Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

როგორ მოიგოს შენმა შვილმა პარიზის საგზური | ტრივიას ახალი სეზონი sCoolApp-ში

ტრივიას ახალი სეზონი იწყება და ამჯერად ბავშვებს მეგობრებთან ერთად, გუნდურად თამაში შეუძლიათ. გამარჯვებული გუნდის თითოეული წევრი კი მშობელთან ერთად პარიზში გაემგზავრება.

გუნდების რეგისტრაცია 4 ნოემბერს დაიწყო, ორ კვირაში კი კითხვები დაემატება და თამაშიც დაიწყება. სეზონი რამდენიმე თვე გაგრძელდება.

რა არის ტრივია და ვისთვისაა?

ტრივია საქართველოს ბანკის sCoolApp-ის შემეცნებით-გასართობი თამაშია მოსწავლეებისთვის. ბავშვები სხვადასხვა კატეგორიის კითხვებს პასუხობენ, აგროვებენ ქულებს და მონეტებს და თანატოლებს ეჯიბრებიან. ახალ სეზონში ისინი 3-კაციან გუნდებში ერთიანდებიან და ყოველდღიურ მისიებს ასრულებენ.

როგორ ჩაერთოს შენი შვილი და შეკრიბოს გუნდი?

ტრივია sCoolApp-ის მთავარი გვერდიდან, ბანერით ან ღილაკით იხსნება, სათამაშოდ კი აპლიკაციის უახლესი ვერსიაა საჭირო.

  • გუნდს ერთი მოთამაშე ქმნის
  • არქმევს სახელს და მისი ლიდერი ხდება
  • მეგობრები 4-სიმბოლოიანი კოდით უერთდებიან
  • მოთხოვნას ლიდერი ადასტურებს

ასაკში დიდი სხვაობის შემთხვევაში ბავშვები ერთ გუნდში ვერ გაერთიანდებიან. სრულ გუნდს სისტემა ავტომატურად ანიჭებს სამიდან ერთ ასაკობრივ ლიგას, რომელსაც საკუთარი ლიდერბორდი აქვს. თუ ბავშვი გუნდის გარეშე ჩაერთვება, მონეტების დაგროვებას და საჩუქრების შეძენას შეძლებს, მაგრამ ფინალისკენ გზა მხოლოდ გუნდისთვის არის ღია. 

როგორი კითხვები დახვდებათ ბავშვებს?

კითხვები მოიცავს:

  • ფინანსურ განათლებას
  • პოპ-კულტურას
  • სპორტს
  • მეცნიერებას

კატეგორიას ბავშვი თავად ირჩევს, კითხვის სირთულეს კი თანატოლები განსაზღვრავენ: რაც უფრო ნაკლები ბავშვი პასუხობს სწორად მის ასაკობრივ ლიგაში, მით რთულად ითვლება კითხვა.

როგორ მიმდინარეობს თამაში?

თამაში მისიებისგან შედგება:

  • მისიაში 3 კატეგორიაა: თითოეული წევრი ერთს ირჩევს და მის 5 კითხვას პასუხობს
  • მისია 24 საათი გრძელდება
  • გუნდს დღეში 5 მისიამდე შეუძლია დაიწყოს

სწორ პასუხზე ქულა ემატება, არასწორზე ან დროის ამოწურვისას აკლდება. რამდენი, კითხვის თავზევე წერია: ეს სირთულეზე, სეზონის კვირასა და დამატებით ენერგიაზეა დამოკიდებული. პასუხისთვის ბავშვს, ასაკის მიხედვით, 20-დან 40 წამამდე აქვს, გუნდის ქულა კი წევრების ქულების ჯამია.

ყოველ ახალ კვირას ქულები იზრდება, ამიტომ გვიან შემოსულ მოთამაშესაც აქვს დაწევის შანსი. ამაში დამატებითი ენერგიაც ეხმარება: ის ერთვება მას, ვისაც სხვებზე ნაკლები მისია აქვს ნათამაშები, და ზრდის როგორც მოსაგებ, ისე დასაკარგ ქულებს.

როგორ მოიგოს გუნდმა საგზური?

საკმარისი ქულების დაგროვების მერე გუნდები ნახევარფინალში გადადიან, სადაც წინასწარ დათქმულ დროს სამივე წევრი ერთად თამაშობს. ფინალი არ გაჩერდე-ს YouTube არხზე გაიმართება და მასში თითოეული ასაკობრივი ლიგიდან 2 გუნდი მოხვდება.

მთავარი პრიზი არის საგზური პარიზში. გამარჯვებული გუნდის თითოეული წევრი ორ ბილეთს მიიღებს: საკუთარს და მშობლისთვის.

სუპერპრიზის გარდა, საჩუქრები მარკეტშიც დახვდებათ. მონეტებს ბავშვი უწყვეტი ცეცხლით აგროვებს: ყოველ დღეს, როცა ერთ მისიას მაინც შეასრულებს, მონეტებს იღებს, ყოველ მე-7 დღეს კი მეტს. მონეტები პარტნიორი კომპანიების საჩუქრებში, ძირითადად ვაუჩერებში იცვლება, საჩუქრების სია კი მალე გამოჩნდება.

როგორ დაუჭირო შვილს მხარი?

ყოველდღიური მისიები სწავლას ჩვევად აქცევს, გუნდი კი ბავშვს თანამშრომლობას აჩვევს. დაეხმარე შვილს გუნდის შეკრებაში, დაინტერესდი, რა ახალი გაიგო, და შეახსენე, რომ ცეცხლი არ ჩააქროს. თუ მისი გუნდი გაიმარჯვებს, პარიზში ერთად იმოგზაურებთ.

რეგისტრაცია უკვე დაიწყო: გადმოწერე sCoolApp და მიეცი შვილს შანსი, ცოდნა ნამდვილ თავგადასავლად აქციოს.

გადმოწერე sCoolApp

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს