3 წუთი წასაკითხად
როგორ შეცვალა სტიპენდიამ ანანოს ცხოვრება? გაიგე მეტი!
30 ივნ. 2023
3 წუთი წასაკითხად
3 წუთი წასაკითხად
ანანო გაბუნია გვიყვება, როგორ შეცვალა ნიკა გუჯეჯიანის სტიპენდიამ მისი ცხოვრება Miami Ad School Europe-ში. აღმოაჩინე სწავლის, ბერლინისა და კარიერის უსაზღვრო შესაძლებლობები.
30 ივნ. 2023
3 წუთი წასაკითხად
“ცოტა ხნის წინ მეგობარმა მკითხა, რა იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი და არც კი დავფიქრებულვარ, ისე ვუპასუხე, რომ საუკეთესო პერიოდში სწორედ ახლა ვარ” – ამბობს ანანო გაბუანია, რომელიც 2022 წელს ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიატი გახდა და ბერლინში მდებარე Miami Ad School Europe-ში სრულიად უფასოდ სწავლობს ქოფირაითინგის ორწლიან პროგრამაზე.
თუ შენც გიოცნებია Miami Ad School Europe-ში სწავლაზე, მაგრამ შესაბამის გამბედაობას ვერ იკრებ, რომ სცადო ან შეიძლება სულაც არ გიფიქრია ამაზე აქამდე, ნებისმიერ შემთხვევაში ქვემოთ ანანოს ისტორიას უნდა გაეცნო და ჰორიზონტზე გადაშლილი ის უსაზღვრო შესაძლებლობები უკეთესად დაინახო, რომელთაც საქართველოს ბანკისა და MASE-ს 100%-იანი დაფინანსებით სწავლა გთავაზობს.
“ქალაქი ისეთია, არასდროს მოგაწყენს. ყველა ნაბიჯზე რაღაც ახალი გელოდება. ხანდახან უბრალოდ გავდივარ გარეთ და თითქოსდა ჩვეულებრივ ქუჩებში, თითქოსდა ჩვეულებრივად ვსეირნობ. მაგრამ თითქმის არასდროს დავბრუნებულვარ სახლში ისე, რაღაც ახალი რომ არ მენახა ან გადამხდენოდა. სწორედ ესაა მთავარი ჯადოსნობაც, აგროვებ ამ პაწია თუ დიდზე დიდ ამბებს, სადღაც გონების უკან ინახავ და ერთ მშვენიერ დღესაც, ძალიან რომ გჭირდება, მოულოდნელად გიტივტივდება.
ბოლო დღეებია, როგორც იქნა, ამინდები გამოვიდა და მთელი ქალაქი ერთ ღამეში შეიცვალა. ახლა ყველა გარეთაა. ჯერ ქალაქი ხომ ისეთია, ერთი გამწვანებული პარკი რომ მთავრდება, მეორე იწყება და მერე წარმოიდგინეთ, რომ თითოეული მათგანი ისეა სავსე, შეიძლება, ადამიანებს შორის ბალახიც კი არ მოჩანდეს. ჰოდა ჩვენც, სტუდენტები, შევკრავთ ხოლმე გუდა-ნაბადს, მოვიკალათებთ მიწაზე და მზესთან ერთად ვფიქრობთ სამომავლო პროექტებზე”.
“აქ სწავლის პროცესს ყველაზე ნაკლებად დავარქმევდი სტანდარტულს. აქ მთავარი ისაა, რას ქმნი. შესაბამისად, თეორიულ ცოდნებსაც პრაქტიკულ ჭრილში იღებ. ყოველი ლექციის შემდეგ გეძლევა ბრიფი, რომელიც შემდეგი კვირისთვის უნდა მოამზადო, რაც იმას ნიშნავს, რომ კვირაში დაახლოებით 5 პროექტის “შეკოწიწება” გიწევს. ვერ ვიტყოდი, რომ მარტივია. თუმცა, აქ რაც ნამდვილად ვისწავლე, საკუთარი დროისა და რესურსების მაქსიმალურად გამოყენებაა. დრო ძალიან ზუსტი ცნებაც არაა და სადამდეც გაწელავ, იქამდე გაიწელება”.
“მიუხედავად ძალიან დატვირთული რეჟიმისა, მუშაობას არასდროს დავუღლივარ, რადგან ადამიანები, რომლებიც შენს გარშემო არიან შემოკრებილნი, ენერგიით და ინსპირაციით გავსებენ. ასეთი “შენიანი” ხალხის პოვნას ბევრგან ვერ შეძლებ. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამდენად განსხვავებული კულტურის წარმომადგენლებს შეგვეძლო ასე ერთნაირები ვყოფილიყავით. აქ ყველას საერთო ბედნიერება და საერთო გასაჭირი აქვს (ბერლინში სახლის მარადიული ძიების ჭირისა არ იყოს)”.
“ხშირად, როცა ერთად შეკრებილი მეგობრები უბრალოდ ვლაპარაკობთ, ვხვდებით, რა ძვირფასია თუნდაც ეს ჩვეულებრივი საუბარი ათას სხვადასხვა თემაზე. მე, ჩემი ქართული გამოცდილებით, თვალებგაფართოებული ვუსმენ ჩემს ჩილელ, პორტუგალიელ, იტალიელ, ამერიკელ თუ ინდოელ მეგობარს და ჩემი აზრების ტილოც თვალსა და ხელს შუა ფართოვდება. ახლა ჩემი ფიქრები ბევრად უფრო შორს მიდიან”.
