2 წუთი წასაკითხად
5 რჩევა, თუ როგორ შეხვდე ბავშვის გაჩენას მომზადებული
15 ივლ. 2024
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
მზად ხართ ბავშვისთვის? აღმოაჩინეთ 5 ფინანსური რჩევა: ბიუჯეტი, დანაზოგი, სარეზერვო ფონდი. უზრუნველყავით ოჯახის სტაბილურობა. შეხვდით ახალ ეტაპს მშვიდად!
15 ივლ. 2024
2 წუთი წასაკითხად
ბავშვის გაჩენა მშობლისთვის უდიდესი სიხარულია, თუმცა მას თან ახლავს პასუხისმგებლობა და სირთულეები. ყველაფრის მიუხედავად, წინასწარ სათანადოდ მომზადების შემთხვევაში, მარტივადაა შესაძლებელი გამოწვევების თავიდან არიდება და ბავშვის აღზრდის პროცესის გამარტივება.
დღეს იმ 5 საჭირო რჩევას გაგიზიარებთ, რომლებიც ბავშვის გაჩენამდე უნდა გაითვალისწინოთ, რათა ამ საპასუხისმგებლო მოვლენას ეკონომიკურად მომზადებულნი შეხვდეთ:
ბავშვის გაჩენამდე პირველი ნაბიჯი მშობლების შემოსავლების სრულად გაანალიზებაა. მნიშვნელოვანია გაიგოთ, რა მოცულობის თანხა შემოდის თქვენს ოჯახში ყოველთვიურად. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ ბიუჯეტის შედგენასა და ხარჯების გაკონტროლებაში. დაიანგარიშეთ თქვენი შემოსავლის წყაროები, მათ შორის: ხელფასები, ბონუსები, დამატებითი შემოსავლები, დივიდენდები, იჯარა და სხვა. ეს დაგეხმარებათ დაგეგმოთ და გაანალიზოთ, რამდენი თანხა შეგიძლიათ დახარჯოთ ბავშვის მოვლაზე და სხვა ოჯახურ საჭიროებებზე.
შემოსავლების განსაზღვრის შემდეგ, მომდევნო ნაბიჯი ბიუჯეტის შედგენაა. ბიუჯეტის განსაზღვრა ხარჯების მართვაში და იმის გაგებაში დაგეხმარებათ, თუ სად იხარჯება თქვენი რესურსები. განსაზღვრეთ ბიუჯეტი, სადაც გაითვალისწინებთ თქვენი ოჯახის ყველა ძირითად ხარჯს, იქნება ეს: საცხოვრებელი, კომუნალური მომსახურება, საკვები, ტანსაცმელი, ტრანსპორტი, დაზღვევა და სხვა. გახსოვდეთ, რომ ბიუჯეტის დაცვა და ხარჯების კონტროლი ფინანსური სტაბილურობის საწინდარია.
ბავშვის მოვლა დამატებით ხარჯებს მოითხოვს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამისთვის სპეციალური ბიუჯეტი განსაზღვროთ. ეს ბიუჯეტი მოიცავს ყველა ძირითად ხარჯს, რომელიც ბავშვის მოვლასთან არის დაკავშირებული. გაითვალისწინეთ საკვები, ტანსაცმელი, საფენები, საცვლები, მედიკამენტები, სათამაშოები და სხვა საჭიროებები. ასევე, განსაზღვრეთ ხარჯები, რომლებიც ბავშვის გაჩენასთან არის დაკავშირებული, როგორიცაა: მშობიარობის ხარჯები, მედიკამენტები და მკურნალობა.
ბავშვის ფინანსური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, რომ ხარჯები გრძელვადიან პერსპექტივაშიც განსაზღვროთ, რაც როგორც დაზოგვაში, ასევე დოვლათის შექმნაში დაგეხმარებათ. საბავშვო ანაბრის საშუალებით შეგიძლიათ, ბავშვის სრულწლოვანებამდე დააგროვოთ თანხა და შვილისთვის უკეთესი ფინანსური მომავალი უზრუნველყოთ. ამ გზით დაგროვილი თანხა შეიძლება შვილის განათლებას, დასვენებას ან ისეთი დიდი აქტივის შეძენას მოხმარდეს, როგორიც ავტომობილი ან უძრავი ქონებაა.
ზოგჯერ ცხოვრებაში ხდება გაუთვალისწინებელი მოვლენები, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მზად იყოთ ასეთი ხარჯებისთვის. შექმენით სარეზერვო ფონდი, რომელიც ასეთ სიტუაციებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. მაგალითად, თუ მოულოდნელად დაგჭირდებათ სამედიცინო დახმარება ან საყოფაცხოვრებო პრობლემა შეგექმნებათ, სარეზერვო ფონდი სწორედ ასეთ ვითარებაში დაგეხმარებათ და უსიამოვნებას თავიდან აგარიდებთ. უმჯობესია, გადადებული თანხა მოთხოვნამდე ანაბარზე შეინახოთ, რათა ის მაქსიმალურად დაცული და თან ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი იყოს.
საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოჯახის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ბავშვის გასაჩენად აუცილებელია წინასწარ მომზადება, რაც შესაბამისი ბიუჯეტის განსაზღვრას, ხარჯების გაანალიზებას და საინვესტიციო პორტფელის შექმნას მოიცავს. იმედი გვაქვს, ზემოხსენებული რჩევების გათვალისწინება ამ საპასუხისმგებლო მისიისთვის სათანადოდ მომზადებაში დაგეხმარებათ.
2 წუთი წასაკითხად
20 ოქტ. 2026
როგორ დავიზღვიოთ თავი უძრავი ქონების შეძენისას? გაიგეთ, რა უპირატესობა აქვს ესქრო ანგარიშს, როგორ მუშაობს ის და რატომ იცავს თქვენს თანხას ნებისმიერი რისკისგან.
1 წუთი წასაკითხად
7 ოქტ. 2026
გაიგე, როგორ აუხდინა მობილბანკის გათამაშებამ მასწავლებელ დავით კორძახიას ოცნება. მთავარი პრიზის გარდა, გათამაშების ფარგლებში კიდევ ორი დიდი ფულადი ჯილდო გაიცა
2 წუთი წასაკითხად
2 ოქტ. 2026
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის SUPER ნაკრები: გაორმაგებული PLUS ქულები, უკეთესი სავალუტო კურსი და გადარიცხვები საკომისიოს გარეშე
2 წუთი წასაკითხად
26 აგვ. 2026
გაიგე, როგორ აირიდო ზედმეტი კონვერტაციის ხარჯი და გადაცვალო დოლარი ან ევრო სტანდარტულზე უკეთესი კურსით მობილბანკში. გააქტიურე საბანკო ნაკრები და დაზოგე თანხა
1 წუთი წასაკითხად
7 ოქტ. 2026
2 წუთი წასაკითხად
26 აგვ. 2026