4 წუთი წასაკითხად
STEM ოლიმპიადა: სრული გზამკვლევი პროექტის მენეჯერთან
16 ნოე. 2023
4 წუთი წასაკითხად
4 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM ოლიმპიადა: პროექტის მენეჯერი გიამბობთ, როგორ მიიღოთ მონაწილეობა და რა უნიკალურ შესაძლებლობებს გაძლევთ.
16 ნოე. 2023
4 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკი კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით ახალ პროექტს იწყებს – საქართველოში პირველად ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადა ჩატარდება. ოლიმპიადა მოსწავლეებში STEM მეცნიერებებისა და მომავლის პროფესიების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. პროექტში მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები სკოლის სახელით იასპარეზებენ, მონაწილეობის შესაძლებლობა კი სხვადასხვა რეგიონის ნებისმიერ სკოლას ექნება.
პროექტის მენეჯერმა, კომაროვის სკოლის ფიზიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი ლომიძემ, ინტერვიუში დეტალურად ისაუბრა ოლიმპიადის მნიშვნელობისა და შინაარსის შესახებ, ხოლო მომავალ კონკურსანტებს რჩევებიც გაუზიარა:
საქართველოს სკოლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია STEM განათლების მიმართულებით ხელშეწყობა და სასკოლო საზოგადოების (მოსწავლე, მასწავლებელი) მოტივაციის ამაღლება. მსგავსი ოლიმპიადა კი, რომელიც თავისი მასშტაბითაც და რიგითაც პირველად ტარდება, ხელს შეუწყობს მოსწავლეებისა და მასწავლებლების ინტერესის ზრდას STEM განათლების მიმართულებით. ზოგადად კონკურსები, ოლიმპიადები, ტურნირები მიიჩნევა განათლებისთვის გარე მოტივატორად, რაც მოსწავლეებს შინაგან მოტივაციასაც უჩენს უკეთესი სწავლისთვის. STEM ოლიმპიადა, რომელიც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი ორგანიზებით წელს პირველად ტარდება არ არის მხოლოდ კონკურსი, იგი შეიცავს საგანმანათლებლო აქტივობებსაც – ოლიმპიადის მონაწილე გუნდებს პირველ ტურამდე ჯამში 15 კონსულტაცია ჩაუტარდებათ, ფინალისტ გუნდებს კი – 30 კონსულტაცია. აქედან გამომდინარე, ოლიმპიადაში მონაწილე გუნდებისთვის ეს იქნება დიდი გამოცდილება, რაც მომავალში STEM განათლების განვითარების მიმართულებით სკოლებში დიდ „ნაპერწკალს“ გააღვივებს.
მინდა გითხრათ, რომ არც ფიზიკა – მათემატიკურ სკოლებს დავწყვიტეთ გული და ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფის გადაწყვეტილებით, ამ სკოლებისთვის ოლიმპიადაზე ფაქტობრივად ცალკე კონკურსი იქნება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ოლიმპიადაზე გვექნება ორი კონკურსი:
პირველი – სადაც ყველა სკოლა (გარდა ფიზიკა – მათემატიკური სკოლებისა) ერთმანეთს გაუწევს კონკურენციას და იბრძოლებს მთავარი პრიზისთვის; მეორე – სადაც ფიზიკა – მათემატიკური სკოლები გაუწევენ კონკურენციას მხოლოდ ერთმანეთს და იბრძოლებენ სპეციალური პრიზისთვის.
მიზეზი იმისა, რომ ფიზიკა – მათემატიკური სკოლები დანარჩენ სკოლებთან კონკურენციაში ვერ შევლენ არის ის, რომ მოსწავლეები იქნებიან არათანაბარ პირობებში. ჩვენი მიზანი კი საქართველოს მასშტაბით ყველა მოსწავლისთვის შანსის მიცემაა, რომ გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები STEM – ის მიმართულებით. ახლა, საბოლოოდ ისეთი სიტუაცია გვაქვს, რომ საქართველოს მასშტაბით უკლებლივ ყველა სკოლას შეუძლია STEM ოლიმპიადაში მიიღოს მონაწილეობა.
პირველ რიგში იმიტომ, რომ STEM ოლიმპიადის მსგავსი საქართველოში არ ჩატარებულა და ეს იქნება ახალი გამოწვევა. ფიზიკა – მათემატიკური სკოლის მოსწავლეებს ბევრ სხვადასხვა ოლიმპიადაზე აქვთ მონაწილეობა მიღებული, თუმცა ოლიმპიადები ამ სფეროში არის ან მხოლოდ თეორიული სტილის (რომელშიც ცალკეულ საგნებში ამოცანების ამოხსნა უწევთ მოსწავლეებს), ან ექსპერიმენტული (რომელშიც მოსწავლეები მენტორთან ერთად მუშაობენ საბოლოო შედეგის მიღებაზე). STEM ოლიმპიადაზე მენტორს დიდი როლი აქვს, იგი წარმართავს გუნდის მომზადების პროცესს, მაგრამ უშუალოდ ფინალურ ეტაპზე ცოდნის დადასტურება მხოლოდ მოსწავლეებს მოუწევთ და დავალებების შესრულებაში მათ მენტორი ვეღარ დაეხმარება. ამ დროს კი მოსწავლეები STEM სფეროებში მიღებული ცოდნის გარდა ავლენენ კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობის, გუნდური მუშაობის, გადაწყვეტილებების მიღებისა და სხვა უნარებს.
STEM ოლიმპიადაზე გუნდის მენტორობა მასწავლებლებისთვის ნიშნავს დიდ გამოცდილებას. გარდა იმისა, რომ მენტორი ურთიერთობს საკუთარ მოსწავლეებთან და წარმართავს მათი მომზადების პროცესს, გუნდის ხელმძღვანელებს საშუალება ექნებათ კონსულტაციები გაიარონ კომაროვის სკოლის ისეთ პროფესიონალებთან, რომლებსაც ფიზიკის, მათემატიკისა და ინფორმატიკის მიმართულებით საქართველოს ნაკრების წევრების მასწავლებლობის დიდი გამოცდილება აქვთ. ამის გარდა, ფინალში გადასული გუნდების მენტორებს ჩაუტარდებათ 3-თვიანი კონსულტაციების სერია ელექტროინჟინერიის მიმართულებით, arduino-ს დაპროგრამებასა და მისი საშუალებით პროექტების შექმნის მიმართულებით. კონსულტაციებს კი ჩაატარებენ საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის კიდევ ერთი პროექტის „STEM სკოლის“ პროფესიონალი ექსპერტები. საბოლოოდ, ყველა მენტორი მიიღებს დიდ სტიმულსა და გამოცდილებას, რომ მომავალში წარმატებით განაგრძოს STEM სწავლება საკუთარ სკოლებში, ხოლო გამარჯვებული გუნდის მენტორი მიიღებს საჩუქარს საქართველოს ბანკისგან – გუნდთან ერთად გაემგზავრება სასწავლო ექსკურსიაზე ჟენევაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში, CERN-ის ამაჩქარებელზე.
ოდესღაც ყველაფერს პირველად ვაკეთებთ, ამიტომ თუ აქამდე ოლიმპიადებში მონაწილეობა არ მიგვიღია, არ ნიშნავს, რომ ამან უნდა დაგვაბრკოლოს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, STEM ოლიმპიადა შეიცავს სასწავლო კომპონენტსაც – თან სწავლობ, თან კონკურსში მონაწილეობ. STEM ოლიმპიადაში მონაწილეობა სკოლებისთვის არის შანსი გამოჩნდნენ ასპარეზზე, შეიძინონ გამოცდილება და გამარჯვების შემთხვევაში მიიღონ საქართველოს ბანკის პრიზი – სკოლაში მულტიფუნქციური სივრცე STEM აქტივობების წარსამართად.
პირველ რიგში, ალბათ, იმიტომ, რომ 21-ე საუკუნე ითვლება ტექნოლოგიების ეპოქად. STEM სწავლების სკოლებში შემოტანის იდეა კი დაკავშირებულია სწორედ იმასთან, რომ ადამიანი მოსწავლეობიდანვე მზად იყოს 21-ე საუკუნის კონკურენციისთვის, ისწავლოს როგორც ტექნოლოგიების გამოყენება, ასევე მათი შექმნა. მოსწავლეობიდანვე ჩაუყაროს საფუძველი მულტიფუნქციურ განათლებას, რაც მომავალი პროფესიების ფართო არჩევანს უხსნის გზას.
STEM ოლიმპიადა მოსწავლეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ, განვითარდნენ და გამოცადონ თავიანთი ძალები. პროექტში, ფაქტობრივად, მთელი სკოლა იქნება ჩართული, რადგან უნიკალურ გამოცდილებას მიიღებენ თითოეული სკოლის მასწავლებლებიც. ასე რომ, ყველა სკოლამ უნდა გამოიყენოს შანსი და შექმნას გუნდი, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის. თეორიული ეტაპისთვის სამეცადინო პროგრამები უკვე განთავსებულია სარეგისტრაციო ვებგვერდზე. პრაქტიკული გამოცდილების მიუხედავად, ნებისმიერი სხარტი და შრომისმოყვარე მოსწავლე შეძლებს საუკეთესოდ მოემზადოს სკოლის წარსადგენად. ოლიმპიადაზე გუნდების რეგისტრაცია 3 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ოლიმპიადაზე კიდევ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ. გუნდების დაკომპლექტების ინსტრუქციას კი – აქ.
რეგისტრაცია შეგიძლიათ ამ ბმულზე
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026
ყოველი დიდი აღმოჩენა, წარმატებული პროექტი თუ ტექნოლოგიური გარღვევა ოდესღაც ერთი იდეით დაიწყო. თუმცა, იდეას სჭირდება სივრცე და რესურსები, რომ რეალობად იქცეს. სწორედ ასეთი გარემოს შექმნაა საქართველოს ბანკის იდეათეკის პროექტის მთავარი მიზანი, რომელიც საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ათასობით მოსწავლეს განვითარების ახალ შესაძლებლობებს აძლევს. იდეათეკების რუკას გორის №3 საჯარო სკოლა დაემატა – რიგით 27-ე საგანმანათლებლო სივრცე კიდევ 1140-ზე
2 წუთი წასაკითხად
19 თებ. 2026
აღმოაჩინეთ STEM სკოლის უნიკალური პროგრამა, რომელიც მოგამზადებთ მომავლის პროფესიებისთვის. გაიგეთ, როგორ მიმდინარეობს სწავლა ონლაინ და მიიღეთ საქართველოს ბანკის სტიპენდია.
2 წუთი წასაკითხად
18 თებ. 2026
სასკოლო სახელმძღვანელოში მოცემული ფორმულის პრაქტიკაში გაცოცხლება ის მომენტია, რომელიც მოსწავლეს აღმოაჩენინებს, რომ მეცნიერება მხოლოდ აბსტრაქტული ცნებების კრებული არ არის. სწორედ ამ ფილოსოფიაზეა დაფუძნებული STEM სკოლა, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს, დაინტერესებულ მოსწავლეებს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პრაქტიკული გამოყენების გზები აჩვენოს. პროექტი VII-XI კლასის მოსწავლეებს მთელი საქართველოდან აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ უნიკალურ
2 წუთი წასაკითხად
18 თებ. 2026
ციფრულ ეპოქაში უმცროს თაობასთან ეფექტური დიალოგის წამოწყება მათი ავტონომიის აღიარებითა და დამოუკიდებლობის ხელშეწყობით იწყება. ასე, მოზარდების სწრაფ ზრდასა და განვითარებასთან ფეხის აწყობაც უფრო მარტივი ხდება. sCool Card სწორედ ის ხელსაწყოა, რომელიც ამ პროცესში მშობელს ყველაზე მეტად დაეხმარება. sCool Card-ის გამოყენებით მოზარდს დამოუკიდებლად შეუძლია განკარგოს მისთვის გამოყოფილი ფული, დააგროვოს სქულები, ისარგებლოს შეთავაზებებით და შეაგროვოს თანხა. თუ
1 წუთი წასაკითხად
1 აპრ. 2026