4 წუთი წასაკითხად
სტუდენტური ბარათი და კიდევ 10+ საბანკო პროდუქტი, რომელიც ყველა სტუდენტს სჭირდება
25 მაი. 2025
4 წუთი წასაკითხად
4 წუთი წასაკითხად
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის პროდუქტები, რომლებიც სტუდენტურ ცხოვრებას გაგიმარტივებს: მოლის ვაუჩერი, ავტომატური სერვისები, თანხის გაყოფა, ნაწილ-ნაწილ და სხვა.
25 მაი. 2025
4 წუთი წასაკითხად
სტუდენტობა ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდია – დრო ახალი რაღაცების სასწავლად, აღმოსაჩენად და გამოსაცდელად. ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც ამ პერიოდში უნდა გამოცადო, დამოუკიდებლობაა.
თუმცა დამოუკიდებლად მოქმედებისთვისაც შეიძლება დაგჭირდეს დახმარება. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ფინანსებს ეხება. და თუ ასე იქნება, მაშინ საქართველოს ბანკის შენს საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები გვერდით უნდა იგულო. სტუდენტური ბარათიდან გადახდის მოქნილ შესაძლებლობებამდე – ეს პროდუქტები შენი ერთგული მეგობრები გახდებიან, საფიქრალს მოგაკლებენ და ცხოვრებას გაგიმარტივებენ.
როგორ? ახლავე გეტყვით.
სტუდენტური ბარათის აღება ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია, რომელიც სტუდენტური ცხოვრების გასამარტივებლად შეგიძლია გადადგა. მნიშვნელოვანია იცოდე, რომ ბარათის აღება მაშინაც შეგიძლია, თუ სტუდენტი არ ხარ, მაგრამ შენი ასაკი 18-დან 23 წლამდეა. შეკვეთისას სასურველი დიზაინის არჩევასაც შეძლებ და ეგაა! უამრავი საინტერესო შეთავაზება თუ ფასდაკლება შენს ხელთ იქნება.
სტუდენტური ბარათით საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეღავათიან ფასად იმგზავრებ, გადახდისას კი ლოიალობის სტატუსის მიუხედავად, ყოველ დახარჯულ 1 ლარზე 2 PLUS ქულას დააგროვებ.
ამასთან, ბარათის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ ჯანდაცვის სტუდენტური პროგრამითაც. რაც მთავარია, სრულიად უფასოდ ისარგებლებ მობილბანკის სერვისით, რომელიც შენს სმარტფონში სრულ საბანკო მომსახურებას გთავაზობს.
რადგან მობილბანკი ვახსენეთ, მის შესაძლებლობებს დეტალურად ჩავუღრმავდეთ. ეს არ არის უბრალოდ აპლიკაცია, ეს შენი პირადი ფინანსური თანაშემწეა, რომელიც სტუდენტურ ცხოვრებას ბევრად უფრო მარტივს და ორგანიზებულს ხდის. მოდი, ვნახოთ ის ფუნქციები, რომლებიც ყველაზე მეტად გამოგადგება:
სტუდენტობისას შემოსავლებისა და გასავლების კონტროლი ხშირად ნამდვილი თავსატეხია. სწორედ ამისთვისაა შექმნილი ფინანსური მენეჯერი. საქმე ისაა, რომ ეს ფუნქცია თვალნათლივ გაჩვენებს, რაში ხარჯავ ფულს, რადგან შენს ტრანზაქციებს ავტომატურად ანაწილებს კატეგორიებად − კვება, ტრანსპორტი, გართობა და სხვა. მაგალითად, თუ თვის ბოლოს აღმოაჩენ, რომ ბიუჯეტის დიდი ნაწილი კვების ობიექტებში დახარჯე, შემდეგი თვიდან შეძლებ, უკეთ დაგეგმო ხარჯები. ეს კარგი გზაა, რომ ისწავლო ბიუჯეტის მართვა.
ალბათ გქონია შემთხვევა, როცა მეგობრის ნაცვლად გადაგიხდია და შემდეგ თანხის თხოვნა მოგრიდებია. თანხის მოთხოვნის ფუნქციით ეს პრობლემა გვარდება. უბრალოდ, შედიხარ მობილბანკში, ირჩევ ფუნქციას, უთითებ მეგობრის მობილურის ნომერს და სასურველ თანხას, მაგალითად 15 ლარს. შენს მეგობარს მომენტალურად მიუვა შეტყობინება და ერთი დადასტურებით შეძლებს თანხის გადმორიცხვას. ეს ყველაზე მარტივი და კომფორტული გზაა უხერხული მომენტების გარეშე ანგარიშსწორებისთვის.
მეგობრებთან ერთად პიცის გამოძახება, ტაქსით მგზავრობა თუ კინოში წასვლა − ნაცნობი სიტუაციაა, როცა ხარჯები უნდა გაიყოთ. თანხის გაყოფის ფუნქციით შეგიძლია საერთო თანხა, მაგალითად, 50-ლარიანი პიცის ჩეკი, მომენტალურად გაუგზავნო ოთხ მეგობარს და თითოეულს თავისი წილი თანხის მოთხოვნა მიუვა. აღარ არის საჭირო კალკულატორით თვლა ან ხურდის ძებნა – მობილბანკი ამას შენ ნაცვლად, რამდენიმე წამში გააკეთებს.
თუ სტუდენტი ხარ და უკვე გყავს საკუთარი ავტომობილი, მანქანის სივრცე შენი შეუცვლელი დამხმარე გახდება. ამ ფუნქციით ერთ სივრცეში შეგიძლია აკონტროლო საპატრულო და ვიდეოჯარიმები, შეიძინო პარკირების საშვი და მიიღო შეტყობინებები ვადების ამოწურვამდე. აღარ მოგიწევს რამდენიმე სხვადასხვა ვებსაიტის შემოწმება და აღარც ჯარიმის გადახდის ვადა დაგავიწყდება. ეს კარგი საშუალებაა, თავიდან აირიდო დაგვიანებით გამოწვეული დამატებითი ხარჯები.
არ იცი, რა აჩუქო მეგობარს დაბადების დღეზე? საუკეთესო გამოსავალი City Mall-ის, გალერიას, East Point-ის, თბილისი მოლის ან სხვა ვაუჩერია. მობილბანკიდან შეგიძლია მარტივად შეიძინო ციფრული სასაჩუქრე ბარათი, მაგალითად, 50 ან 100 ლარის ღირებულების, და მობილურის ნომრის მითითებით მომენტალურად გაუგზავნო სასურველ ადამიანს. შენს მეგობარს კი შეეძლება, თავად შეირჩიოს საჩუქარი, რომელიც ყველაზე მეტად გაუხარდება.
მოულოდნელად მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გასეირნება ან უცხოეთში მოგზაურობა გადაწყვიტე? დაზღვევის შესაძენად ბანკში მისვლა საჭირო აღარ არის. მობილბანკიდან, სახლიდან გაუსვლელად, რამდენიმე წუთში შეგიძლია შეიძინო როგორც ავტოპასუხისმგებლობის, ისე სამოგზაურო დაზღვევა. ეს სწრაფი და კომფორტული გზაა, რომ მოგზაურობისას ან მანქანის მართვისას თავი დაცულად იგრძნო და გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან იყო დაზღვეული.
თუ ფიქრობ, რომ ინვესტირება რთული და მხოლოდ დიდი ფინანსების მქონე ადამიანებისთვისაა, ცდები. საქართველოს ბანკის ინვესტიციების მოდული შესაძლებლობას გაძლევს, რომ ინვესტირების დაწყება მინიმალური თანხით, თუნდაც 1 დოლარით შეძლო და გახდე კრიპტოს ან ისეთი კომპანიების აქციონერი, როგორებიცაა − Apple, Tesla, Amazon და სხვა. ეს იგივეა, რომ ყავის ნაცვლად ფული შენს მომავალში დააბანდო. ეს შესანიშნავი გზაა, ისწავლო ინვესტირება და შენი დანაზოგი გაზარდო.
ყოველთვიური გადასახადები, როგორებიცაა − მობილურის ბალანსის შევსება, კომუნალური გადასახადები თუ ინტერნეტის საფასური, ხშირად გვავიწყდება და ყველაზე შეუფერებელ დროს გვახსენებს თავს. ავტომატური სერვისების გააქტიურებით მობილბანკი ამას შენ ნაცვლად გააკეთებს. უბრალოდ, ერთხელ მიუთითებ სასურველ თარიღს და თანხას, მაგალითად, ყოველი თვის 5 რიცხვში მობილურის ბალანსის 10 ლარით შევსება და აპლიკაცია დანარჩენზე თავად იზრუნებს.
მობილბანკში ერთ საინტერესო საბანკო პროდუქტსაც შეხვდები – ყულაბას. სტუდენტობისას შეიძლება ბევრი სხვადასხვა მიზნისთვის დაგჭირდეს ფულის შეგროვება, თუმცა იფიქრო, რომ შენი შემოსავლით ამას ვერ მოახერხებ. აი, ელექტრონული ყულაბა კი საპირისპიროში დაგარწმუნებს. ამისთვის ანაბრის გახსნა ან მინიმალური შენატანიც კი არ დაგჭირდება − უბრალოდ, ბარათით შესრულებულ ყოველ ტრანზაქციაზე თანხის ნაწილი ყულაბაში გადაირიცხება. გადანახული თანხა შენთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება. ამასთან, დაგროვება ნებისმიერ დროს შეგიძლია შეაჩერო ან დროებით შეწყვიტო.
თუკი თანხას უფრო დიდი და გრძელვადიანი მიზნებისთვის აგროვებ, მაშინ შენთვის ყულაბაზე ხელსაყრელი ანაბარი იქნება. ანაბრის გახსნა შენს მიზნებზე მორგებული პირობებით შეგიძლია: მაგალითად, მოთხოვნამდე ანაბარი 0 ლარით იხსნება, ხოლო შეგროვებადი ანაბრისთვის მინიმალური თანხა 10 ლარია. ისე კი, თუ შეგროვებად ან მოთხოვნამდე ანაბარს გახსნი, მასზე თანხის დასაგროვებლად ყულაბის გამოყენებასაც შეძლებ. ამგვარად დაგროვებულ თანხას ჩვეულებრივად დაემატება სარგებელი ბანკისგან. შენ მიერ არჩეული ანაბრის ტიპის შესაბამისად, დაგროვებული თანხის გატანას შეძლებ ყოველთვე, ვადის ბოლოს ან შეუზღუდავად.
სხვათა შორის, დამატებით 0.3%-იან სარგებელს მიიღებ, თუ ვადიან ან შეგროვებად ანაბარს მობილბანკით გახსნი.
ნაწილ-ნაწილ საქართველოს ბანკის საბანკო პროდუქტია, რომელიც სწორედაც რომ სტუდენტური ცხოვრებისთვისაა ზედგამოჭრილი. საქმე ისაა, რომ ამ ფუნქციით სასურველ ნივთს ისე დაისაკუთრებ, რომ მის ღირებულებას ერთიანად კი არ გადაიხდი, არამედ 4 ნაწილად გაყოფ ხარჯს და 4 თვეზე გადაანაწილებ. რაც მთავარია, ამ შემთხვევაში, გადაიხდი ზუსტად იმდენს, რამდენიც ნივთი ღირს − ნაწილ-ნაწილ გადახდაზე ეფექტური 0%-ია. ასე რომ, თუკი ნივთის ღირებულება, მაგალითად, 400 ლარია, შეგიძლია ის წინასწარი გადახდის გარეშე შეიძინო, შემდეგ კი 100-100 ლარად გადაიხადო მომდევნო თვეებში. ამ მეთოდით სარგებლობას საქართველოს ბანკის პარტნიორ მაღაზიებში შეძლებ, მობილბანკში კი მარტივად ნახავ შენს წინასწარ დამტკიცებულ ლიმიტს.
საქართველოს ბანკის მომხმარებელთან თანხას მობილურის, პირადი ნომრით ან ანგარიშის ნომრით მომენტალურად გადარიცხავ. თუ ადრესატი სხვა ბანკის მომხმარებელია, სერვისი ეგრევე 24/7 საშუალებას გაძლევს, თანხა ნებისმიერი ქართული ბანკის ანგარიშზე კვირის ნებისმიერ დღესა და დროს გაგზავნო. ასევე, მარტივად შეგიძლია თანხის გადატანა საკუთარ ანგარიშებს შორის, თუნდაც სხვადასხვა ბანკში – ნახე როგორ.
4 წუთი წასაკითხად
27 ივლ. 2026
არაფერი შეედრება წიგნის სამყაროში დაკარგვას მგზავრობისას, ჰამაკში ნებივრობისას, თუ ზღვის სანაპიროზე, ჩრდილქვეშ ჯდომის დროს. დასვენებასთან, ახალი ადგილების და გამოცდილებების შეცნობასთან და მოგონებების დაგროვებასთან ერთად, მხატვრულ სამყაროში მოგზაურობის გარეშე, ზაფხული ზაფხული არ არის. საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია. ახალი ლიტერატურული ტერიტორიების დალაშქვრისას შენ გვერდში რომ გვიგულო, ამ ბლოგში ისეთი წიგნები შეგირჩიეთ, რომლებში დაკარგვაც ერთი დიდი თავგადასავალია.
1 წუთი წასაკითხად
23 ივლ. 2026
გაიგე ილია ჯახაიას ისტორია, რომელმაც Fulbright-ის სტიპენდია მოიპოვა და გზა გალიდან კოლორადომდე გაიარა. აღმოაჩინე, როგორ აქციო მიზნები რეალობად.
3 წუთი წასაკითხად
21 ივლ. 2026
გაიგე რას ნიშნავს HODL, ბლოკჩეინი, ალტკოინი, მაინინგი და სხვა. ჩვენი კრიპტო ლექსიკონი დაგეხმარება, მარტივად გაერკვე ამ სამყაროში და ისაუბრო თავდაჯერებულად.
2 წუთი წასაკითხად
9 ივლ. 2026
Bubblehead-ის დამფუძნებელი, ლევან გიორგაძე, გიზიარებს რჩევებს, რომლებიც 19 წლის ასაკში სჭირდებოდა. აღმოაჩინე, რა ჩვევები დაგეხმარება მიზნების მიღწევაში.