2 წუთი წასაკითხად
4 მიზეზი, რატომ არის შოპინგისთვის საუკეთესო დრო ახლა [2024]
23 იან. 2024
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
მოერიდე რიგებს, საცობებს და ისარგებლე ფასდაკლებებით. გაიგე, როგორ მიიღო 200-ლარიანი ვაუჩერი საქართველოს ბანკისგან შოპინგისას!
23 იან. 2024
2 წუთი წასაკითხად
დღესასწაულებით სავსე პერიოდმა ჩაიარა – ბევრი ვიფიქრეთ, ვირბინეთ, რიგებსა და საცობებში საათები ვატარეთ, რათა ჩვენთვის სასურველი ნივთი გვეყიდა და საკუთარი თავი და საყვარელი ადამიანები გაგვეხარებინა. თუმცა, თუ საყიდლების სიაში ყველაფერი შესრულებულად ჯერ არ მოგინიშნავს, გარდერობის განახლება გინდა, ან ის ადამიანი ხარ, ვისაც კარგი აქციები რაღაცის ყიდვას ყოველთვის ანდომებს, ამ ბლოგში მოგიყვებით რამდენიმე მიზეზს, რატომ არის შოპინგისთვის საუკეთესო დრო სწორედ ახლა.
რიგში დგომა არ მოგიწევს
როგორც ზემოთ ვახსენეთ, ახალი წლის პერიოდი და დღესასწაულები რიგში დგომის გარეშე წარმოუდგენელია. არ აქვს მნიშვნელობა პურს ყიდულობ, ღვინოს თუ პერანგს, რიგში დგომა ყველგან გიწევს. და რადგან ამ სასიამოვნო ქაოსმა ჩაიარა, ახლა არის პერიოდი, როცა შეგიძლია სასურველ მაღაზიას ესტუმრო, მშვიდად აარჩიო ტანსაცმელი თუ ფეხსაცმელი და რიგში დიდი დროის გატარების გარეშე შეიძინო, რაც გინდა.
საცობში არ გაიჭედები
წინასაახალწლო პერიოდში მოლებთან თუ მოხვედრილხარ, პირველი, რასაც შეამჩნევდი – გაჩერებული ქუჩებია. მანქანებს საათობით უწევდათ საცობში დგომა, რადგან ყველას ერთი მიზანი ჰქონდა – სასურველი ნივთის ხელში ჩადგება, ამიტომაც, საცობსაც არ უშინდებოდნენ. ამჟამად ასეთი სიტუაცია აღარ არის და თამამად შეგიძლია მოლში მისვლა, საყვარელ მაღაზიაში შესვლა და მშვიდად შოპინგი ისე, რომ იმაზე არ მოგიწიოს ფიქრი, ოდესმე თუ გააღწევ მოლის პარკინგიდან.
მაღაზიებში საბოლოო ფასდაკლებები იწყება
როცა ახალი სეზონი სადაცაა კარს მოადგება, მაღაზიები წინა სეზონის კოლექციებზე საბოლოო ფასდაკლებებს იწყებენ, ახალი წლის შემდეგი პერიოდი კი ერთ-ერთი ასეთია. სანამ გაზაფხული დაიწყება და მაღაზიებიც ახალ კოლექციას წარმოადგენენ, მანამდე ზამთრის კოლექციებზე დიდ ფასდაკლებას იწყებენ, ამიტომ, შეიარე საყვარელ მაღაზიებში და დაათვალიერე, შენთვის სასურველი ნივთები შესაძლოა დიდი ფასდაკლებით შეიძინო.
საქართველოს ბანკისა და Dressup-ის განსაკუთრებული აქცია
მე-4 მიზეზზე კი ცოტა ვრცლად მოგიყვებით. რა გვახსენდება მრავალფეროვან მაღაზიებზე, დახვეწილ კოლექციებსა და გემოვნებიან ტანსაცმელ-ფეხსაცმელებზე, თუ არა დრესაპი, რომელიც საქართველოში ყველასთვის ცნობილ და საყვარელ ბრენდებს აერთიანებს. დრესაპს არაერთი ფიზიკური მაღაზია და მასშტაბური ონლაინ პლატფორმა, Dressup.ge აქვს.
შოპინგისთვის ამ საუკეთესო დროს კი საქართველოს ბანკის ნებისმიერი მომხმარებელი განსაკუთრებული შეთავაზებით ისარგებლებს – 8 იანვრიდან 29 თებერვლის ჩათვლით თუ Dressup-ის მაღაზიებში ჯამურად 1 500 ლარს დახარჯავ, 200-ლარიან ვაუჩერის პრომოკოდს მიიღებ. არ აქვს მნიშვნელობა, ამ უამრავი მაღაზიიდან ერთში იშოპინგებ თუ რამდენიმეში ერთად, მთავარია, ჯამურმა თანხამ 1 500 ლარს შეადგინოს. მაგალითად, შეგიძლია ფეხსაცმელი Levi’s-ში შეიძინო, შარვალი – Mavi-ში, ზედა Calvin Klein-ში, ქურთუკი Tommy Hilfiger-ში, სამოგზაურო ჩანთა კი Samsonite-ში, გადაიხადო 1 500 ლარზე მეტი საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით (მათ შორის ამექსით), საქართველოს ბანკის ტერმინალზე და 200-ლარიანი ვაუჩერი შენია, ამ ვაუჩერს კი დრესაპის ფიზიკურ მაღაზიებში 15 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით გამოიყენებ.
თუ მაღაზიებში შოპინგი გიყვარს, შეგიძლია დრესაპის მაღაზიებს ეწვიო და ადგილზე მოისინჯო ესა თუ ის პროდუქცია ან ონლაინ, Dressup.ge-ზე, სახლიდან გაუსვლელად შეიძინო სასურველი ნივთი.
და არ დაგავიწყდეს – ნებისმიერ დროს შეგიძლია, საქართველოს ბანკის მომხმარებელი გახდე. ამისთვის სასურველი ბარათის შეკვეთაა საჭირო, რასაც ვებგვერდზე რამდენიმე წამში შეძლებ.
2 წუთი წასაკითხად
4 მარ. 2026
გაიგე, რომელი ბარათით მიიღებ საუკეთესო ქეშბექსა და ფასდაკლებას საგაზაფხულო შოპინგზე. აღმოაჩინე PLUS, Student, sCool და AmEx ბარათების შეთავაზებები
3 წუთი წასაკითხად
19 დეკ. 2025
Secret Santa-ს საჩუქრის არჩევა რთულია? აღმოაჩინე იდეები მოდის, ტექნიკის, ბავშვებისა და სხვა კატეგორიებისთვის. გამოიყენე PLUS ბარათი და დაიბრუნე ქულები.
2 წუთი წასაკითხად
19 დეკ. 2025
გეგმავ ზამთრის ვოიაჟს? აღმოაჩინე PLUS ბარათის ექსკლუზიური შეთავაზებები ინტერნეტზე, ბარგსა და საჩუქრებზე. გაიგე, როგორ აქციო შენი მოგზაურობა დაუვიწყარ თავგადასავლად!
2 წუთი წასაკითხად
26 ნოე. 2025
Black Friday 2025: შენი გზამკვლევი საუკეთესო შეთავაზებებისთვის! აღმოაჩინე ექსკლუზიური ქეშბექი, PLUS ქულები და ფასდაკლებები Student, sCool, PLUS და American Express ბარათებით.