Logo
ბლოგი
Time icon

3 წუთი წასაკითხად

SOLO Visa: 5 სამოგზაურო უპირატესობა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

აღმოაჩინეთ SOLO Visa ბარათის 5 მთავარი სამოგზაურო უპირატესობა. ისარგებლეთ Fast Track-ით, აეროპორტის ლაუნჯებით, სასტუმროს ფასდაკლებებით და სამოგზაურო დაზღვევით

მოგზაურობა, პირადი თუ საქმიანი მიზნებით, ხშირად დატვირთულ გრაფიკთან და სტრესულ ორგანიზაციულ საკითხებთანაა დაკავშირებული.

SOLO Visa ბარათი საშუალებას გაძლევთ, ეს პროცესი მაქსიმალურად გაიმარტივოთ. აეროპორტის რიგების გვერდის ავლიდან დაწყებული, სასტუმროში პრივილეგიებით დასრულებული – თქვენი ბარათი მოგზაურობას სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს.

გთავაზობთ SOLO Visa ბარათების ძირითად სამოგზაურო უპირატესობებს, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ მომდევნო მოგზაურობის დაგეგმვისას:

1. დროის დაზოგვა და სისწრაფე: Fast Track

ყველაზე დამღლელი პროცესი, როგორც წესი, აეროპორტის ფორმალობებსა და რიგში დგომას უკავშირდება. SOLO Visa ბარათის ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული უპირატესობა სწორედ Fast Track-ია, რომელიც ფორმალური პროცედურების გვერდის ავლით, დაჩქარებულ გავლას გულისხმობს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეს პრივილეგია მოქმედებს როგორც გაფრენის, ისე ჩამოფრენის დროს. არ გჭირდებათ დამატებითი რეგისტრაცია, საკმარისია, ტურნიკეტთან თქვენი ფიზიკური ან ციფრული ბარათი დააფიქსიროთ და მომენტალურად გაივლით უსაფრთხოების კონტროლს.

უფასო ვიზიტების რაოდენობა დამოკიდებულია თქვენი ბარათის ტიპზე:

  • Visa Platinum / Business – 6 ვიზიტი წლის განმავლობაში
  • Visa Signature / Business – 10 ვიზიტი
  • Visa Infinite – ულიმიტო სარგებლობა

ევროპისა და თურქეთის წამყვან აეროპორტებში (მათ შორის იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში) ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ რიგის გარეშე გავლით. საერთაშორისო აეროპორტებში სერვისის მისაღებად დაგჭირდებათ მხოლოდ QR კოდი, რომელსაც მარტივად, Visa Concierge-ის ჩატბოტში დააგენერირებთ.

2. მშვიდი სივრცე ხმაურიან ტერმინალში: აეროპორტის ლაუნჯები

​​ხანგრძლივი გადაჯდომა ან რეისის დაგვიანება ხშირად დამღლელ ლოდინთან ასოცირდება. თუმცა, არის მომენტები, როდესაც აეროპორტის დატოვებას ვერ ასწრებთ, ხმაურიან ტერმინალში დარჩენა კი არ გსურთ. ასეთ დროს ლაუნჯი იდეალური გამოსავალია – ადგილი, სადაც აეროპორტის ქაოსი სრულიად გავიწყდებათ, სანაცვლოდ კი გემრიელი წასახემსებელი, ცხელი ყავა, სწრაფი ინტერნეტი და მოსახერხებელი მოსასვენებელი სივრცე დაგხვდებათ.

SOLO Visa ბარათით, Visa Airport Companion აპლიკაციის (DragonPass) დახმარებით, მსოფლიოს მასშტაბით 1 200-ზე მეტ ლაუნჯს შეგიძლიათ ესტუმროთ დამატებითი საფასურის გარეშე. 

3. მუდმივი კავშირი და პირადი ასისტენტი

უცხო გარემოში სრული კომფორტისთვის მხოლოდ კარგი სასტუმრო არ კმარა. სიმშვიდის განცდას ხშირად ისეთი დეტალები ქმნის, როგორიცაა სტაბილური კავშირი ოჯახთან და საორგანიზაციო საკითხების მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოგვარება.

