Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

PLUS-ის დაბადების დღის შედეგები | 5 ივლისი 2024

11 ივლ. 2024

10-ის ნახევრიდან მოლის კართან დგომა, წინასწარ გამზადებული სია და სრული მზადყოფნა სასურველი ნივთების დასატაცებლად – აქ, ალბათ, შენი თავი და მეგობრები ამოიცანი 5 ივლისს, PLUS-ის დაბადების დღეზე, რომელიც შოპინგის ეროვნულ დღედ იქცა. ბლოკნოტიდან დაწყებული აიფონით დამთავრებული – დღის მიწურულს მაღაზიებში თითქმის აღარაფერი დარჩა.

ამ დღეს არც საცობში დგომამ შეგვაწუხა და არც რიგებში, არც საათობით რაღაცების თვალიერება დაგვეზარა და არც სალაროსთან დიდი ხნით ლოდინი, რადგან სწორედ 5 ივლისს PLUS ქულებით ყველაფრის 50%-იანი ფასდაკლებით შეძენა იყო შესაძლებელი – იუბილარი თავად იყო ნაირნაირი საჩუქრების გამცემი.

PLUS-ის დაბადების დღემ მთელი საქართველო მოიცვა – ადამიანები ერთმანეთს შენაძენებს უზიარებდნენ, საყვარელ ნივთებს სოციალური ქსელების „სთორებში“ ათავსებდნენ, წერდნენ დაუჯერებელ რიგებსა და საცობებზე, რადგან ამ დღემ ყველა ასაკის და გემოვნების ადამიანი გააერთიანა. დაბადების დღის შესახებ არაერთი ვიდეო გამოქვეყნდა TikTok-ზე, რომლებშიც ინფლუენსერები შენაძენებზე, ასევე, ხალხის განწყობაზე გვესაუბრებოდნენ.

5 ივლისის ბედნიერ დღედ ქცევაში წელს 250-ზე მეტი ბრენდი ჩაერთო, ხოლო მთელი საქართველოს მასშტაბით PLUS ქულებით 100,000-ზე მეტი გადახდა დაფიქსირდა. აქტიურობა, რა თქმა უნდა, არამარტო თბილისში, არამედ მთელ საქართველოში იყო. ამ კუთხით კი რეიტინგი ასე გამოიყურება:

  • თბილისი
  • ბათუმი
  • ქუთაისი
  • რუსთავი
  • გორი
  • ზუგდიდი
  • თელავი
  • ფოთი
  • ხაშური
  • ოზურგეთი

საქართველოს ბანკის მომხმარებლებმა ყველაზე მეტი ქულა ტექნიკაში დახარჯეს, შემდეგ – ტანსაცმელში, თავის მოვლაში, სახლის ნივთებსა და ავეჯში და ბოლოს – აქსესუარებში.  

ამ დღისთვის PLUS-ის მომხმარებლები მზადებას არა წინა დღით, არამედ თვეებით ადრე იწყებენ. თუ PLUS ბარათი არ გაქვს, ციფრულ ვერსიას მობილბანკიდან რამდენიმე წუთში გაააქტიურებ, ან ფიზიკურს შეუკვეთავ. გაითვალისწინე, რომ საქართველოს ბანკი მრავალფეროვან აქციებს გთავაზობს, როცა 10-ჯერ, 20-ჯერ და 50-ჯერ მეტი PLUS ქულის დაგროვება შეგიძლია, ასევე, სხვადასხვა მაღაზიებში PLUS-ებით გადახდისას ხშირად გელოდება ფასდაკლებები.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს