Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

საქართველოს ბანკი მსოფლიოს N1 ციფრული ბანკია – ზედიზედ მეორედ

9 ოქტ. 2025

წარმოიდგინე, რომ შენი ბანკი, რომლის ციფრულ სერვისებსაც ყოველდღიურად იყენებ გადარიცხვებისთვის, კომუნალურების გადასახდელად თუ უბრალოდ ბალანსის შესამოწმებლად, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკად აღიარეს.

ეს უკვე რეალობაა, უკვე მეორედ!

ჩვენთვის დიდი პატივია, რომ პრესტიჟულმა ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance-მა, საქართველოს ბანკი ზედიზედ მეორე წელს დაასახელა მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკად. ამ კონკურსში ჩვენ ისეთ გლობალურ გიგანტებს ვუწევდით კონკურენციას, როგორებიცაა Bank of America, Citi და Revolut.

კიდევ რა ჯილდოები მოვიგეთ?

მთავარ ტიტულთან ერთად, გლობალურ დაჯილდოებაზე კიდევ ხუთი მნიშვნელოვანი აღიარება მივიღეთ:

  • მსოფლიოს საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი
  • საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
  • საუკეთესო ციფრული ბანკი ბიზნესისთვის ტრანსფორმაციის მიმართულებით
  • საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი ონლაინ პროდუქტების შეთავაზების მიმართულებით
  • საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი დაკრედიტების მიმართულებით

ეს მსოფლიო მასშტაბის გამარჯვება აგვისტოში მიღწეული წარმატების ლოგიკური გაგრძელებაა. დაჯილდოების პირველ, რეგიონულ ეტაპზე 34 ჯილდო მოვიპოვეთ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით, რამაც ამ გლობალური აღიარებისთვის მყარი საფუძველი შექმნა.

რატომ არის ეს აღიარება მნიშვნელოვანი?

Global Finance-ის დამფუძნებლის, ჯოზეფ დ. ჯიარაპუტოს თქმით, გამარჯვებულები „საბანკო საქმიანობის მომავლის, ინოვაციურობისა და ლიდერობის მაგალითებს აჩვენებენ“

ჩვენი ფილოსოფიაც სწორედ ეს არის – მუდმივად ვნერგავდეთ ინოვაციებს და ვქმნიდეთ პროდუქტებს, რომლებიც ნამდვილად გჭირდება. თუ გაინტერესებს, რა გზას გადის იდეა, სანამ შენს მობილბანკში ახალ ფუნქციად იქცევა, გირჩევთ, წაიკითხო ჩვენი ბლოგი: როგორ იქმნება პროდუქტი, რომელიც 1.7 მილიონზე მეტ ადამიანს უმარტივებს ყოველდღიურობას.

ეს აღიარება შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი მომხმარებლების გარეშე. თქვენი ნდობა და ყოველდღიური უკუკავშირი გვაძლევს მოტივაციას, მუდმივად ვეძებოთ ახალი გზები და გავხადოთ ჩვენი სერვისები უკეთესი.

ეს გამარჯვება თითოეული ჩვენგანის ერთობლივი შრომის, ინოვაციების და მომხმარებელზე ზრუნვის შედეგია – ამბობს ლევან გომშიაშვილი, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე

მადლობას გიხდით ამ ნდობისთვის. ჩვენ კი გპირდებით, რომ გავაგრძელებთ უფრო და უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას.

თუ ჯერ არ გაქვს, გადმოწერე საუკეთესო ციფრული ბანკის მობილბანკი!

გადმოწერე

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს