Logo
ბლოგი
Time icon

3 წუთი წასაკითხად

რა ხდება 500 Global in Eurasia მეათე ნაკადზე? ინოვაციების აქსელერაციის პროგრამა დაიწყო

500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამა საქართველოში უკვე მეათედ იმართება. პროგრამა ეხმარება სტარტაპებს გრძელვადიანი სტრატეგიული პერსპექტივის განვითარებასა და გაფართოებაში. ექვსი წლის განმავლობაში პროექტი რეგიონულ სტარტაპერებს შესაძლებლობებს საქართველოს ბანკისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პარტნიორობით სთავაზობს. 

აქსელერაციის პროგრამა წელს სტარტაპერების მე-10 ნაკადს მასპინძლობს. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ სტარტაპებს აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებიდან. ინიციატივის ფარგლებში უკვე 15-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტი სტარტაპი გადამზადდა.

მოღვაწეობის ეს გრძელვადიანი ტრადიცია მონაწილეებს ყველა იმ უნარის განვითარებას ჰპირდება, რომელიც წარმატებულ ბიზნესს სჭირდება; ეს უნარები მოიცავს როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ ცოდნას მარკეტინგში, გაყიდვებსა თუ დიზაინში.

500 GLOBAL პარტნიორთა ქსელი

ცხადია, სტარტაპისთვის განვითარებისა და გაფართოებისთვის პარტნიორთა ქსელი უმნიშვნელოვანესია. 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობა კი ავტომატურად ნიშნავს წვდომას გიგანტურ გლობალურ ქსელზე, რომელიც აერთიანებს 5000-ზე მეტ დამფუძნებელსა და 2900-ზე მეტ კომპანიას 80+ ქვეყნიდან. ეს ნიშნავს პოტენციურ კლიენტებს, პარტნიორებსა და მხარდამჭერებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

რაც შეეხება 500 Global-ს, ეს არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც ინვესტიციებს ახორციელებს მაღალი რისკის და ზრდის დიდი პოტენციალის მქონე კომპანიებსა და სტარტაპებში. კომპანია 2.4 მილიარდიან აქტივებს მართავს, ხოლო მისი პორტფოლიო 35-ზე მეტ კომპანიას მოიცავს. 500 Global თავის გუნდში 25 ქვეყნის 150-მდე ისეთ სპეციალისტს აერთიანებს, რომლებსაც ტოპ ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.

მეათე ნაკადი

აქსელერაციის რიგით მეათე 2026 წლის ნაკადი აერთიანებს 6 ქვეყნის 10 ინოვაციურ სტარტაპს.

ათივე კომპანია ფოკუსირებულია B2B (Business-to-Business) სექტორზე და ხელოვნური ინტელექტის უახლესი მიღწევების გამოყენებით, გლობალური ინდუსტრიების: მედიცინის, ფინანსების, იურისპრუდენციისა და კიბერუსაფრთხოების რეალურ პრობლემებს წყვეტს.

კიბერუსაფრთხოების მცველი ინოვაციური ტექნოლოგიაა, რომელიც კომპანიებს ეხმარება, 100-ჯერ უფრო სწრაფად აღმოაჩინონ საკუთარ სისტემაში არსებული “ხვრელები” და სუსტი წერტილები. მანამ, სანამ მათ ჰაკერები გამოიყენებენ.

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით პროგრამა წუთებში პოულობს და არჩევს კლინიკური კვლევებისთვის შესაფერის პაციენტებს. პროცესი, რომელიც ტრადიციულად თვეებს მოითხოვს, პროგრამის დახმარებით ავტომატიზებული ხდება, რაც კომპანიებს ეხმარება, ახალი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლები ბაზარზე ბევრად სწრაფად შემოიტანონ.

ComplyBeidge Inc. არის AI პლატფორმა, რომელიც ფინანსური კომპანიებისთვის კლიენტების იდენტიფიკაციისა და სხვადასხვა რთულ რეგულაციასთან შესაბამისობის დამღლელ პროცესს ამარტივებს.

Maicall ვირტუალური ოპერატორია. ეს არის ხმოვანი ხელოვნური ინტელექტი (Voice AI), რომელიც სესხების მართვისა და მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის შეიქმნა. ის ადამიანური ხმით საუბრობს და სენსიტიურ პროცესებს ბევრად უფრო სწრაფსა და ეთიკურს ხდის.

პლატფორმა ქმნის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ აგენტებს: გაყიდვების მენეჯერებს, კონსულტანტებსა და ანალიტიკოსებს. ისინი ნებისმიერი ზომის ბიზნესის კონკრეტულ საჭიროებებს ერგებიან და დაუღალავად ასრულებენ დასახულ ამოცანებს.

Resti რესტორნების მართვის მარტივი სისტემაა. პლატფორმა რესტორნებისა და კაფეების მფლობელებს ეხმარება ერთ სივრცეში, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მართონ ყველაფერი: დაწყებული ადამიანური რესურსებით (HR) და ხელფასებით, დასრულებული ფინანსებითა და ყოველდღიური ოპერაციებით.

ეს ინოვაციური პროგრამა წინასწარ პროგნოზირებს, თუ რომელი მომხმარებელი აპირებს სერვისის მიტოვებას (მაგალითად, გამოწერის გაუქმებას) და ავტომატურად მართავს მათთან კომუნიკაციას. ის პერსონალიზებული შეთავაზებებით ეხმარება ბიზნესს, შეინარჩუნოს კლიენტები.

CaseLens წამებში აანალიზებს ტონობით სასამართლო საქმეებსა და დოკუმენტაციას არბიტრაჟისა და სამართალწარმოების პროცესებისთვის, რაც საგრძნობლად ზოგავს დროს და ამცირებს ადამიანურ შეცდომებს.

ეს პროგრამა ერთგვარი ხიდია დეველოპერებსა და მომხმარებელს შორის. Evermuse ეხმარება დეველოპერ გუნდებს მომხმარებლის უკუკავშირის დამუშავებაში, რის შემდეგაც ავტომატურად განსაზღვრავს, თუ რის შექმნაზე უნდა იმუშაონ მათ და ამასთან, ქმნის მზა ტექნიკურ დავალებას AI კოდირების ინსტრუმენტებისთვის: მაგალითად, Cursor-ისთვის ან Claude Code-ისთვის.

Karpatia Benefits თანამშრომელთა წახალისების გლობალური პლატფორმაა. იდეალური გამოსავალი კომპანიებისთვის, რომლებიც კადრებს დისტანციურად, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ასაქმებენ. ის მარტივად და მოქნილად უზრუნველყოფს საერთაშორისო გუნდებს ბენეფიტებით (მაგ: დაზღვევა, ბონუსები).

დღეს გლობალური ინვესტორული ფონდების, მათ შორის 500 Global-ის, მთავარი სამიზნე ასეთი პრაქტიკული, დროისა და რესურსების დამზოგავი ტექნოლოგიებია. მომდევნო 12 კვირის განმავლობაში ეს ათი სტარტაპი უმნიშვნელოვანეს ტრანსფორმაციას გაივლის, რაც მათ საშუალებას მისცემს, ლოკალური წარმატებიდან გლობალურ მასშტაბებზე გადავიდნენ. 

თვალი ადევნე მათ განვითარებას საქართველოს ბანკის ბლოგზე.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს