“დიდ ბრიტანეთში, ედინბურგის უნივერსიტეტში ოპერაციათა კვლევა ვისწავლე. ეს დარგი საქართველოში არ არსებობს. სწორედ ამიტომ, დაბრუნების შემდეგ, ოპერაციათა კვლევის ინსტიტუტი შევქმენი, რომელიც სხვადასხვა უწყებებს კონსულტაციას უწევს”, – ამბობს ჩივინინგის პროგრამის გამარჯვებული ლევან ფავლენიშვილი.
საქართველოს ბანკის სტიპენდია Chevening-ის პროგრამის ფარგლებში ისეთი ცოდნის დაუფლების საშუალებას იძლევა, რომლითაც შეგიძლიათ, საქართველოში მთელი რიგი მიმართულებით ინოვატორებიც კი იყოთ.
Chevening დიდი ბრიტანეთის მთავრობის საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელთანაც საქართველოს ბანკი 10 წელია პარტნიორობს და უკვე 26 სტუდენტს დაუფინანსა სწავლა სრულად. ლევან ფავლენიშვილი სწორედ ამ პროგრამის სტიპენდიატია. როგორც თავად ამბობს, რომ არა ეს სასტიპენდიო პროგრამა, ცოდნას, რომელიც ბრიტანეთში შეიძინა, სხვანაირად ვერ მიიღებდა.
“ლექტორები, რომლებიც მასწავლიდნენ, თავიანთ სფეროში წამყვანი მეცნიერები არიან. მსგავსი გამოცდილება აქ ვერ მექნებოდა. იმ ერთ წელს ვერ დავხარჯავდი უფრო პროდუქტიულად და სხვა ვერანაირი პროგრამით ვერ ვისწავლიდი უფრო მეტს.
იქ ლექტორები გაფასებენ როგორც კოლეგას, შესაბამისად, მოთხოვნაც მეტია და სწავლების ხარისხიც. ეს გარდა ცოდნისა, გაძლევს დამოუკიდებლად მუშაობის უნარებს”.
ლევანი იხსენებს, რომ ორი წლის წინ, როცა ედინბურგში გაემგზავრა, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია იყო. ამიტომ პროგრამის ერთი ნაწილი ონლაინ გაიარა. მიუხედავად ამისა, ორგანიზებული იყო შეხვედრები ღია ცის ქვეშ, რათა სტუდენტებს ერთმანეთი გაეცნოთ. მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა ვაქცინაცია დაასრულა, სტუდენტებმა სწავლა უნივერსიტეტის შენობაში გააგრძელეს.
“მიუხედავად კორონავირუსით შექმნილი დაბრკოლებებისა, გარკვეულწილად უნიკალურიც იყო ეს გამოცდილება. მაგალითად ედინბურგის ცენტრში როიალ მაილზე, ყველაზე ტურისტულ ადგილას დავდიოდი და არავინ იყო ჩემ გარდა, ამიტომ საშუალება მომეცა, კარგად დამეთვალიერებინა. რაც შეეხება სწავლების ნაწილს, უნივერსიტეტს ჰქონდა პირადი დამხმარის სერვისი. ეს ადამიანები ბევრ რამეში გეხმარებიან და პროცესებს გიმარტივებენ”.
ლევანიგანათლებითეკონომისტია. ამბობს, რომიმერთწელშიახალპროფესიასდაეუფლადაყველაფერი, რაცისწავლა, აღმოჩენაიყო. აპლიკანტებსურჩევს, რომაუცილებლადიზრუნონამპროგრამისდაფინანსებისმოპოვებაზე, რადგანგამოცდილება, რომელსაცდიდბრიტანეთშიმიიღებენ, შეუცვლელია. გამოყოფს რამდენიმე რჩევას, რაც მომავალმა სტიპენდიატებმა უნდა გაითვალისწინონ:
“გირჩევთ, რომ ადრევე დაიწყოთ ამაზე ფიქრი, მოემზადეთ, პროგრამები მოძებნეთ და დიდი ყურადღება დაუთმეთ ესეებს.
იცოდეთ, რომ Chevening საშუალებას გაძლევთ, ისწავლოთ მსოფლიო დონის წამყვან უნივერსიტეტში და ამავე დროს იცხოვროთ დამოუკიდებლად. აღმოაჩენთ, რომ ბრიტანელები არც ისე ცივი ხალხია და იქ სულ არ წვიმს”.
არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველოს ბანკის დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, დაგიფინანსდებათ სწავლის საფასური, ყოველთვიური სტიპენდია, მგზავრობა, დისერტაციის თეზისის გრანტი და ვიზის გადასახადი.
რაც შეეხება აპლიკაციის შევსებასა და პროგრამისთვის მოსამზადებელ სხვა დეტალებს, საქართველოს ბანკისა და განათლების ცენტრ LEAF-ის თანამშრომლობის ფარგლებში, შეგიძლიათ, გაიაროთ საკონსულტაციო შეხვედრა, რომლის დახმარებითაც მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას და პასუხებს ყველა კითხვაზე.
მომდევნო შეხვედრებზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.
Chevening-ის სასტიპენდიო პროგრამაზე აპლიკაციების მიღება 2023 წლის 7 ნოემბერს დასრულდება. მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს − www.chevening.org/georgia/
ისწავლე, რატომ არ უნდა მოუსმინო სხვებს პროფესიის არჩევისას და რატომ არის საკუთარი თავის ნდობა წარმატების მთავარი გასაღები. მედეა ტაბატაძის წერილი შენთვის.
თუ ზუგდიდში მოგზაურობას გეგმავ, დადიანების სასახლე იმ ადგილების სიაშია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო. თუმცა, მისი ღირებულება მხოლოდ გამორჩეული არქიტექტურით არ განისაზღვრება – ამ კედლებში ინახება ისტორიები, რომლებმაც ის განათლებისა და კულტურის ცენტრად აქცია. ამიტომ, გიორგი მოსიძესთან ერთად, სამ ნაკლებად ცნობილ ამბავს მოგიყვებით, რომელიც სასახლის მემკვიდრეობას სულ სხვა თვალით დაგანახებს. 1. ევროპასთან დიალოგი სამეგრელოდან სასახლის ისტორიული
აღმოაჩინე, რომელმა წიგნებმა იქონია გავლენა დათო ტურაშვილზე. გაიგე მისი რეკომენდაციები თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე და წიგნებზე, რომლებიც დროს უსწრებენ.
ქართველი ბლოგერი და იუთუბერი H1Ta თავის 19 წლის ვერსიას გამოცდილებას უზიარებს. გაიგე მისი რჩევები ინტუიციის, უწყვეტი სწავლის, დროის ფასისა და მარცხის, როგორც ძვირფასი გაკვეთილის შესახებ