2 წუთი წასაკითხად
ალექსანდრე ლორთქიფანიძის საუკეთესო წიგნები წიგნის დღეებისთვის
7 ნოე. 2023
2 წუთი წასაკითხად
2 წუთი წასაკითხად
თბილისის წიგნის დღეები ახლოვდება! ალექსანდრე ლორთქიფანიძე გიზიარებთ მის რჩეულ წიგნებს – აღმოაჩინეთ ახალი ქართული რომანები, საუკეთესო თარგმანები და სხვა.
7 ნოე. 2023
2 წუთი წასაკითხად
ტრადიციულად, საშემოდგომოდ თბილისის წიგნის დღეები იმართება, რომლის ფარგლებშიც ყველა ასაკის მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა, წლის ბოლოს დაგროვილ ლიტერატურულ სიახლეებს გაეცნოს ექსპოჯორჯიის მე-11 პავილიონში და ზამთრის სუსხიანი თვეებისთვის საკითხავი ფასდაკლებებით მოიმარაგოს.
წელს თბილისის წიგნის ფესტივალის გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკია. ამ თანამშრომლობის ფარგლებში ალექსანდრე ლორთქიფანიძის რეკომენდაციებს გთავაზობთ, რაც ფესტივალზე წარმოდგენილ უამრავ წიგნს შორის თქვენთვის შესაფერისის არჩევაში დაგეხმარებათ.
თანამედროვე ქართული რომანი, რომლის წაკითხვასაც იმ მკითხველს ურჩევდით, რომელსაც ჯერ ახალი ქართული ლიტერატურა მაინცდამაინც არ შეუყვარებია
რომანი, რომლითაც თანამედროვე ქართულ ლიტერატურას შევაყვარებდი ადამიანს, არის აკა მორჩილაძის “სანტა ესპერანსა”. ვფიქრობ, ეს წიგნი თანამედროვე საქართველოს დაბადებაზეც ბევრს ამბობს.
ახალი თარგმან(ები)ი, რომელიც წლევანდელ თბილისის წიგნის დღეებზე არ უნდა გამორჩეს მკითხველს.
რამდენიმე წიგნს გამოვარჩევ: კლერ კიგანის “ასეთი წვრილმანები” ჩემთვის ბოლო დროის ერთ-ერთი აღმოჩენაა, ძალიან მაინტერესებს ნაჯიბ მაჰფუზის “გზა”, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული და თავისებური ავტორია თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურაში, ასევე აღსანიშნავია სესარ აირას კრებული, ამ ავტორის გაცნობა ქართულ ენაზე პირველად შეგვიძლია.
დებიუტანტი ან ახალგაზრდა ქართველი მწერლის წიგნი, რომელსაც მკითხველს ურჩევდით
ამ მხრივ ეს წელი უხვად დახუნძლული აღმოჩნდა, ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი იყო თამარ ფოლადაშვილის “ძვლების წიგნი”, გოგა ქობალიას “ჩემი ყანა გადაიქცა მერცხლად” და ივა ფეზუაშვილის “მასკარაფონე”.
წიგნი, რომელიც ბოლო დროს აღმოაჩინეთ, აღფრთოვანდით და სხვებსაც ურჩევთ
არც ისე ახალია, მაგრამ ბოლო დროს აღმოვაჩინე და ყველას ვურჩევ ჰანა არენდტის წიგნის “აიხმანი იერუსალიმში” წაკითხვას.
მოთხრობების კრებული, რომელიც მკითხველის მეტ დაფასებას იმსახურებს
ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო კრებული რაც წამიკითხავს ქართულ ლიტერატურაში, კოტე ჯანდიერის “კონკიას ღამე”
ჟანრული ლიტერატურიდან რას ურჩევდით მკითხველს
ჟანრული ლიტერატურა ჩემი საყვარელი სამყაროა და მახარებს, რომ საქართველოშიც დაიწყო ძვრები ამ მიმართულებით, ამიტომ ყველას ვურჩევ ფენტეზის ჟანრში ახალ ქართველ ავტორებს, გიორგი ხარაიშვილს და გიორგი კვიტატიანს.
თავად თუ აპირებთ რამის შეძენას ამ ფესტივალზე და თუ კი, თქვენი “საყიდლების სია” რომ გაგვიზიაროთ
მოუთმენლობა საკუთარი გულისა მაიძულებს ხოლმე, წიგნი ლამის გამოსვლისთანავე ვიყიდო, ამიტომ რაც წინასწარ მაქვს შეგულიანებული, თითქმის ყველაფერი უკვე ვიყიდე, ფესტივალზე კი თავისუფალ ცურვაში გადავეშვები და ვეცდები აღმოჩენები გავაკეთო, სიაც სპონტანურად შედგება.
5 წუთი წასაკითხად
19 მაი. 2026
TAF-ის არტ-დირექტორი ერიკ შლოსერი ამსხვრევს მითებს კოლექციონერობის შესახებ. ისწავლეთ, როგორ ენდოთ ინტუიციას და შეარჩიოთ პირველი ნამუშევარი თქვენი კოლექციისთვის
3 წუთი წასაკითხად
14 მაი. 2026
21-24 მაისს, SOLO-ს მხარდაჭერით, ექსპო ჯორჯია Tbilisi Art Fair-ს უმასპინძლებს. გაიგეთ, რას ნახავთ რეგიონის მთავარ სახელოვნებო ბაზრობაზე და რატომ არის ის მნიშვნელოვანი.
3 წუთი წასაკითხად
4 მაი. 2026
გაიგეთ, რატომ იყო ქუთაისი რეზო გაბრიაძის შთაგონება და როგორ აღნიშნა SOLO-მ ქუთაისობა. აღმოაჩინეთ ხელოვანის ჯადოსნური სამყარო და ქალაქის უნიკალური ისტორია.
5 წუთი წასაკითხად
17 აპრ. 2026
ამ ამბავზე ავტორი ვერ დაიჟინებს, რომ რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული, თუმცა მისი გმირები იმდენად ახლობლები არიან, ისტორია კი იმდენად უნივერსალურად ადამიანური, რომ მის სინამდვილეში ეჭვის შეტანა ძალიან რთულია; ან, როგორც რეზო გაბრიაძე მოთხრობაში უცხო ჩიტი ამბობს: „ნამდვილზე უფრო ნამდვილია”. თავდაპირველად ბუხრის პირას მოსმენილი მიზანასა და არისტოს, ერთაოზისა და მარგალიტას, ქრისტეფორესა და თამუნიას ამბავი ეკრანიდან, ოპერის სცენიდან
5 წუთი წასაკითხად
19 მაი. 2026
3 წუთი წასაკითხად
14 მაი. 2026
3 წუთი წასაკითხად
4 მაი. 2026