის მიერ, საქართველოს ბანკისა და GITA-ს მხარდაჭერით ხორციელდება, რაც რეგიონის ინოვაციურ სტარტაპებს აერთიანებს. საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა პროგრამის ფარგლებს სცდება და მონაწილეებისთვის დამატებით ღირებულებას ქმნის. ბლაჟეი ხილას (Quantum Neuron-ის CEO) თქმით, საქართველოს ბანკი მე-9 ნაკადის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია:
ბიზნესის იდეა უშუალოდ მუშაობის პროცესში, ისეთ ინდუსტრიებზე დაკვირვებისას დაიბადა, როგორიცაა სტუმარ-მასპინძლობა (hospitality), უძრავი ქონება და პრემიუმ კლინიკები. ეს ის სფეროებია, სადაც თითოეული დაგვიანებული პასუხი პირდაპირ აისახება შემოსავალზე.
ერთი უპასუხო ზარი ან WhatsApp შეტყობინება 500-დან 2000 დოლარამდე ზარალს ნიშნავს. გუნდები ვერ ასწრებენ ასობით მოთხოვნის დამუშავებას, ხოლო მომსახურების მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად კადრების დამატება ბიზნესს ძვირი უჯდება და მოგებას უმცირებს
– სტარტაპის CEO ბლაჟეი ხილა
სწორედ ამ პრობლემის გადაჭრის გზების ძიებამ მიიყვანა გუნდი Quantoms-ამდე – ციფრული თანამშრომლის შექმნამდე, რომელიც მოგებას ზედმეტი დანახარჯების გარეშე ზრდის.
Quantoms იმახსოვრებს მომხმარებლის სურვილებს, ერგება მათ ემოციურ ფონს და ინარჩუნებს თანმიმდევრულ კომუნიკაციას ყველა არხზე, იქნება ეს WhatsApp, Instagram, ელფოსტა თუ სატელეფონო ზარი
თითოეულ AI აგენტს ბრენდზე მორგებული ხასიათი აქვს.
500 Global in Eurasia-ს პროგრამამ გუნდის ხედვა და სტრატეგია შეცვალა. სტარტაპის CEO ბლაჟეი ხილა გვიზიარებს მთავარ გაკვეთილს, რომელიც აქსელერაციის ფარგლებში მიიღო:
შეწყვიტე ფუნქციების გაყიდვა და ორიენტირდი შედეგებზე
მისი თქმით, ეს მიდგომა დიდი მენტალური ცვლილების დასაწყისია, რადგან მომხმარებელს აინტერესებს არა ტექნოლოგიური დეტალები, არამედ ის საბოლოო შედეგი და ღირებულება, რასაც პროდუქტი მის ბიზნესს მოუტანს.
დემო დღე სტარტაპისთვის ახალი თავის დასაწყისია. ღონისძიების დასრულებისთანავე გუნდი აღსრულების აქტიურ ფაზაში გადადის. დამფუძნებელი დუბაიში მიემგზავრება, სადაც Palazzo Versace Dubai-სთან 5-წლიანი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ პრესკონფერენციას გამართავს.
სამომავლო გეგმები კიდევ უფრო ამბიციურია:
ბლაჟეის თქმით, ადამიანების უმეტესობა რაღაცის დასაწყებად იდეალურ დროს ელოდება, ეს დრო კი არასდროს დგება:
თუ გაქვს იდეა, გატესტე ის ამ კვირაშივე. დაელაპარაკე ხალხს დღესვე. ინერცია აშენებს იდენტობას, ხოლო იდენტობა აშენებს კომპანიას