“ამდენი იდეა ერთდროულად, მგონი, არასოდეს გამჩენია. ქუჩაში სეირნობისასაც კი უამრავ აღმოჩენას ვაკეთებ. თუნდაც პატარ-პატარას, მაგრამ მაინც. ამ დროს ხვდები, რომ ინსპირაციის პოვნა აბსოლუტურად ყველაფერში შეიძლება. Miami Ad School Europe-მა მგონია, რომ სწორედ ეს მომცა – იდეები, რომლებიც დაუპატიჟებლად გსტუმრობენ და რომლებიც ახლა უკვე იცი, სად დააბინაო.
იდეების დაბინავებაში, როგორც წესი, ერთმანეთს ვეხმარებით. კარგია, თუ თქვენი ჭკუის არტ დაირექტორს ან ქოფირაითერს მალევე მიაგნებთ და საქმეშიც ერთდროულად გადაეშვებით. რაღაც პროექტებთან, შესაძლოა, მარტო შეჭიდება გერჩივნოთ, მაგრამ საქმის უმეტესობას მაინც ჯგუფურად ვაკეთებთ. სწორ ხალხთან ერთად ყველაფერი კიდევ უფრო საინტერესო ხდება”.
“ახლა მნიშვნელოვანი გზის გასაყარზე ვარ. უნდა გადავწყვიტო, სტაჟირებებზე საით წავიდე. არჩევანი იმხელაა, ყველაფერი გინდა სცადო – იაპონიიდან დაწყებული, ბრაზილიით დამთავრებული. მთავარია, იცოდე, შენ რა გინდა, რომელ ბრენდებთან იმუშავებდი და როგორი ტიპის სააგენტოში მიიღებდი გამოცდილებას – დიდი, უსაშველო ბრენდებითა და ჯგუფებით თუ პატარა, ოჯახური გუნდებით. რას მოგცემს ქალაქი, სადაც მიდიხარ, როგორ კრეატორად გაქცევს? ერთ-ერთმა ლექტორმა გაგვიმხილა, არ მოგატყუებთ და მშურს თქვენი – ასე კიდევ როდის მოგეცემა ადამიანს შესაძლებლობა სამი თვით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში წახვიდე საცხოვრებლად და უბრალოდ კი არ ესტუმრო ქვეყანას, არამედ რეალურად იცხოვრო, იმუშაო და ნამდვილი ამბები დააგემოვნოო.
ამაზე რომ ვფიქრობ, გული უკვე მიფანცქალებს, თუმცა ჯერ არ ვიცი, საით გამიწევია”.
თუ ჯერ შენც არ იცი, საით გაგიწევია, მაგრამ გინდა, რომ ანანოს მსგავსი გამოცდილება შეიგრძნო, მაშინ ისღა დაგრჩენია, Miami Ad School Europe-ის გზას გაუდგე: მოიპოვე ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია და ისწავლე Art Direction-ის ან Copywriting-ის 2-წლიან პორტფოლიო პროგრამაზე 100%-იანი დაფინანსებით.
როგორ მოიპოვებ სტიპენდიას?
სულ ესაა! ამის შემდეგ სპეციალურად შექმნილი ჟიური შეარჩევს გამარჯვებულს.
არ დაგავიწყდეს, რომ განაცხადების მიღების ბოლო ვადა 25 ივლისია.
2 წუთი წასაკითხად
15 აპრ. 2026
ალბათ, ხშირად მოგისმენია, რომ ხელოვნური ინტელექტი მალე ყველას ჩაგვანაცვლებს და სამყარო, რომელსაც ვიცნობთ, რადიკალურად შეიცვლება. თუმცა, სინამდვილეში რეალობა ბევრად ნაკლებად დრამატულია: მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიების ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია გარდაუვალია, ადამიანურ რესურსსა და შემოქმედებით გონებაზე მოთხოვნა მუდმივად იარსებებს. იმისთვის, რომ შენი პროფესიული უნარები თანამედროვე ბაზარზე რელევანტური დარჩეს, ნაკლებად შემოქმედებითი საქმე AI-ს უნდა გადააბარო, შენი ენერგია კი ისეთ
2 წუთი წასაკითხად
7 აპრ. 2026
გეგმავ აშშ-ში სწავლას? აღმოაჩინე, როგორ შეავსო ფულბრაიტის აპლიკაცია, რა შეცდომებს უნდა მოერიდო და როგორ მიიღო სრული დაფინანსება ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში.
1 წუთი წასაკითხად
7 აპრ. 2026
ოცნებობ აშშ-ში სწავლაზე? ნახე, როგორ მოიპოვო საქართველოს ბანკისა და Fulbright-ის სტიპენდია. მიიღე 5 პრაქტიკული რჩევა და გახდი წარმატებული აპლიკანტი.
2 წუთი წასაკითხად
2 აპრ. 2026
გაიგე, როგორ მოხვდნენ ქართველი სტუდენტები ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში ფულბრაიტის სრული დაფინანსებით. აღმოაჩინე მათი გამოცდილება და მიიღე პრაქტიკული რჩევები განაცხადის შესავსებად.
1 წუთი წასაკითხად
7 აპრ. 2026