3 წუთი წასაკითხად
ლონდონი, ჩივნინგი: თამარ ჯაფარიძის გზა წარმატებისკენ
2 ნოე. 2023
3 წუთი წასაკითხად
3 წუთი წასაკითხად
როგორ შეცვალა თამარ ჯაფარიძის ცხოვრება საქართველოს ბანკისა და ჩივნინგის სტიპენდიამ? აღმოაჩინე ლონდონური თავგადასავალი და მისი რჩევები წარმატებისთვის.
2 ნოე. 2023
3 წუთი წასაკითხად
საქართველოს ბანკის, როგორც სოციალურად პასუხისმგებლიანი კომპანიის, პრიორიტეტული მიმართულება განათლების მხარდაჭერაა. მრავალფეროვანი პროექტებითა და ინიციატივებით კომპანია ზრუნავს ახალგაზრდების განვითარებასა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნაზე.
საქართველოს ბანკი Chevening-ის სასტიპენდიო პროგრამასთან პარტრიორობის ფარგლებში ნიჭიერ ახალგაზრდებს სრულად უფინანსებს სასწავლო წელს დიდ ბრიტანეთში. რჩეულ სტუდენტებს უფინანსდებათ არა მხოლოდ სწავლის გადასახადი, არამედ ყველა სხვა საჭირო ხარჯი: მგზავრობა, ყოველთვიური სტიპენდია, დისერტაციის თეზისის გრანტი და ვიზის გადასახადი. თანამშრომლობის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის საუკეთესო სასწავლებლებში განათლების მიღების შესაძლებლობა უკვე 26 ქართველ სტუდენტს მიეცა. ერთ-ერთია, თამარ ჯაფარიძე, რომელიც საქართველოს ბანკის რჩეული და სტიპენდიატი 2022-2023 სასწავლო წელს გახდა, ეკონომიკისა და საერთაშორისო განვითარების სამაგისტრო პროგრამაზე კი King’s College London-ში ისწავლა.
თამარი ახლახან დაბრუნდა ლონდონიდან და შთაბეჭდილებები, ემოციები, მოლოდინები გულწრფელად გაგვიზიარა.
თამარმა ჩივნინგის შესახებ დიდ ბრიტანეთში პირველი ვიზიტისას, 2013 წელს, გაიგო და ზუსტად იცოდა, რომ თუკი სადმე გააგრძელებდა სწავლას საზღვარგარეთ, აუცილებლად დიდ ბრიტანეთში.


წლების შემდეგ თამარმა დასახულ მიზანს მიაღწია, თანაც არა მხოლოდ ჩივნინგის, არამედ საქართველოს ბანკის რჩეულიც გახდა:
“შარშან, ჩივნინგის პასუხის მიღების შემდეგ მალევე დამირეკეს და მაცნობეს, რომ საქართველოს ბანკის რჩეულიც ვიყავი, სრულიად მოულოდნელი ამბავი იყო, მახსოვს, სამსახურიდან team building-ზე ვიყავით ყაზბეგში და ამ ზარმა კიდევ უფრო საპასუხისმგებლო გახადა ჩემი სტიპენდიატობა. ორგზის რჩეული ვიყავი, ფაქტობრივად.“
დასახულ მიზნამდე გზა არ არის მარტივი, ხშირად გვგონია, რომ განსაკუთრებულები არ ვართ და ოცნებების მიზნებად გადაქცევას ვერ ვბედავთ. რეალურად, ყველას შეუძლია იპოვოს საკუთარი განსაკუთრებულობა, თამარიც ერთ-ერთი მაგალითია. თავიდან არ ჰყოფნიდა გამბედაობა: აპლიკაციის შევსებისას ფიქრობდა, რომ არ გამოუვიდოდა.
,,ხანდახან ადამიანები გვაძლევენ ხოლმე ბიძგს, ჩემს შემთხვევაში ჩემი უახლოესი მეგობრის და წინა წლების სტიპენდიატის ,,ძალდატანებით“ დავიწყე დიდი ხნის ოცნების მიზნად ქცევა და საკუთარ თავზე მუშაობა. ყველა ადამიანში არის რესურსი, მთავარია, დაფიქრდე, რა გაინტერესებს, რისი კეთება გინდა მთელი გულით. რა, სად და როგორ შეგიძლია შეცვალო, მერე ფურცელზე გადმოიტანო შენი აზრები და ქაოსური იდეები გეგმად აქციო.“
თამარის მაგალითი გვასწავლის, რომ მარცხმა ან მარცხის შიშმა არ უნდა გაგვაჩეროს, არ უნდა დავკარგოთ თავდაჯერებულობა და ენთუზიაზმი.
“მიფიქრია დანებება, განსაკუთრებით პირველი წლის უშედეგო მცდელობის შემდეგ, ესეების ეტაპიდან გამოვეთიშე კონკურსს. 2020 წლის საქართველოს ბანკის ვიდეორგოლის სლოგანი „გზა სულ არის“ თავში მიტრიალებდა, და, სხვათა შორის, ჩემი მოტივაციის ერთ-ერთი წყარო გახდა. როცა რაღაც არ გამოდის, ხელის ჩაქნევა ყველაზე მარტივია. სჯობს, დაფიქრდე, რისი გამოსწორება შეიძლება, სხვა გზა მართლაც სულ არის.“
თამარმა კონკურსის ეტაპებზეც გაამახვილა ყურადღება და რჩევები გაუზიარა სტუდენტებს, რომლებიც მომავალში აპირებენ იბრძოლონ ჩივნინგის სტიპენდიის მოსაპოვებლად:
“კონკურსი ორეტაპიანია, პირველი და უმთავრესი არის ესეების დაწერა და აპლიკაციის გადაგზავნა. ამ საფეხურის წარმატებით გავლის შემდგომ უკვე იწყება გასაუბრება.


თამარმა ისაუბრა იმ გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ, რომლებიც ამ ერთი წლის განმავლობაში ლონდონში დააგროვა. ადაპტაციის პროცესი, ფაქტობრივად, არ ჰქონია, როგორც თვითონ ამბობს, არც ლონდონის წვიმიან ამინდებს შეუწუხებია. საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა უშუალოდ სწავლის პროცესის გარდა, ნიშნავს ახალ თავგადასავლებს, ახალ ადამიანებს, უცხო კულტურის შესწავლას, რაც პიროვნული ზრდისთვის, თავდაჯერებულობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია. თამარისთვისაც ლონდონური ცხოვრების არასასწავლო ნაწილი შეუცვლელი გამოცდილება იყო.
“კმაყოფილი ვარ ამ 1 წლით, ყველა მაფრთხილებდა არ გაგეპაროს ეს ერთი წელი, იცოდე, მალე გადისო და კი, ნამდვილად უსწრაფესად გადის. მაგრამ უკან რომ ვიხედები, ყველაფერი მოვასწარი და გავაკეთე. ზუსტად ვიცოდი, რისი მიღება მინდოდა ამ ერთი წლისგან და შემიძლია ვთქვა, რომ იმაზე მეტი მივიღე, ვიდრე დავგეგმე. მათ შორის არც ის კულტურული და გასართობი ღონისძიებები გამომიტოვებია, რომლებიც მაინტერესებდა და მომწონდა. ჩემი საყვარელი მხარეების, შოტლანდია, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია, მონახულებაც მოვასწარი”.
მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებას თამარი სამომავლოდ თავის ქვეყანაში აპირებს. ახლახან დაბრუნდა და სამომავლო აქტივობების დაგეგმვის ეტაპზეა, თუმცა მისთვის საინტერესო სფეროები ეკონომიკური განვითარება, უმაღლესი და პროფესიული განათლებაა და მუშაობასაც ამ მიმართულებით გააგრძელებს.
თამარმა რამდენიმე წინადადებით შეაჯამა, რატომ უნდა შეარჩიო სწავლის გასაგრძელებლად მაინცდამაინც დიდი ბრიტანეთი:
“ჩათვალეთ, ყველა სიახლის ეპიცენტრში ხართ, როგორც აკადემიური, ისე კულტურულ-შემეცნებითი თვალსაზრისით. როგორ გამოიყენებ ამ ყველაფერს, შენზეა დამოკიდებული. თუნდაც, ჭიქა ყავის ან ერთი პინტი ლუდის თანხლებით დისკუსიის გაგრძელება ლექტორთან ლექციების შემდეგ გამოცდილებაა, რომელიც ნამდვილად ღირს რომ გამოცადო“.
თუ გსურს გახდე ჩივნინგის სტიპენდიატი და საქართველოს ბანკის რჩეული, აუცილებლად უნდა სცადო ბედი.
Chevening-ის სასტიპენდიო პროგრამაზე აპლიკაციების მიღება 2023 წლის 7 ნოემბერს დასრულდება. მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს − https://www.chevening.org/scholarship/georgia/
3 წუთი წასაკითხად
18 მაი. 2026
აღმოაჩინე 4 საერთაშორისო სტიპენდია საქართველოს ბანკისგან. მიიღე სრული დაფინანსება საზღვარგარეთ სწავლისთვის და განვითარდი წამყვან უნივერსიტეტებში.
2 წუთი წასაკითხად
14 მაი. 2026
თუ არქიტექტურა გაინტერესებს, ბექა ფხაკაძის რჩევები დაგეხმარება. გაიგე, რა როლს თამაშობს განათლება, დისციპლინა და როგორ დაგეხმარება ბანკის სტიპენდია.
4 წუთი წასაკითხად
14 მაი. 2026
გაიგე, როგორ შექმნა გიორგი ჩახავამ საქართველოს ბანკის ეპოქალური შენობა. აღმოაჩინე ინოვაციური ხედვა, რომელმაც მსოფლიო აღაფრთოვანა და გაიგე, როგორ შეგიძლია გახდე ამ ისტორიის ნაწილი!
2 წუთი წასაკითხად
5 მაი. 2026
გაიგე, როგორ იქცა ბავშვობის გატაცება Minecraft-ით დიდ მიზნად. გიორგი ბურჯალიანის ისტორია, რომელიც ქუთაისიდან იწყება და შთაგაგონებს, არ გაჩერდე განათლების გზაზე
3 წუთი წასაკითხად
18 მაი. 2026
2 წუთი წასაკითხად
14 მაი. 2026
4 წუთი წასაკითხად
14 მაი. 2026
2 წუთი წასაკითხად
5 მაი. 2026