2 წუთი წასაკითხად
ჰობიდან მცირე ბიზნესამდე | მეწარმე ნათია ვასაძის ქსოვის სამყარო
14 აპრ. 2026
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
თუ ხელნაკეთ, ნაქსოვ სათამაშოებს ეძებთ, რომლებიც უბრალო ნივთები კი არა, ინდივიდუალური ხასიათის მქონე პერსონაჟები არიან, გაიცანით ნათია ვასაძის მცირე ბიზნესი, ქსოვის სამყარო N.V. ნათიამ სტუდენტობის დროინდელი ჰობი პროფესიად აქცია და ახლა უკვე ქსოვის ხელოვნებას სხვებსაც დიდი სიყვარულით უზიარებს.
საკუთარი საქმის ბიზნესად ქცევის გზაზე მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა დაეხმარა, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის, EBRD-ის და საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობით ხორციელდება და უშიშარ, ინოვაციური იდეებით სავსე ქალ ლიდერებს 360°-იან მხარდაჭერას გთავაზობთ ‒ იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე.
შემოქმედებითი პროცესი და ცოდნის გაზიარება
ქსოვა ნათიასთვის ემოციური თერაპია და შინაგანი სიმშვიდის პოვნის საუკეთესო გზაა. ფერადი ძაფებით პერსონაჟების გაცოცხლება განტვირთვასა და ფსიქოლოგიურ ბალანსს უწყობს ხელს. ნაქსოვი ნივთების შექმნის გარდა, ნათია წლების განმავლობაში დაგროვილ ცოდნას სხვებსაც უზიარებს, უკვე 8 წელია ქსოვის პედაგოგია და ორ სხვადასხვა ფილიალში ადამიანებს ეხმარება, საკუთარი ხელით შექმნან უნიკალური ნივთები:
სამუშაო პროცესი ძალიან დიდი სიამოვნებაა. თითოეული ნამუშევარი ჩემთვის სიხარულის და სილამაზის განცდას იწვევს. ინსპირაციას კი სხვადასხვა პერსონაჟებიდან, ანიმაციის გმირებიდან და საყვარელი ცხოველებიდან ვიღებ.
გამოწვევები ბიზნესში და ახალი ხედვა
შემოქმედებითობასთან და კრეატიულ იდეებთან ერთად მცირე ბიზნესის წამოსაწყებად მართვის თანამედროვე სტრატეგიების ცოდნა აუცილებელია, ნათიასთვის გაყიდვები და მარკეტინგი საწყის ეტაპზე საკმაოდ რთული აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში ჩართულიყო.
პროგრამაში მიღებულმა გამოცდილებამ საყვარელი საქმის თანამედროვე სტანდარტებით მართვის გზები დაანახა. ბიზნესის სტრატეგიული დაგეგმვის გარდა, ციფრული გაყიდვების მექანიზმები და ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებიც შეისწავლა. ამ პრაქტიკულ ცოდნას ყოველდღიურ საქმიანობაში უკვე აქტიურად იყენებს.
ახალი მიზნები და სამომავლო ხედვა
ნათიას უმთავრესი მიზანი ბრენდის განვითარება და ონლაინ გაყიდვების გაძლიერებაა. თუმცა მისი ყველაზე დიდი სურვილი და ოცნება საკუთარი სახელოსნოს შექმნაა. ეს იქნება სივრცე, სადაც მოსწავლეებთან ერთად საინტერესო აქტივობებისა და მასტერკლასების ჩატარებას შეძლებს.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, რომელშიც ნათიამ მონაწილეობა მიიღო, პლატფორმა ბიზნეს 360°-ის ნაწილია. ეს პლატფორმა აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს სთავაზობს, მათ შორის საგანმანათლებლო რესურსებს, ინდივიდუალურ პროგრამებსა და სექტორულ ანალიზს. პლატფორმის შესახებ სრულ ინფორმაციას ამ ბმულზე გაეცნობით.
აიღეთ სესხი გამარტივებული პროცედურით, თქვენს ბიზნესსა თუ შესაძლებლობებზე მორგებული პირობებით