თუ საინტერესო იდეები გაქვს, გიყვარს ამბების მოყოლა სიტყვებით, ფორმებით და ფერებით, მაშინ Miami Ad School (MAS) სწორედ შენთვისაა. აქ გასწავლიან, როგორ შექმნა ქაოსური იდეებისგან პროდუქტი, რომელსაც მსოფლიო ბრენდები შეიძენენ.
საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია გაძლევს შესაძლობელობას, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კრეატიულ სკოლაში სრული დაფინანსებით ისწვალო. წელს პროგრამაში ძალიან დიდი და საინტერესო ცვლილებაა, ბერლინის ნაცვლად, სტუდენტებს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრეატიული ჰაბი, მადრიდის კამპუსი უმასპინძლებს.
და მაინც რატომ უნდა ისწავლო Miami Ad School-ში? გაეცანი 7 მიზეზს და თავად გადაწყვიტე, ღირს თუ არა აპლიკაციის გაგზავნა.
1. მიიღებ 100%-ით პრაქტიკაზე დაფუძნებულ ცოდნას
მაიამის სკოლა ცნობილია “კეთებით სწავლების” უნიკალური მეთოდით. აქ არ ისწავლი მშრალ თეორიებს, 9 თვის განმავლობაში პროფესიონალების დახმარებით თავად შექმნი რეალურ კამპანიებს და ააწყობ ისეთ პორტფოლიოს, რომელიც ინდუსტრიაში ნებისმიერი დამსაქმებლისთვის შენი უნარების საუკეთესო დასტური იქნება.
2. იცხოვრებ მადრიდში, ევროპის კრეატიულ ცენტრში
კულტურული მრავალფეროვნებისა გარდა, მადრიდი საერთაშორისო სააგენტოების, სარეკლამო ფესტივალებისა და კრეატიული პროფესიონალების თავშეყრის ადგილია. MAS-ის კამპუსიც ზუსტად ქალაქის ცენტრში, მალასანიას უბნის გვერდით მდებარეობს, რაც შენს სტუდენტურ ცხოვრებას კიდევ უფრო საინტერესო გამოცდილებად და დაუვიწყარ თავგადასვლად აქცევს.
3. ისწავლი თანამედროვე და მოთხოვნად მიმართულებებს
შეგიძლია სამი 9-თვიანი პროგრამიდან შენთვის ყველაზე საინტერესო აირჩიო: უკვე კარგად ნაცნობ Art Direction-სა და Copywriting-თან ერთად, წელს მაიმის სკოლა სრულიად ახალ, ინდუსტრიის ყველაზე აქტუალურ მიმართულებას, Creativity & Artificial Intelligence-ს გთავაზობს. ეს ახალი პროგრამა გასწავლის, როგორ აქციო ხელოვნური ინტელექტი შენს შემოქმედებით პარტნიორად. AI ინსტრუმენტების კრეატიულ პროცესებში ეფექტური ინტეგრირება დღეს მსოფლიოს წამყვან სააგენტოებში საჭირო და მოთხოვნარი უნარია.
4. გეყოლება ინდუსტრიის საუკეთესო პროფესორები
აქ ლექციებს აკადემიური თეორეტიკოსები არ ატარებენ. ცოდნას მიიღებ პროფესიონალებისგან, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ ისეთ წამყვან სააგენტოებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებში, როგორებიცაა Ogilvy, McCann, PS21, DAVID, Sra. Rushmore, Google და Instagram. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველაზე თანამედროვე ტრენდებსა და მიდგომებს პირდაპირ მოვლენების ეპიცენტრიდან ისწავლი.
5. გაივლი სტაჟირებას ესპანეთში
პროგრამის დასრულების შემდეგ გაქვს რეალური შანსი, 6-თვიანი სტაჟირება გაიარო ესპანეთში. სკოლა აქტიურად ეხმარება სტუდენტებს შესაძლებლობების მოძიებაში, აწყობს ნეთვორქინგ ღონისძიებებს (მაგალითად, Portfolio Review) და გაძლევს წვდომას დახურულ ვაკანსიებზე.
6. გექნება შესაძლებლობა, დასაქმდე საერთაშორისო კომპანიებში
მაიმის სკოლის სტატისტიკა შედეგებზე თავად მეტყველებს: კურსდამთავრებულთა 99% სწავლის დასრულებიდან პირველივე წელს ახერხებს დასაქმებას. MAS-ის სტუდენტები დღეს ისეთ წამყვან კომპანიებში ქმნიან კრეატიულ პროდუქტებს, როგორებიცაა: Google, TikTok, Ogilvy, McCann, Meta, Disney, Coca-Cola და Starbucks.
7. შეგიძლია, სრულად დაფინანსო სწავლასთან დაკავშირებული ხარჯები
ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია 100%-ით ფარავს პროგრამის ღირებულებას (რომელიც 8,000-დან 10,500 ევრომდე მერყეობს) და სარეგისტრაციო მოსაკრებელს. ეს სტიპენდია ნიკა გუჯეჯიანის ხსოვნის საპატივცემულოდ დაარსდა დიდი მიზნით, რომ ნიჭიერმა ქართველმა ახალგაზრდებმა საკუთარი პოტენციალის რეალიზება შეძლონ და წვლილი შეიტანონ ქართული კრეატიული ინდუსტრიის განვითარებაში.
როგორც წინა წლების გამარჯვებულები იხსენებენ, ბევრი მათგანი საბოლოო წარმატებას არც კი ელოდა. ამიტომ, ბევრი არ იფიქრო – უბრალოდ სცადე.
განაცხადების მიღება 18 მაისს დაიწყო და 8 ივნისს, თბილისის დროით 19:00 საათზე დასრულდება. დეტალურ ინფორმაციას კონკურსის, კრიტერიუმებისა და აპლიკაციის გაგზავნის შესახებ ამ ბმულზე გაეცნობი.