  • ინტერნეტი: ახალ ქალაქში ჩასვლისას, სიმ-ბარათების ძებნისა და შეცვლის ნაცვლად, SOLO Visa ბარათისა და Roamingo-ს პარტნიორობით, ინტერნეტთან წვდომა მომენტალურად გექნებათ. Roamingo-ს აპლიკაციაში, პროფილის გვერდზე, ველში “გაიაქტიურე საჩუქარი” SOLO Visa ბარათის მითითებით, საჩუქრად მიიღებთ 5GB ინტერნეტს, 2GB ან მეტი მოცულობის პაკეტის შეძენისას კი დამატებით – 1GB ინტერნეტს. 
  • Visa Concierge: რაც შეეხება ლოჯისტიკას, Visa Concierge პირადი ასისტენტის როლს ითავსებს. ის 24/7-ზე ზრუნავს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა რესტორნის დაჯავშნა, ღონისძიების ბილეთების მოძიება თუ მარშრუტის დაგეგმვა, რაც საშუალებას მოგცემთ, რუტინული საკითხების ნაცვლად, დრო მხოლოდ შთაბეჭდილებებს დაუთმოთ.

4. პრემიუმ კლასის სასტუმროები და ექსკლუზიური ფასდაკლებები

სასტუმროს შერჩევა მოგზაურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. თქვენი ბარათი საშუალებას გაძლევთ, არა მხოლოდ დაზოგოთ თანხა, არამედ მიიღოთ განსაკუთრებული სტუმრის სტატუსი.

  • Visa Luxury Hotel Collection: 2026 წლის ბოლომდე, ისეთი პრესტიჟული ქსელების სასტუმროებში, როგორიცაა Peninsula, Park Hyatt და Shangri-La, SOLO Visa ბარათით ჯავშნისას ისარგებლებთ ექსკლუზიური პირობებით.
  • Agoda: თუ დისტანციური დაჯავშნისთვის Agoda-ს ვებგვერდს გამოიყენებთ და SOLO Visa ბარათით გადაიხდით, 12%-მდე ფასდაკლებას მიიღებთ 2026 წლის ბოლომდე.
  • Rixos Hotels: თუ თქვენი არჩევანი Rixos-ის ქსელზე შეჩერდება, SOLO Visa ბარათით გადახდისას მიიღებთ 15%-იან ფასდაკლებას ისეთ დამატებით სერვისებზე, როგორიცაა სპა, რესტორანი და ტრანსფერი.
  • ადგილობრივი პრივილეგიები: გლობალური პარტნიორების გარდა, თქვენი SOLO Visa ბარათი უპირატესობებს კონკრეტულ ქალაქებშიც გთავაზობთ. დუბაიში მოგზაურობისას შეგიძლიათ ისარგებლოთ სპეციალური პირობებით სასტუმროებზე, კულინარიულ მასტერკლასებზე, მუზეუმებსა თუ სხვადასხვა გასართობ აქტივობაზე.

5. უსაფრთხოება და კომფორტული გადაადგილება

სრული სიმშვიდისთვის გადამწყვეტია იმის ცოდნა, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან დაზღვეული ხართ, ტრანსპორტირება კი მარტივად და ფინანსურად მომგებიანად არის მოგვარებული.

  • სამოგზაურო დაზღვევა: SOLO Visa ბარათი ზედმეტი ბიუროკრატიისგან გათავისუფლებთ. ავიაბილეთის ან სასტუმროს ღირებულების გადახდისას, დაზღვევა ავტომატურად აქტიურდება და მოგზაურობის სრული პერიოდის განმავლობაში გიცავთ.
  • ტრანსპორტი: კომფორტი სახლიდან გასვლისთანავე იწყება. გამოიძახეთ Bolt თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში აეროპორტებამდე ან აეროპორტიდან მგზავრობისას, გადაიხადეთ Visa ბარათით და ისარგებლეთ 50%-იანი ფასდაკლებით. ხოლო დანიშნულების ადგილზე, Avis-ის ავტომობილებზე 35%-მდე ფასდაკლება მოქმედებს, რაც დამოუკიდებლად გადაადგილების თავისუფლებას გაძლევთ.

SOLO Visa ბარათი თქვენი საიმედო პარტნიორია, რომელიც ზრუნავს, რომ მოგზაურობის თითოეული წუთი, გაფრენიდან შინ დაბრუნებამდე, მაქსიმალურად კომფორტული იყოს, თუმცა მოგზაურობის შეთავაზებები ბარათის მხოლოდ ერთ-ერთი მიმართულებაა.

თუ ჯერ კიდევ არ ფლობთ SOLO Visa ბარათს, შესაკვეთად დაუკავშირდით თქვენს SOLO ბანკირს ან გაიაქტიურეთ მობილბანკში

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს