3 წუთი წასაკითხად
როგორ შეცვალა Miami Ad School-მა თეკო მამალაძის ცხოვრება?
24 ივლ. 2023
3 წუთი წასაკითხად
3 წუთი წასაკითხად
გაიგე, როგორ დაეხმარა Miami Ad School Europe თეკო მამალაძეს მთების გადადგმაში. აღმოაჩინე ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის შესაძლებლობა და შენი წარმატების გზა.
24 ივლ. 2023
3 წუთი წასაკითხად
სლოგანი „ჩვენ ვქმნით შემოქმედებითი ინდუსტრიის მომავალს“ სხვა შემთხვევაში ზედმეტად ამბიციურად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ როცა Miami Ad School Europe-ზეა საუბარი, არაფერია გადაჭარბებული, რადგან MASE სარეკლამო ინდუსტრიაში საუკეთესო სკოლად არის აღიარებული, რომელიც თავისუფლებისა და განვითარების უნიკალური სივრცეა შემოქმედებითი ნიჭისა და პოტენციალის მქონე ადამიანებისთვის.
არტ დაირექშენი, ქოფირაითინგი, ვებდიზაინი, ფოტოხელოვნება, სოციალური მედია – ის სფეროებია, რომლებიც სულ უფრო მოთხოვნადი ხდება თანამედროვე მსოფლიოში და მრავალი სასწავლო კურსიც არსებობს, რომლებიც ამ მიმართულებით წარმატების მიღწევას გპირდება. თუმცა, ტრადიციული სასწავლო მოდელისგან განსხვავებით, მაიამის სკოლა ორიენტირებულია პრაქტიკულ ცოდნაზე და თანამშრომლობს მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებთან, რაც სტუდენტებს კარიერული განვითარების გარანტირებულ პერსპექტივას სთავაზობს.
მედია და ციფრული ხელოვნებით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის MASE-ში სწავლა ოცნებაა, თუმცა საკმაოდ ძვირადღირებული. ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია კი ყველას აძლევს შესაძლებლობას, რომ ოცნებები რეალობად აქციოს: საქართველოს ბანკი მაიამის სკოლის ევროპულ კამპუსში სწავლას სრულად აფინანსებს.
თუ როგორ შეიძლება შეცვალოს Miami Ad School Europe-მა შენი ცხოვრებაც, ამაში თეკო მამალაძის გამოცდილება დაგარწმუნებს, რომელიც მაიამის სკოლის კურსდამთავრებული და წარმატებული არტ დირექტორია.
‘გამომგონებლობა’ მინდოდა თუ არ მინდოდა, ბავშვობიდან მაინც ხშირად მიწევდა. ჩემს სათამაშოებს თვითონვე ვაკეთებდი, ტანს ხის ტოტებისგან ვაწყობდი, კაბებს – ბებოს ძველი ნაჭრებისგან , სახე მუყაოზე დახატული თვალები, ცხვირი და პირი იყო, თმა კი – ძაფები. პატარაობიდანვე გამომიმუშავდა უნარი, რომ რაღაც თუ მინდოდა, ჩემით უნდა გამომეგონა. ეს მაშინ, ალბათ, სევდიანი იყო, მაგრამ დღეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარეა.
თეკომ მაიამის სკოლაში სწავლა 2018 წელს დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქართველოს ბანკის სტიპენდია არ არსებობდა, შესაბამისად მაიამის სკოლამდე უფრო რთული გზის გავლა მოუწია:
დაახლოებით ათასამდე სხვადასხვა ორგანიზაციას დავუკავშირდი საქართველოშიც და მის გარეთაც შეთავაზებით, რომ სწავლას თუ დამიფინანსებდნენ, მათთვის ვიმუშავებდი, თუმცა, რა თქმა უნდა, არცერთმა ყურიც არ შეიბერტყა. ბოლოს ისევ კლასიკურ მეთოდს მივმართე და იმხელა სესხი ავიღე, ღამით რომ არ მაძინებდა, თუმცა მიღირდა.
მიუხედავად რისკისა, ფიქრობს, რომ მის მიერ გადადგმული ეს გაბედული ნაბიჯი არ უნანია და დროსთან ერთად შესაბამისი შედეგიც მიიღო.
მაიამი ედ სქულში სწავლა ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში. არა მხოლოდ იმიტომ, რომ იქ საუკეთესო პროფესიონალები გასწავლიან, არც მხოლოდ იმიტომ, რომ შესაძლებლობა გეძლევა, ტოპ სააგენტოებში იმუშაო, და არც იმიტომ, რომ უცხოეთში ცხოვრება ძალიან გზრდის; არამედ იმიტომ, რომ მთლიანად შეცვალა ჩემი მაინდსეტი და ახლებურად დავინახე ეს ცხოვრება. აღმოვაჩინე ჩემში ის უნარები, რომლებზეც წარმოდგენაც არ მქონდა და ვიგრძენი ის ძალა, რომლითაც შემეძლო მთაც კი გადამედგა, თუ მომინდებოდა.
მაიამის სკოლაში სწავლის შემდეგ თეკომ მსოფლიოს სხვადასხვა კრეატიულ ფესტივალზე 30-ზე მეტი ჯილდო აიღო, მუშაობდა ნიუ-იორკის უზარმაზარ სააგენტოში – 360i-ში, ტორონტოში – Rethink-ში, რომელიც ყოველ წელს სააგენტოების საუკეთესო სამეულშია, შემდეგ იყო იაპონური სააგენტო Wunderman Thompson, გერმანულ We The Brand. თეკო საქართველოშიც მუშაობდა ლივინგსტონსა და ვინდფორსში.
ახლა ჩემი ცხოვრების ახალ ეტაპზე ვარ, სულ ახლახან გადმოვედი დუბაიში სამუშაოდ ერთ-ერთ საუკეთესო კრეატიულ სააგენტოში, Blink Experience-ში, სადაც ისეთი მასშტაბის პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა მეძლევა, აქამდე რომ არც დამსიზმრებია.
თეკო იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ ფიქრობენ, სცადონ თუ არა ბედი სასტიპენდიო კონკურსში, ურჩევს, ირწმუნონ საკუთარი თავის და არასოდეს იფიქრონ, რომ არაფერი გამოუვათ და არ არიან საკმარისად განსაკუთრებულები:
თუ გინდათ, რომ თქვენი ცხოვრება არასოდეს შეიცვალოს, არასოდეს იყოს მრავალფეროვანი, არასოდეს იყოს გამორჩეული და ხმამაღალი, მაშინ არასოდეს ისწავლოთ მაიამი ედ სქულში.
ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის მოპოვების შესახებ ინფორმაციას ამ ბმულზე შეგიძლია გაეცნო.
2 წუთი წასაკითხად
23 ივნ. 2026
ისწავლე, რატომ არ უნდა მოუსმინო სხვებს პროფესიის არჩევისას და რატომ არის საკუთარი თავის ნდობა წარმატების მთავარი გასაღები. მედეა ტაბატაძის წერილი შენთვის.
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
თუ ზუგდიდში მოგზაურობას გეგმავ, დადიანების სასახლე იმ ადგილების სიაშია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო. თუმცა, მისი ღირებულება მხოლოდ გამორჩეული არქიტექტურით არ განისაზღვრება – ამ კედლებში ინახება ისტორიები, რომლებმაც ის განათლებისა და კულტურის ცენტრად აქცია. ამიტომ, გიორგი მოსიძესთან ერთად, სამ ნაკლებად ცნობილ ამბავს მოგიყვებით, რომელიც სასახლის მემკვიდრეობას სულ სხვა თვალით დაგანახებს. 1. ევროპასთან დიალოგი სამეგრელოდან სასახლის ისტორიული
2 წუთი წასაკითხად
17 ივნ. 2026
აღმოაჩინე, რომელმა წიგნებმა იქონია გავლენა დათო ტურაშვილზე. გაიგე მისი რეკომენდაციები თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე და წიგნებზე, რომლებიც დროს უსწრებენ.
2 წუთი წასაკითხად
8 ივნ. 2026
ქართველი ბლოგერი და იუთუბერი H1Ta თავის 19 წლის ვერსიას გამოცდილებას უზიარებს. გაიგე მისი რჩევები ინტუიციის, უწყვეტი სწავლის, დროის ფასისა და მარცხის, როგორც ძვირფასი გაკვეთილის შესახებ
2 წუთი წასაკითხად
23 ივნ. 2026
2 წუთი წასაკითხად
8 ივნ. 2026