2 წუთი წასაკითხად
5 ხრიკი ფულად გზავნილებზე: როგორ დაზოგო, დაიბრუნო და მოიგო თანხა
10 ოქტ. 2025
2 წუთი წასაკითხად
საერთაშორისო ფულადი გზავნილი ბევრისთვის ყოველდღიურობაა, იქნება ეს ოჯახის დახმარება თუ პირადი ფინანსების მართვა. ეს, როგორც წესი, სტანდარტული პროცესია, თუმცა, თუ დეტალებს ჩაუღრმავდები, აღმოაჩენ, რომ ამ მარტივი ოპერაციით ბევრად მეტი სარგებლის მიღება შეგიძლია.
საქართველოს ბანკი რამდენიმე საინტერესო და, რაც მთავარია, ფინანსურად მომგებიან შესაძლებლობას გთავაზობს. მოდი, კონკრეტულად განვიხილოთ 5 ხრიკი.
1. შანსი, მოიგო 650,000 ლარიანი საპრიზო ფონდიდან
მობილბანკით ან ინტერნეტბანკით გზავნილის გაგზავნისას ან განაღდებისას, შენ ავტომატურად ხდები მობილბანკის გათამაშების მონაწილე, რომლის საპრიზო ფონდიც 650,000 ლარია.
როგორ მუშაობს მობილბანკის გათამაშება?
- ბილეთების დაგროვება: ბილეთებს იღებ არა მხოლოდ გზავნილის შესრულებისთვის, არამედ მობილბანკის სხვა აქტივობებისთვისაც: აპლიკაციაში შესვლა, გადარიცხვა, პროდუქტის გააქტიურება და ა.შ.
- ყოველთვიური და ფინალური ეტაპი: გათამაშება ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობს. ყოველ თვეში სამი გამარჯვებული ვლინდება, დეკემბერში კი ფინალია და საპრიზო ფონდი ნახევარ მილიონ ლარს მიაღწევს. ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას იღებს ყველა ბილეთი, რომელიც წინა თვეებში დააგროვე.
2. 50%-იანი ქეშბექი Western Union-ის საკომისიოზე
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს შანსი გაქვთ, დაზოგოთ Western Union-ის ყოველ გზავნილზე:
- გამოიყენე საქართველოს ბანკის მობილბანკი ან ინტერნეტბანკი Western Union-ით საზღვარგარეთ თანხის გასაგზავნად და საკომისიოს ნახევარი უკან დაგიბრუნდება
- ეს თანხა შენს ანგარიშზე გზავნილის შესრულების დღის ბოლომდე ავტომატურად აისახება
- შეთავაზება 2025 წლის 31 დეკემბრამდეა ძალაში
3. იღბლიანი გზავნილი: გააორმაგე მიღებული თანხა
თუ რეგულარულად ანაღდებ ფულად გზავნილებს მობილბანკით ან ინტერნეტბანკით, შანსი გაქვს მიღებული თანხა გაიორმაგო! გაორმაგებულ თანხას მიიღებს ის, ვისი გზავნილიც კვირის განმავლობაში 30,000-ე აღმოჩნდება.
- გამარჯვებული კვირაში ერთხელ ვლინდება
- გაორმაგებული თანხის მაქსიმალური ლიმიტი 3,000 ლარია
- აქცია 28 დეკემბრამდეა ძალაში
4. საუკეთესო სავალუტო კურსი 24/7, ფილიალში მისვლის გარეშე
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გზავნილის განაღდებისას სავალუტო კურსია. საქართველოს ბანკი მობილბანკსა და ინტერნეტბანკში გაუმჯობესებულ, სპეციალურ კურსს გთავაზობს. ეს ნიშნავს, რომ შენ:
- ზოგავ დროს და არ გიწევს ფილიალში მისვლა
- სარგებლობ მომსახურებით დღე-ღამის ნებისმიერ დროს
- იღებ მეტ თანხას უკეთესი კონვერტაციის შედეგად
5. შემცირებული საკომისიო Ria-ს გზავნილებზე
თუ შენ საქართველოდან საზღვარგარეთ ფულს Ria-ს სისტემით აგზავნი, შეგიძლია ისარგებლო შემცირებული საკომისიოთი.
15 ოქტომბრის ჩათვლით:
- საკომისიო იქნება 2.0% (სტანდარტული 2.2%-ის ნაცვლად)
- აშშ-ში გზავნილის შემთხვევაში, საკომისიო იქნება 2.0% (2.5%-ის ნაცვლად)
ამიტომ, შემდეგ ჯერზე, როცა გზავნილს გააგზავნი ან მიიღებ, შეასრულე ოპერაცია მობილბანკში. შენი ერთი კლიკით შეგიძლია მოიგო, დაიბრუნო ან სულაც გააორმაგო თანხა!