Logo
ბლოგი
Time icon

1 წუთი წასაკითხად

როგორ შევარჩიო ციფრული Student Card მობილბანკში?

ციფრულ სამყაროში ყოველდღიური პროცესები სულ უფრო და უფრო მარტივდება. ნაღდი ფულით გადახდა ბარათით გადახდამ ჩაანაცვლა, ფიზიკური ბარათი კი – ციფრულმა ბარათმა.

საქართველოს ბანკის მობილბანკის 8.0 ვერსიაში ციფრული სტუდენტური ბარათების მრავალფეროვანი დიზაინი დაგხვდება და შეკვეთას სულ რამდენიმე წუთში შეძლებ, მთავარია, იყო სტუდენტი ან 18-23 წლის.

დიზაინის არჩევა საკუთარი ინტერესების მიხედვით თავად შეგიძლია – თან ისე, რომ შენი ინდივიდუალიზმი და თვითგამოხატვა არ დაიკარგოს. განახლებულ მობილბანკში ციფრული სტუდენტური ბარათების დიზაინი 3 კატეგორიად იყოფა:

რეგიონები

თუ განსაკუთრებით გიყვარს შენი კუთხე ან საქართველოში მოგზაურობა, ლაშქრობა მოგწონს და ცდილობ აღმოაჩინო ახალი ადგილები, რეგიონების კატეგორიაში იპოვი ქვეყნის ღირსშესანიშნაობების დიზაინებს.

ინტერესები

ინტერესების კატეგორია მრავალფეროვან ადამიანებს აერთიანებს: მუსიკის, ხელოვნების, ცხოველების, სპორტის, ზამთრისა თუ ზაფხულის, წიგნების, მოგზაურობის, გეიმინგის მოყვარულებს. აქ აუცილებლად ნახავ შენი ჰობის თუ საყვარელი საქმიანობის შესაფერის დიზაინს.

ფერები

თუ მინიმალისტური ესთეტიკა მოგწონს, სასურველ ვიზუალს ფერების კატეგორიაში შეარჩევ. ფერები ხომ თვითგამოხატვის ძლიერი შესაძლებლობაა.


არ დაგავიწყდეს, რომ ციფრული ბარათის ფუნქციები ფიზიკურის იდენტურია. ანუ შეგიძლია ისარგებლო სტუდენტური ბარათის ყველა უპირატესობით, იქნება ეს შეთავაზებები, სატრანსპორტო შეღავათი თუ ჯანდაცვის პროგრამა. თავად აირჩევ, რომელ ბარათზე გინდა ფასდაკლებების თუ სხვა უპირატესობების მიღება: ფიზიკურზე თუ ციფრულზე. ცვლილების მოთხოვნას კი მობილბანკის ჩატიდან ან BOGPay.ge-დან შეძლებ.

ასე რომ, მრავალფეროვანი, ფერადი და ციფრული თაობისთვის ციფრული Student Card-ი ყველაზე კომფორტული და მარტივი პროდუქტია.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს