Logo
ბლოგი
Time icon

4 წუთი წასაკითხად

5 ავტომატური სერვისი მობილბანკში, რომელიც შენ ნაცვლად იმუშავებს

დღეს ჩვენი ყოველდღიურობა საკმაოდ დატვირთულია − სამსახური, ოჯახი, მეგობრები, სწავლა თუ პირადი საქმეები… ამიტომ ხშირად გვრჩება შთაბეჭდილება, რომ დრო არასდროს გვყოფნის.

ამ ყველაფერს შესაძლოა ყოველდღიური ფინანსური ვალდებულებებიც დაემატოს. მაგალითად, კომუნალურების გადახდა, სესხები, გადარიცხვები და სხვა. თანხის დაგროვებაც არ უნდა დაგვავიწყდეს იმ სურვილებისთვის, რაც გვაქვს ან საინვესტიციო მიზნები, თუ, რა თქმა უნდა, ეს სფერო გაინტერესებს. მოკლედ, თითოეულ ჩამოთვლილ აქტივობას თავისი ყურადღება და, რაც მთავარია, დისციპლინა სჭირდება.

ალბათ არ გაგიკვირდება, თუ გეტყვით, რომ ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ ხელით ასრულებს ამ პროცესს. ანუ იცის, რომ სჭირდება მობილურით გადახდა, ამიტომ შედის აპლიკაციაში, იხსენებს გადახდის თარიღებს, ამოწმებს ბალანსს, ნახულობს ანგარიშის ნომრებს და ა.შ. ეს გვართმევს არა მხოლოდ დროს, არამედ ზრდის კონკრეტული შეცდომების რისკებსაც − შეიძლება დაგვავიწყდეს გადახდა, დაგვიანდეს ვალდებულება ან, უბრალოდ, ვერ მოვასწროთ გადარიცხვა.

სწორედ აქ არსებობს გამოსავალი, რასაც მობილბანკის ავტომატური დავალებები ჰქვია. ეს სერვისები გაძლევს შესაძლებლობას, მხოლოდ ერთჯერადად დააყენო საჭირო პარამეტრები და შემდეგ სისტემა თავად იზრუნებს შენს ფინანსურ დისციპლინაზე. მოდი, დეტალურად ვნახოთ 5 ყველაზე სასარგებლო ავტომატური სერვისი − გადახდა, გადარიცხვა, ინვესტიციების შეძენა, საკრედიტო შენატანის დაფარვა და ყულაბა − რაც მნიშვნელოვნად გაგიმარტივებს ყოველდღიურობას.

რა არის ავტომატური გადახდები და გადარიცხვები?

კომუნალურების გადახდა ონლაინ ყველაზე ხშირი და, ამავდროულად, დამღლელი პროცესია. თვეში ერთხელ უნდა გადაამოწმო ბალანსი, შეიყვანო მონაცემები და გადაიხადო სხვადასხვა სერვისი:

  • წყალი
  • დენი
  • გაზი
  • ინტერნეტის გადახდა

მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერს სახლიდან გაუსვლელად ასრულებ, მაინც საჭიროებს აქტიურ ჩართვას. ხშირად გვიწევს რეგულარული გადარიცხვებიც. მაგალითად, ოჯახის წევრის დახმარება, ქირის გადახდა, ან თუნდაც საქართველოს ბანკიდან სხვა ბანკში გადარიცხვა. ამ ყველაფრის ხელით კეთება კი შეიძლება დამღლელი იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს პერიოდულად მეორდება.

საქართველოს ბანკის ავტომატური გადახდები ამ პროცესებს სრულად ამარტივებს. ერთხელ აყენებ დავალებას და შემდეგ ბანკი თავად, ანუ შენ ნაცვლად, იხდის კომუნალურებს ან რიცხავს თანხას მითითებულ თარიღში. შესაბამისად, აღარ გიწევს ზედმეტი ფიქრი ან კონტროლი − ყველაფერი თავისით ხდება. ასევე, ეს პროცესი ამცირებს დაგვიანების ან დავიწყების რისკსაც და აღარ არის საჭირო კალენდარში ჩახედვა და შეხსენებები.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ავტომატური გადახდები და გადარიცხვები შესაძლებლობას გაძლევს, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, მარტივად შეასრულო ნებისმიერი ტრანზაქცია.

რაც მთავარია, ამ სერვისში საკომისიოს არ გადაიხდი, თუ S, M, L, ნაკრები გაქვს გააქტიურებული ან SOLO X, SOLO PREMIUM ან SOLO CLUB პაკეტი გაქვს. სხვა შემთხვევაში კი თვეში მხოლოდ 1 ლარის გადახდა მოგიწევს.

როგორ მუშაობს საკრედიტო შენატანის ავტომატური გადახდა?

საკრედიტო ბარათის გამოყენება კომფორტულია, მაგრამ მასთან ერთად მოდის პასუხისმგებლობაც − ყოველთვე საჭიროა მინიმალური გადასახადის დაფარვა, სხვა შემთხვევაში შეიძლება დაგერიცხოს ჯარიმა ან გაიზარდოს დავალიანება.

ავტომატური მინიმალური შენატანი სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს. შეგიძლია დააყენო დავალება, რომ ყოველთვე თავისით დაიფაროს მინიმალური თანხა შენი ბარათიდან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ დატვირთული დღეები გაქვს, რის გამოც უბრალოდ გავიწყდება გადახდა. თუმცა ერთი გამოტოვებული თარიღიც კი შეიძლება უარყოფითად აისახოს შენს საკრედიტო ისტორიაზე.

მობილბანკში ამ სერვისით სარგებლობა კიდევ უფრო ამარტივებს პროცესს − რამდენიმე წუთში ქმნი დავალებას და შემდეგ აღარ გიწევს ფიქრი.

რას ნიშნავს ავტომატური ინვესტიციები?

როგორც ზემოთ ვახსენეთ, თუ ინვესტიციები შენი ინტერესის სფეროა და გიფიქრია გამხდარიყავი ტესლას, გუგლის, ამაზონის, კოკა-კოლას ან, თუნდაც, სხვა წამყვანი კომპანიების აქციონერი, ინვესტიციების მოდული მობილბანკში სწორედ ამის შესაძლებლობას გაძლევს.

პროცესიც ძალიან მარტივია − ანგარიშს სულ რაღაც 2 წუთში ხსნი, იწყებ აქციების ყიდვა-გაყიდვას, იღებ სარგებელს და სხვადასხვა შესაძლებლობასაც იყენებ.

რადგან ავტომატურ სერვისებზე ვსაუბრობთ, მეტი სიმარტივისთვის ლიმიტური და ავტომატური დავალებების ფუნქციებსაც შემოგთავაზებთ, რაც ინვესტირების პროცესს შენთვის უფრო მოქნილს გახდის.

  • ლიმიტური დავალებით შეძლებ იყიდო ან გაყიდო აქცია სასურველ ფასად. როგორ მუშაობს? წინასწარ მიუთითებ, რა ფასად გინდა ყიდვა ან გაყიდვა და აირჩევ პერიოდსაც, თუ რა დროის განმავლობაში იყოს ეს დავალება აქტიური. მაქსიმალური ვადა კი 90 დღეა.
  • ავტომატური ყიდვის დახმარებით შეგიძლია შეარჩიო შენთვის სასურველი აქციის ყიდვის სიხშირე, რაც შეიძლება იყოს − ყოველთვე, ყოველკვირა ან ყოველდღე. პროცესშივე აირჩევ თანხასაც, თუ რა თანხის აქცია იყიდო ავტომატურად სასურველი პერიოდულობით და, თან, მიუთითებ საბანკო ანგარიშს, საიდანაც გსურს, რომ ეს ტრანზაქცია შესრულდეს ხოლმე.

რატომ არის ეს ყველაფერი საჭირო? პასუხი ძალიან მარტივია, ამერიკის საფონდო ბირჟები მხოლოდ კონკრეტულ საათებში იხსნება და ამ სერვისით, შეგიძლია ზედმეტი ძალისხმევა აირიდო.

როგორ გეხმარება ელექტრონული ყულაბა ავტომატურ დაგროვებაში?

როცა ყოველდღიურად ისედაც ბევრი ხარჯი გვაქვს, შესაძლოა დაგვავიწყდეს, დანაზოგისთვისაც გადავდოთ რამე. არადა, ყველას გვაქვს ჩვენი სურვილები და მიზნები.

შენი ყოველდღიურობის გასამარტივებლად ელექტრონული ყულაბა შეიქმნა − მარტივი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც გეხმარება დააგროვო მაშინაც კი, როცა ხარჯავ.

როგორ მუშაობს? ბარათით შესრულებულ ყოველ ტრანზაქციაზე შენ მიერ წინასწარარჩეული თანხა ყულაბაში ავტომატურად გადაირიცხება. აი, მაგალითად, ყულაბის ჩართვისას რამდენიმე თანხიდან აირჩევ ერთ-ერთს: 0.25, 0.5, 1, 2, 3, 4, 5 ან 10 ლარს (პირობითად, ავირჩიოთ 1 ლარი), შემდეგ შეასრულებ საბანკო ტრანზაქციებს − გადაიხდი ბარათით მაღაზიაში, გადარიცხავ თუ სხვ. და ანგარიშიდან ჩამოგეჭრება გადასახდელ თანხაზე 1 ლარით მეტი, რომელიც ყულაბაში აგესახება.

მაგალითით რომ ვთქვათ, თუ არჩეული გაქვს 1 ლარი და მაღაზიაში გადაიხდი 10 ლარს, ანგარიშიდან 11 ლარი ჩამოგეჭრება, 1 ლარი კი ყულაბაში გადაირიცხება.

ყულაბის უპირატესობა ისიც არის, რომ უფასოა. ანუ ყულაბის ანგარიშზე თანხის დაგროვება საკომისიოსა და მინიმალური შენატანის გარეშე შეგიძლია. ასევე საკომისიოს გარეშე გამოიყენებ დაგროვებულ თანხასაც, რომელიც 24/7 იქნება შენთვის ხელმისაწვდომი.

ასევე, რომ იცოდე, თუ ანაბარი გაქვს ან ახლა აპირებ გახსნას, ყულაბის აქტივაცია ამ შემთხვევაშიც მარტივად იქნება შესაძლებელი. უბრალოდ გაითვალისწინე, ყულაბა მხოლოდ საბავშვო, შეგროვებად და მოთხოვნამდე ანაბრებზე მიებმება.


დღეს, იმის ფონზე, რომ დრო განსაკუთრებით ძვირფასი რესურსია, მობილბანკის ავტომატური სერვისები რეალურად ცვლის ჩვენს ყოველდღიურობას.

შესაბამისად, კომუნალურების გადახდა, გადარიცხვები, დაგროვება და ინვესტირებაც კი შეიძლება გახდეს მარტივი, სწრაფი და შეუმჩნეველი პროცესი. თუ ერთხელ სწორად გამოიყენებ ამ სერვისებს, შემდეგ ისინი შენ ნაცვლად იმოქმედებენ. ასე კი მიიღებ ყველაზე მნიშვნელოვანს − მეტ თავისუფალ დროს, ნაკლებ სტრესსა და უკეთ ორგანიზებულ ფინანსებს.

გახსენი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის მობილბანკი და დააყენე ავტომატური დავალებები.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს