2 წუთი წასაკითხად
MAUA და განჯინა | მცირე ბიზნესის ჯაჭვი ახალ სივრცეებს აერთიანებს
4 აგვ. 2026
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
მცირე ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში მოგზაურობას განაგრძობს და ახალ, საინტერესო ობიექტებს აერთიანებს. საქართველოს ბანკის ახალი პროექტის მთავარი მიზანი ადგილობრივი სივრცეების ერთ მეგობრულ ქსელად გაერთიანება და მხარდაჭერაა. ჯაჭვის პრინციპი მარტივია: მიდიხარ ერთ საყვარელ ობიექტში, სადაც გხვდება პოსტერი ფასდაკლების კუპონებით, იღებ სხვა ახალი სივრცის ფასდაკლებას და შემდეგი აღმოჩენისკენ მიემართები – ასე იკვრება ფასდაკლებებისა და სიურპრიზების ჯაჭვი.
Wine Square-დან MAUA Concept-მდე
MAUA Concept-ის ფასდაკლებას Wine Square-ში იპოვი. MAUA კონცეპტ მაღაზია და ყვავილების შოურუმია, რომლის მთავარი მიმართულება ეგზოტიკური ყვავილებია. ბრენდის მიზანია, ყვავილების ჩუქების ტრადიცია უფრო თანამედროვე, პერსონალიზებული და ემოციური გახადოს. შოურუმის გარდა, მაუას აქვს ინოვაციური ონლაინ პლატფორმაც, სადაც შეგიძლია გამოიწერო თაიგულები რეგულარულად, დაგეგმო საჩუქრები კალენდრით და ხელოვნური ინტელექტის (AI) დახმარებით წინასწარ ნახო, როგორი გამოვა შენი ინდივიდუალურად აწყობილი კომპოზიცია.
როგორც MAUA Concept-ის დამფუძნებელი, სალომე ნიკოლეიშვილი, გვიყვება, რომ კამპანიაში ჩართვა მათთვის ერთგვარი სოლიდარობის აქტია:
მცირე ბიზნესისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ხშირად ხილვადობა, ახალი კავშირები და ნდობის მოპოვებაა. მჯერა, რომ ერთმანეთის მხარდაჭერა ბევრად უფრო ძლიერ და ჯანსაღ სამეწარმეო გარემოს ქმნის. გამოცდილების გაზიარება, თანამშრომლობა და ერთმანეთის წარმატებით გულწრფელი გახარება საბოლოოდ ყველას გვაძლიერებს, – მაუას გუნდი
მაუადან განჯინასკენ
ფერადი შოურუმის შემდეგ, მარშრუტს ჯაჭვს საკონდიტრო მაღაზია განჯინასთან მიჰყავხარ. თუ გიყვარს ადგილები, სადაც ყოველთვის ახალ გემოებს ეძებენ, აქაურობა ნამდვილად მოგეწონება. განჯინას დესერტები გამოირჩევა იმით, რომ თითოეულ მათგანში იგრძნობა ადამიანის ხელი და ბუნებრივობა. ბრენდის მთავარი მიზანი არა უბრალოდ ტკბილეულის შექმნა, არამედ სტუმრებისთვის სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნაა.
როგორც განჯინას მფლობელის, სოფო ჩიქოვანის, აზრით, კონკურენციის ნაცვლად, მთავარი ძალა სწორედ ერთიანობაშია:
ეს კამპანიაც სწორედ ამას ემსახურება და საუკეთესო საშუალებაა, ჩვენს მომხმარებლებს ერთმანეთის საქმე გავაცნოთ. ამას კამპანიის გარეშეც ვაკეთებდით, თუმცა ახლა პროცესმა უფრო ოფიციალური და საინტერესო სახე მიიღო. ზოგადად, საქართველოში მცირე ბიზნესის მართვა საკმაოდ რთულია, ამიტომ მსგავსი მხარდაჭერა და პოპულარიზაცია აუცილებელია და ძალიან გვიხარია, რომ ამ პროექტში ვართ ჩართულები.
ჩაერთე ჯაჭვში
ჯაჭვში ჩართული ბიზნესები, მისამართებით და ინფორმაციით შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ჩვენს ვებ-გვერდზე
თუ შენც გაქვს მცირე ბიზნესი და გსურს, გაზარდო ცნობადობა, მოიზიდო მომხმარებელთა ახალი ნაკადი და, ამავდროულად, მხარი დაუჭირო სხვა ბიზნესებს, აუცილებლად ჩაერთე ჯაჭვში.
ამისათვის საჭიროა მხოლოდ ფიზიკური სივრცე (სადაც სტუმრებს მასპინძლობ) და საქართველოს ბანკის ბიზნეს ანგარიში POS ტერმინალთან ერთად.
საქართველოს ბანკი გთავაზობს პოს-ტერმინალს, რომელიც ერთდროულად ორ პრობლემას ჭრის: გაძლევს საშუალებას, მიიღო საბარათე გადახდები 0%-იანი საკომისიოთი და, ამავე დროს, ასრულებს სალარო აპარატის ფუნქციას – გაიგე მეტი.
პროცესი მარტივია:
- შეავსე განაცხადის ფორმა ბმულზე: ბანკის წარმომადგენელი დაგიკავშირდება და დეტალურად მოგაწვდის ინფორმაციას.
- მიიღე პოსტერი: ჩვენ გამოგიგზავნით პოსტერს, რომლითაც შენთან მოსულ სტუმრებს მეგობარი ბიზნესის ფასდაკლებას გაატან.
- უმასპინძლე მომხმარებელს: მოემზადე სტუმრებისთვის, რომლებიც ჯაჭვში ჩართული სხვა ბიზნესიდან, ფასდაკლების ვაუჩერით სწორედ შენთან მოვლენ.
მცირე ბიზნესების გაერთიანებით ქალაქში უკვე შეიქმნა ერთი დიდი, საერთო მარშრუტი, რომლის განახლებულ რუკასაც აქ ნახავ. ერთმანეთის მხარდაჭერით ადგილობრივი ობიექტების განვითარება ბევრად უფრო მარტივად და სწრაფად შეიძლება. მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება. დაელოდე სიახლეებს, რადგან წინ კიდევ ბევრი საინტერესო აღმოჩენა და ახალი ადგილი გელოდება, რომლებზეც შემდეგ ბლოგებში მოგიყვებით.