Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

რომელ სტატუსს როგორ მიიღებ საქართველოს ბანკის ლოიალურობის პროგრამაში

ოდესმე დაფიქრებულხარ, დღეში რამდენ რამეს ყიდულობ? დღის განმავლობაში, სხვა თუ არაფერი, რამდენჯერმე შეიძლება შეიარო სუპერმარკეტში და სასუსნავი გააყოლო ხელს ან სახლისთვის აუცილებელი პროდუქტები შეიძინო. ცხადია, კიდევ უფრო მეტი სიმარტივისთვის გადახდისას საბანკო ბარათებს ვიყენებთ, თუმცა კომფორტულობის გარდა, საქართველოს ბანკის ბარათების ყოველი გამოყენებისას დამატებითი სარგებელიც შეგიძლია მიიღო.

საქართველოს ბანკის ბარათების მფლობელები ლოიალობის PLUS პროგრამაში არიან ჩართულები, რომლითაც ყოველი გადახდა ავტომატურად უდრის დაგროვებას.

მობილბანკში მედლების სივრცე გამოჩნდა, სადაც ლოიალურობის სტატუსებსაც იხილავ. ყველაფერს, რაც ამ თემაზე უნდა იცოდე, ქვემოთ მოგიყვებით:

სტატუსები

ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში სტატუსები ასე გამოიყურება: Starter, Bronze, Silver და Gold. საწყისი, Starter სტატუსი ავტომატურად ენიჭება ყველა ახალ მომხმარებელს. სტატუსის გაუმჯობესება კი უკვე ვარსკვლავებით იქნება შესაძლებელი.

  • Starter სტატუსი 0-1 ვარსკვლავით იღებ
  • Bronze სტატუსს 2 ვარსკვლავით გენიჭება
  • Silver სტატუსის მოსაპოვებლად 3 ვარსკვლავი დაგჭირდება
  • Gold სტატუსისთვის კი 4 ვარსკვლავი უნდა მოაგროვო

ვარსკვლავები

ვარსკვლავების მოპოვება ამა თუ იმ საბანკო პროდუქტით სარგებლობისას შეგიძლია; თითოეულს მინიჭებული აქვს შესაბამისი ვარსკვლავი, რომელიც პროდუქტის გააქტიურებიდან მეორე დღეს აისახება შენს ანგარიშზე და სტატუსიც მომენტალურად მოგენიჭება. სტატუსის გაუმჯობესება ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ხშირად იხდი ბარათით.

  • სადებეტო ბარათი: თვეში მინიმუმ 20-ჯერ გადახდისას აგროვებ 1 ვარსკვლავს.
  • საკრედიტო ბარათი: თვეში მინიმუმ 10 გადახდისას – 2 ვარსკვლავს.
  • ანაბარი: 1 ვარსკვლავი მოგენიჭება მინიმუმ 300 ლარიანი ანაბრის გახსნისას.
  • სამომხმარებლო სესხი ან ნაწილ-ნაწილ გადახდა: სესხის აღებისას ან ნაწილ-ნაწილ სერვისით სარგებლობისას მიიღებ 1 ვარსკვლავს.
  • სახელფასო ანგარიში: თუ საქართველოს ბანკში სახელფასო ანგარიში გაქვს, 1 ვარსკვლავიც შენია.
  • საბანკო ნაკრებები: M საბანკო ნაკრებით სარგებლობისას დაიმსახურებ 1 ვარსკვლავს, ხოლო L ნაკრების არჩევისას – 2 ვარსკვლავს.

მოკლედ, ვარსკვლავების მოგროვების იმდენი გზა არსებობს, რამდენიც გაგიხარდება.

გაითვალისწინე, რომ სტატუსი გაქვს მანამდე, სანამ შესაბამისი საბანკო პროდუქტები აქტიურია. მაგალითად, თუ ნაწილ-ნაწილ გადახდის მეთოდით 1 ვარსკვლავი მოიპოვე და სამომხმარებლო სესხის აღებითაც – 1 ვარსკვლავი, მაშინვე გაგიაქტიურდება Bronze სტატუსი. თუმცა, თუ სესხი დაფარე, მისი კუთვნილი 1 ვარსკვლავი (და სტატუსიც) შეგინარჩუნდება მომდევნო თვის ბოლომდე. ასე რომ, თვეზე მეტი დრო გექნება სტატუსის სხვა გზით შესანარჩუნებლად.

რა სარგებელი აქვს სტატუსებს

Starter (0-1 ვარსკვლავი)

  • PLUS ბარათით გადახდილ 1 ლარზე 1 PLUS ქულა
  • სხვა სადებეტო ბარათით გადახდისას 1 ლარზე 0.5 PLUS ქულა
  • სტუდენტური ბარათით გადახდისას 1 ლარზე 2 PLUS ქულა
  • თანხის განაღდების დღიური ლიმიტი 2 500 ლარი
  • 35%-მდე ფასდაკლება ევექსი კლინიკებში
  • Wolt+ 3 თვიანი გამოწერა უფასოდ

Bronze (2 ვარსკვლავი)

  • PLUS ბარათით გადახდილ 1 ლარზე 1.5 PLUS ქულა
  • სხვა სადებეტო ბარათით გადახდისას 1 ლარზე 0.5 PLUS ქულა
  • სტუდენტური ბარათით გადახდისას 1 ლარზე 2 PLUS ქულა
  • თანხის განაღდების დღიური ლიმიტი 2 500 ლარი
  • 10%-იანი ფასდაკლება Amex ბარათის წლიურ საკომისიოზე
  • 35%-მდე ფასდაკლება ევექსი კლინიკებში
  • Wolt+ 3 თვიანი გამოწერა უფასოდ

Silver (3 ვარსკვლავი)

  • PLUS ბარათით გადახდილ 1 ლარზე 1.75 PLUS ქულა
  • სხვა სადებეტო ბარათით გადახდისას 1 ლარზე 0.5 PLUS ქულა
  • სტუდენტური ბარათით გადახდისას 1 ლარზე 2 PLUS ქულა
  • თანხის განაღდების დღიური ლიმიტი 3 000 ლარი
  • Amex ბარათის წლიურ საკომისიოზე ფასდაკლება 25%
  • 40%-მდე ფასდაკლება ევექსი კლინიკებში 
  • Wolt+ 3 თვიანი გამოწერა უფასოდ

Gold (4 ვარსკვლავი)

  • PLUS ბარათით გადახდისას 1 ლარზე 2 PLUS ქულა
  • სხვა სადებეტო ბარათით გადახდილ 1 ლარზე 0.5 PLUS ქულა
  • სტუდენტური ბარათით გადახდისას 1 ლარზე 2 PLUS ქულა
  • თანხის განაღდების დღიური ლიმიტი 5,000 ლარი
  • 50%-იანი ფასდაკლება Amex ბარათის წლიურ საკომისიოზე
  • 50%-მდე ფასდაკლება ევექსი კლინიკებში
  • ბარათის უფასოდ მიტანის სერვისი
  • Wolt+ 12 თვიანი გამოწერა უფასოდ

ასე რომ, გადახედე საქართველოს ბანკის საბანკო პროდუქტებს, აირჩიე შენთვის სასურველი, მიიღე ვარსკვლავები და გაიუმჯობესე სტატუსი. ლოიალურობის პროგრამაზე სიახლეებს კი ჩვენს ბლოგზეც შეგიძლია თვალი მიადევნო.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს