2 წუთი წასაკითხად
როგორ გადავრიცხოთ თანხა მობილურის ნომრით და მოვითხოვოთ ბმულით
6 ოქტ. 2024
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
მობილბანკით ფულის გაგზავნა და მიღება ძალიან მარტივია. აქ ნახავ ყველა გზას, რომელიც შეიძლება დაგჭირდეს.
როგორ გადარიცხო თანხა საქართველოს ბანკის მომხმარებელთან?
თუ ადრესატი საქართველოს ბანკის მომხმარებელია, ყველაფერი ძალიან მარტივადაა:
- ტრანზაქციებში აირჩიე „სხვასთან გადარიცხვა“ და მონიშნე „სტანდარტული“.
- შეიყვანე მიმღების მობილურის ნომერი, პირადი ნომერი, ანგარიშის ნომერი ან სახელი. კონტაქტებიდან არჩევაც შეგიძლია.
როგორ გადარიცხო თანხა ნებისმიერ სხვა ბანკში?
სერვისი ეგრევე 24/7 საშუალებას გაძლევს, თანხა ნებისმიერი ქართული ბანკის ანგარიშზე მომენტალურად გაგზავნო, კვირის ნებისმიერ დღეს და დროს.
- ტრანზაქციებში აირჩიე „სხვასთან გადარიცხვა“ და შემდეგ „ეგრევე 24/7“.
- მიუთითე მიმღების მობილურის ნომერი ან სახელი კონტაქტებიდან.
აქ ორი ვარიანტია:
- ბაზისბანკსა და კრედო ბანკში გადარიცხვისას თანხა ადრესატის ანგარიშზე პირდაპირ დაჯდება (მუშაობს ლარში, დოლარსა და ევროში).
- სხვა ბანკების შემთხვევაში მიმღები მიიღებს SMS-ბმულს და თავად აირჩევს, რომელ ბარათზე ჩაირიცხოს თანხა (მხოლოდ ლარში).
გაითვალისწინე: ბმულით გადარიცხვისას ადრესატს თანხის მისაღებად 1 საათი აქვს. თუ ამ დროში არ აიღებს, გადარიცხვა გაუქმდება და თანხა, საკომისიოსთან ერთად, სრულად დაგიბრუნდება.
როგორ მოითხოვო თანხა ბმულით?
ეს ფუნქცია გამოგადგება მაშინ, როცა თანხის მიღება გინდა ნებისმიერი ბანკის მომხმარებლისგან, მაგალითად, თუ მეგობრები საჩუქრისთვის ფულს აგროვებთ.
- შედი ტრანზაქციებში და დააჭირე ღილაკს „თანხის მოთხოვნა“.
- აირჩიე „ბმულით მოთხოვნა“ და შექმენი შენი უნიკალური ბმული.
- გაუგზავნე ეს ბმული ვისაც გინდა – ის თანხას მარტივად გადმოგირიცხავს.
ყველა ამ სერვისით სარგებლობისთვის მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის მობილბანკი დაგჭირდება.
საკუთარ ბარათებს შორის გადარიცხვა
ხშირად გვიწევს თანხის გადატანა საკუთარ ანგარიშებს შორის სხვადასხვა ბანკში. ფუნქციონალი სხვა ბანკიდან სწორედ ამისთვისაა შექმნილი. ის საშუალებას გაძლევს, მომენტალურად გადმოიტანო თანხა სხვა ბანკის ბარათიდან საქართველოს ბანკის ანგარიშზე ან პირიქით.
ეს სერვისი მუშაობს არა მხოლოდ ქართულ, არამედ ათობით უცხოური ქვეყნის ბანკის ბარათზეც, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვინც საერთაშორისო ტრანზაქციებს ასრულებს. პროცესის გასამარტივებლად, შეგიძლია Apple/Google Wallet-ში დამატებული ბარათებიც გამოიყენო.
კიდევ რა უნდა იცოდე
- SOLO/WM პაკეტებისა და M/L ნაკრებების მფლობელები ლარში გადარიცხვის ოპერაციებს საკომისიოს გარეშე ასრულებენ
- თანხის მომენტალურად გადმოტანა საქართველოს ბანკის საკრედიტო ან ბიზნეს ბარათებზე შეზღუდულია