Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

რა იციან ემიგრანტების ჯგუფის წევრებმა, რაც სხვებმა - არა?

ემიგრანტობისას სანდო ინფორმაცია გჭირდება? შეუერთდი BOG-ის დახურულ FB ჯგუფს: მიიღე ზუსტი პასუხები, ექსკლუზიური შეთავაზებები და გაიზიარე გამოცდილება უსაფრთხო სივრცეში.

საქართველოდან წასულმა ემიგრანტებმა ყველაზე კარგად იციან, რომ სწორი ინფორმაცია ხშირად ბევრ რამეზე უფრო ღირებული შეიძლება აღმოჩნდეს. თუ შენც ემიგრანტი ხარ და ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები გაინტერესებს, ალბათ, გირჩევნია, რომ გადამოწმებული და ზუსტი ინფორმაცია პირდაპირ ბანკისგან მიიღო. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკმა Facebook-ჯგუფი შექმნა: migrants.ge | საქართველოს ბანკი ემიგრანტებისთვის.

მაშ, კონკრეტულად რა იციან ამ ჯგუფის წევრებმა, რაც სხვებისთვის ხელმისაწვდომი არ არის?

1. იციან, როგორ მიიღონ პასუხი ბანკისგან მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

უცხოეთში ბანკისგან პასუხის მისაღებად, ჯგუფის წევრებმა იციან, რომ მათთვის ლოკაცია პრობლემას არ წარმოადგენს. არ აქვს მნიშვნელობა, საბერძნეთში, იტალიასა თუ აშშ-ში იმყოფებიან, მათ შეუძლიათ კითხვა სესხის, გზავნილის თუ სხვა პროდუქტის შესახებ ნებისმიერ დროს დასვან და პასუხს პირდაპირ ბანკისგან მიიღებენ.

2. ექსკლუზიური შეთავაზებების შესახებ პირველები იგებენ

სპეციალური აქციები, განახლებული საპროცენტო განაკვეთები თუ ემიგრანტებისთვის შექმნილი ახალი პირობები – ყველა მნიშვნელოვანი სიახლე პირველად სწორედ ამ ჯგუფში ქვეყნდება. მისმა წევრებმა იციან, რომ მნიშვნელოვანი ფინანსური შესაძლებლობა არ გამოეპარებათ.

3. იციან, რომ შეუძლიათ დასვან ნებისმიერი კითხვა დაცულად

ჯგუფის წევრებმა იციან, რომ შეუძლიათ დასვან ნებისმიერი კითხვა, რადგან ჯგუფი დახურულია და მათ კომენტარებს მხოლოდ სხვა წევრები ხედავენ. მეტიც, მათ იციან, რომ სურვილის შემთხვევაში, ანონიმურობის დაცვაც შესაძლებელია, რაც პირად ფინანსურ საკითხებზე საუბარს კიდევ უფრო ამარტივებს.

4. ეცნობიან სხვა ემიგრანტების რეალურ გამოცდილებას

ოფიციალური ინფორმაციის გარდა, ჯგუფის წევრები ეცნობიან სხვა ემიგრანტების გამოცდილებას და რჩევებს, თუ როგორ გადაჭრეს კონკრეტული პრობლემა ან რომელი სერვისი გამოადგათ ყველაზე მეტად. ეს არის ცოდნა, რომელსაც სხვაგან ვერ იპოვი.

5. იციან საზღვარგარეთ დაგეგმილი ქართული კულტურული ღონისძიებების შესახებ

ჯგუფის წევრები პირველები იგებენ იმ კულტურული და საზოგადოებრივი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება, იქნება ეს „თბილისობა“ ათენში, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ირლანდიაში თუ ქართული წიგნის კუთხეების გახსნა.


საქართველოს ბანკი უკვე დიდი ხანია, აქტიურად ზრუნავს ემიგრანტების საჭიროებებზე. თუ ჯერ კიდევ არ ხარ ჯგუფის წევრი, შემოგვიერთდი და მიიღე შენთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაცია პირველმა.

ასევე – გაეცანი ემიგრანტებისთვის განკუთვნილ პრაქტიკულ რჩევებსა და საინტერესო ბლოგებს ბმულზე

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს