Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

5 მიზეზი, რატომ უყვართ ბავშვებს sCoolApp ტრივია

გაინტერესებს, რა ხდება საინტერესო sCoolApp-ში და რას თამაშობენ სკოლის მოსწავლეები აპლიკაციაში ასე მონდომებით? ეს საქართველოს ბანკის ტრივიაა, შემეცნებით-გასართობი თამაში, რომელიც ერთდროულად არის ძალიან სახალისო, საგანმანათლებლო და მომგებიანიც. ტრივიას სამყარომ სკოლის მოსწავლეების სიყვარული ძალიან მალე დაიმსახურა. ამ ბლოგში კი მისი პოპულარობის 5 მიზეზს მიმოვიხილავთ.

#1 დამაფიქრებელი კითხვები

ჩვენი ტრივია იმ თემებზეა აგებული, რომლებიც მოზარდების ყოველდღიურობას განსაკუთრებულს ხდის – იქნება ეს სუპერგმირები, პოპ-კულტურა, კინო თუ მუსიკა. თუმცა, პასუხის გასაცემად მხოლოდ ზედაპირული ცოდნა არ კმარა, აქ მთავარი იარაღი დაკვირვება და ლოგიკური აზროვნებაა.

კითხვების სიღრმესა და კომპლექსურობაზე მწერალმა მინდია არაბულმა და „რა? სად? როდის?”-ის მონაწილეებმა – ბექა ხოჯავამ და პანტე სოხაძემ იზრუნეს.

საინტერესო თემატიკისა და სიღრმისეული კითხვების წყალობით, ტრივია ისეთი თამაშია, სადაც ბავშვი არა მხოლოდ ერთობა, არამედ აზროვნებას ავარჯიშებს და კომპლექსური ამოცანების ამოხსნას სწავლობს.

#2 სწავლის ძირიც ტკბილია და კენწეროც

ტრივიაში სწავლის ძირიც ტკბილია, მაგრამ კენწერო განსაკუთრებით. მოსწავლეები სწორად გაცემულ კითხვებზე ვარსკვლავებს აგროვებენ, გადადიან შემდეგ ეტაპზე და მონეტებს იღებენ. მონეტების გადაცვლა კი განჯინას საჩუქრებში შეუძლიათ.

საჩუქრები სხვადასხვაა: VELI.store-ის ვაუჩერები, სქულები sCool Card-ზე და სხვადასხვა ავატარი აპლიკაციაში.

#3 მეგობრებთან ერთად უფრო სახალისოა

მიუხედავად იმისა, რომ კითხვებზე პასუხის გაცემა თამაშის მონაწილეს მარტო უწევს, ტრივია მაინც სოციალური აქტივობაა. მოთამაშეს შეუძლია, მოიწვიოს შეჯიბრში მეგობრები და შედეგად 5 მონეტით დასაჩუქრდეს, სხვებს ცოდნაში შეეჯიბროს და დააგროვოს რეიტინგი მეგობრების ლიდერების დაფაზე.

#4 თამაში საინტერესოა

ტრივია ძალიან საინტერესოა – თამაშში უნდა დააგროვო ვარსკვლავები/მონეტები და სისტემატური მონაწილეობით შეინარჩუნო „უწყვეტი ცეცხლი”. ეს ფუნქცია თამაშის მონაწილეს სასარგებლო ჩვევებს და ცოდნის მიღების თანმიმდევრულ, განგრძობით რიტუალს ჩამოუყალიბებს.

#5 გმირები ქართული ზღაპრებიდან

თამაშში შეხვდები დავიწყებულ და ამასთან, ძალიან საყვარელ გმირებს ქართული ზღაპრებიდან. გლობალური სუპერგმირების ეპოქაში დევისა და ფასკუნჯის ახალი სიცოცხლე ტრივიას განსაკუთრებულ ქართულ ხასიათს სძენს, გარემოს კი მოთამაშისთვის კულტურულად უფრო ახლობელსა და გასაგებს ხდის.

sCoolApp-ის ტრივია არის თამაში, რომელიც ერთნაირად ძვირფასია როგორც ბავშვისთვის, რომელსაც თავგადასავლები სწყურია, ისე მშობლისთვის, რომლისთვისაც შვილის განვითარება უმთავრესია. სრული სიმშვიდისთვის, აპლიკაცია მართვის სადავეებს მშობლის ხელში ტოვებს, რათა სურვილის შემთხვევაში მან თავად განსაზღვროს და მართოს ბავშვის წვდომა თამაშზე.

გადმოწერეთ sCoolApp, ჩაერთეთ თამაშში და მიეცით ბავშვებს შანსი, რომ ცოდნა რეალურ, ხელშესახებ გამარჯვებად აქციონ!

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს