2 წუთი წასაკითხად
კინგსის ოლიმპიადა: აღმოაჩინე შენი შესაძლებლობები sCool Card-ით
15 დეკ. 2023
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
გაიგე, როგორ უჭერს მხარს საქართველოს ბანკი კინგსის ოლიმპიადას sCool Card-ით. აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები, მიიღე ფასდაკლებები და პრემიუმ პაკეტი! შეაფასე შენი ცოდნა და განვითარდი.
15 დეკ. 2023
2 წუთი წასაკითხად
კინგსის ოლიმპიადა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ოლიმპიადაა სკოლის მოსწავლეებისთვის. სხვადასხვა რეგიონიდან მოსწავლეები ერთმანეთს მათემატიკის, ქართული ენისა და ინგლისურის ცოდნაში ეჯიბრებიან. თუმცა ოლიმპიადა არ არის მხოლოდ შეჯიბრი, უპირველესად, ეს არის შესაძლებლობა და სტიმული მოსწავლეებისთვის, შეაფასონ საკუთარი თავი, ისწავლონ მეტი და განვითარდნენ. სწორედ ამიტომ საქართველოს ბანკი კინგსის ოლიმპიადის პარტნიორია.
როგორც კინგსის მარკეტინგის მენეჯერი, სოფო სრესელი, გვეუბნება, საქართველოს ბანკისა და კინგსის გაერთიანების მთავარი იდეა საერთო ხედვა გახდა:
„საქართველოს ბანკისა და კინგსის თანამშრომლობა სამი წლის წინ დაიწყო. საქართველოს ბანკი ყოველთვის მუშაობდა განათლების მიმართულებით. იდეათეკა, STEM სკოლები და სხვა პროექტები ემსახურება იდეას, რომ განათლება ყველასათვის თანაბარი და ხელმისაწვდომი უნდა იყოს. კინგსის ხედვაც იგივეა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ წარმატებისკენ ნაბიჯის გადადგმაც წარმატებაა, ოლიმპიადაში მონაწილეობა, ჯანსაღი კონკურენცია ბავშვებს სწავლის ენთუზიაზმსა და მოტივაციას აძლევს“
საქართველოს ბანკი sCool ბარათის მფლობელ კინგსელებს რამდენიმე განსაკუთრებულ პირობას სთავაზობს, მათ შორის, ფინალში გადასული მოსწავლეები 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ მონაწილეობის საფასურის გადახდისას.
საქართველოს ბანკი ფინალში მონაწილეობის საფასურს სრულიად უფინანსებს სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს. გარდა ამისა, კინგსის საგნობრივ ოლიმპიადებზე რეგისტრირებულ ყველა მოსწავლეს საჩუქრად გადაეცემა ლუპის პრემიუმ პაკეტი ერთი თვით. ლუპი მე-2-დან მე-9 კლასამდე მოსწავლეებისთვის ხელოვნურ ინტელექტზე შექმნილი პლატფორმაა, რომელიც მეცადინეობის პროცესს უფრო სახალისოსა და მარტივს ხდის. ლუპის გამოყენებით მოსწავლეებს შეუძლიათ მოემზადონ კინგსის საგნობრივი ტესტებისთვის. გარდა სამი ძირითადი საგნისა, ლუპის ტესტბანკები მოსწავლეებს აძლევს ცოდნას ლიტერატურის, შემეცნების, ფინანსური განათლების შესახებ. შემეცნებითი ტესტები კი მოიცავს 8 სხვადასხვა კატეგორიას, როგორებიცაა: მეცნიერება, ხელოვნება, სპორტი, მუსიკა, ლიტერატურა, გეოგრაფია, ისტორია.
კინგსის წლევანდელი სეზონი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. უკვე ჩატარდა მეორე ტური ქართულ ენასა და ინგლისურში. ორივე საგანში ერთად 54 ათასზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, რეგისტრირებული მოსწავლეების დაახლოებით 50% რეგიონებიდან არიან.
„თითქმის ყოველ წელს გვყავს გამარჯვებულები რეგიონებიდან, ეს სეზონიც არ არის გამონაკლისი. რეგიონის სკოლების ჩართულობა ოლიმპიადაში განსაკუთრებით გვახარებს. ოლიმპიადის მიზანიც ყველა მოსწავლის გაერთიანება და წახალისებაა.“
როგორც სოფო გვეუბნება, უკვე მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება და დაახლოებით 2 კვირაში მზად იქნება სრული რეიტინგული სიები. იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე მოსწავლეს ერთნაირი ქულა ექნება, ინიშნება სუპერფინალი, რომელიც კიდევ უფრო დაძაბული, საინტერესო და ამაღელვებელია ხოლმე.
უკვე ჩატარდა მათემატიკის ოლიმპიადის პირველი ტური, რომელშიც 30 000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მე-2 ფინალური ტური კი 17 დეკემბერს გაიმართება.
კინგსის სლოგანია: „დაიჯერე, რომ შეგიძლია“. როგორც კინგსის მარკეტინგის მენეჯერი ამბობს, ოლიმპიადაში მონაწილეობას სულაც არ სჭირდება განსაკუთრებული უნარები. კინგსი ორიენტირებულია არა შედეგსა და შეფასებაზე, არამედ პროცესზე:
„პირველი ტურის ტესტების დიდი ნაწილი სასკოლო მასალის მიხედვითაა შედგენილი, ყოველთვის ვცდილობთ, დავალებები იყოს საინტერესო და სააზროვნო. ტესტის შინაარსი და ფორმატი შეესაბამება ასაკსა და კლასს, მაგალითად, დაბალკლასელებისთვის ხშირად ვიყენებთ ილუსტრირებულ სავარჯიშოებს, რომ მოსწავლეებს ვიზუალური აღქმა განუვითარდეთ“.
თითოეული კლასის საგნობრივ კატეგორიაში სეზონის ბოლოს ყველა საკლასო კატეგორიაში სამი გამარჯვებული გამოვლინდება. დაახლოებით 90 გამარჯვებული კინგსის ჯადოსნურ ბანაკში გაემგზავრება. გარდა საგანმანათლებლო-ინტელექტუალური აქტივობებისა, კინგსის ბანაკი დაუვიწყარი თავგადასავალია, რომელიც ახალ საინტერესო მეგობრებს გაპოვნინებს და გაგხდის უფრო თავდაჯერებულს.
ასე რომ, არასდროს გაჩერდე და დაიჯერე, რომ შეგიძლია!
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026
ყოველი დიდი აღმოჩენა, წარმატებული პროექტი თუ ტექნოლოგიური გარღვევა ოდესღაც ერთი იდეით დაიწყო. თუმცა, იდეას სჭირდება სივრცე და რესურსები, რომ რეალობად იქცეს. სწორედ ასეთი გარემოს შექმნაა საქართველოს ბანკის იდეათეკის პროექტის მთავარი მიზანი, რომელიც საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ათასობით მოსწავლეს განვითარების ახალ შესაძლებლობებს აძლევს. იდეათეკების რუკას გორის №3 საჯარო სკოლა დაემატა – რიგით 27-ე საგანმანათლებლო სივრცე კიდევ 1140-ზე
2 წუთი წასაკითხად
19 თებ. 2026
აღმოაჩინეთ STEM სკოლის უნიკალური პროგრამა, რომელიც მოგამზადებთ მომავლის პროფესიებისთვის. გაიგეთ, როგორ მიმდინარეობს სწავლა ონლაინ და მიიღეთ საქართველოს ბანკის სტიპენდია.
2 წუთი წასაკითხად
18 თებ. 2026
სასკოლო სახელმძღვანელოში მოცემული ფორმულის პრაქტიკაში გაცოცხლება ის მომენტია, რომელიც მოსწავლეს აღმოაჩენინებს, რომ მეცნიერება მხოლოდ აბსტრაქტული ცნებების კრებული არ არის. სწორედ ამ ფილოსოფიაზეა დაფუძნებული STEM სკოლა, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს, დაინტერესებულ მოსწავლეებს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პრაქტიკული გამოყენების გზები აჩვენოს. პროექტი VII-XI კლასის მოსწავლეებს მთელი საქართველოდან აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ უნიკალურ
2 წუთი წასაკითხად
18 თებ. 2026
ციფრულ ეპოქაში უმცროს თაობასთან ეფექტური დიალოგის წამოწყება მათი ავტონომიის აღიარებითა და დამოუკიდებლობის ხელშეწყობით იწყება. ასე, მოზარდების სწრაფ ზრდასა და განვითარებასთან ფეხის აწყობაც უფრო მარტივი ხდება. sCool Card სწორედ ის ხელსაწყოა, რომელიც ამ პროცესში მშობელს ყველაზე მეტად დაეხმარება. sCool Card-ის გამოყენებით მოზარდს დამოუკიდებლად შეუძლია განკარგოს მისთვის გამოყოფილი ფული, დააგროვოს სქულები, ისარგებლოს შეთავაზებებით და შეაგროვოს თანხა. თუ
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026