Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

ყოველთვის ახალი ბიზნეს მობილბანკი და ინტერნეტბანკი: სექტემბრის მნიშვნელოვანი განახლებები

26 სექ. 2025

საქართველოს ბანკი აგრძელებს ბიზნესპროცესების გაციფრულებას და სექტემბერში ყოველთვის ახალი ბიზნეს მობილბანკისა და ინტერნეტბანკის ორი მნიშვნელოვან განახლებას გთავაზობთ, რომლებიც თქვენი კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობას კიდევ უფრო მოქნილსა და მარტივს გახდის.

განახლება #1: მიიღეთ ხელშეკრულების შესრულების გარანტია სრულად დისტანციურად

თუ თქვენი კომპანია სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობს, კარგად გეცოდინებათ, რამდენად მნიშვნელოვანია ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დროულად მიღება. სწორედ ამ პროცესის გასამარტივებლად, ბიზნესის მობილბანკსა და ინტერნეტბანკში ახალი ფუნქცია დავამატეთ.

ამიერიდან, ფილიალში ვიზიტის ნაცვლად, შეგიძლიათ უბრალოდ გახსნათ ბიზნესის მობილბანკი ან ინტერნეტბანკი, შეავსოთ ხელშეკრულების შესრულების გარანტიის განაცხადი და პასუხი 1 წუთზე ნაკლებ დროში მიიღოთ.

თანხმობის მიღების შემდეგ, თავად ხელშეკრულება დაახლოებით ერთ საათში მზადდება, თქვენ კი მას სრული ციფრული ხელმოწერით ადასტურებთ – ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს.

იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის უწყებებთან ბლანკიანი, დაბეჭდილი დოკუმენტის წარდგენა დაგჭირდებათ, საქართველოს ბანკი ორ ალტერნატივას გთავაზობთ:

  • შეგიძლიათ, დოკუმენტი მიიღოთ ფილიალში, ან
  • მოითხოვოთ მისი ფოსტით გაგზავნა თქვენთვის სასურველ მისამართზე. ამგვარად, მთლიანი პროცესი ციფრული ხდება.

განახლება #2: მართეთ თანამშრომელთა უფლებები ერთი სივრციდან

ბიზნესის ზრდასთან ერთად, თანამშრომლებისთვის სხვადასხვა ციფრულ არხზე წვდომის მართვა სულ უფრო რთულდება. ამ გამოწვევის საპასუხოდ, ბიზნეს ინტერნეტბანკში თანამშრომელთა მართვის პლატფორმა სრულად განვაახლეთ, რათა მეტი კონტროლი და მოქნილობა გქონდეთ.

მთავარი სიახლე ის არის, რომ ახლა ერთი, ცენტრალიზებული სივრციდან შეგიძლიათ, განსაზღვროთ, რომელ თანამშრომელს რაზე ექნება წვდომა როგორც ბიზნეს ინტერნეტ და მობილბანკში, ისე ბიზნეს მენეჯერში.

პროცესის გასამარტივებლად, შეგიძლიათ წინასწარ შექმნათ როლები – ეს არის უფლებების მზა ნაკრები. მაგალითად, შექმენით „მენეჯერის“ როლი, რომელსაც ერთდროულად ექნება გადარიცხვის შესრულების უფლება ინტერნეტბანკში და განვადების დაბრუნების დადასტურების უფლება ბიზნეს მენეჯერში. ახალი თანამშრომლის დამატებისას კი, უბრალოდ აირჩევთ მისთვის განკუთვნილ როლს.

ამ განახლებით, ერთი სივრციდან, ნებისმიერ დროს შეძლებთ, დაამატოთ ან შეუზღუდოთ თანამშრომლებს წვდომა ბიზნეს ინტერნეტბანკსა და ბიზნეს მენეჯერზე. თქვენ თავად წყვეტთ, ვის რისი უფლება ექნება – მხოლოდ დათვალიერების, ოპერაციის შექმნის, თუ სრული.

ეს განახლებები კიდევ ერთი ნაბიჯია თქვენი ბიზნესპროცესების გასამარტივებლად. ჩვენი მუდმივი სწრაფვა ინოვაციებისკენ კი საერთაშორისო დონეზეც აღინიშნა – პრესტიჟულმა ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში „საუკეთესო სრულად ციფრული ბანკი ბიზნესისთვის“ ტიტულით დააჯილდოვა.

თუ გაინტერესებთ, კონკრეტულად რატომ არის ბიზნესის მობილბანკი თქვენი საუკეთესო არჩევანი, გაეცანით 5 მთავარ მიზეზს ჩვენს ბლოგზე.

გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს