გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი
საქართველოს ბანკი როგორც სტუდენტებს, ისე ახალგაზრდა პროფესიონალებს აძლევს შესაძლებლობას არ გაჩერდნენ განათლების გზაზე და ამისთვის სთავაზობს სხვადასხვა ტიპის სტიპენდიას სწავლისა ან/და სხვა საჭიროებების დასაფინანსებლად.
სტიპენდია ადგილობრივ უნივერსიტეტებში
საქართველოს ბანკის სტიპენდიის დახმარებით საბაკალავრო საფეხურის მოტივირებულ, მიზანდასახულ სტუდენტებს პირველივე კურსიდან აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ სასტიპენდიო პროგრამაში და ისწავლონ 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსებით.
სტიპენდია არქიტექტორებისთვის
გიორგი ჩახავას სტიპენდიის დახმარებით მომავალ არქიტექტორებს აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში და ისწავლონ 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსებით
AI სტიპენდია ქალებისთვის
AI სტიპენდია ქალებისთვის, საქართველოს ბანკისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ერთობლივი პროექტია, რომელიც ქალებს აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვონ 100%-იანი დაფინანსება პარტნიორ აკადემიებში და დაეუფლონ ახალ პროფესიას ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით
საქართველოს ბანკის სტიპენდია პროფესიულ აკადემიებში
საქართველოს ბანკის სტიპენდია ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სურს დაეუფლოს ახალ პროფესიას, აძლევს შესაძლებლობა, მოიპოვოს 100%-იანი დაფინანსება საქართველოს ბანკის პარტნიორ აკადემიებში.
სწავლა გერმანიაში
საქართველოს ბანკმა Miami Ad School Europe-თან ერთად ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია დააწესა და ყოველ წელს 1 სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, 100%-იანი დაფინანსებით ისწავლოს
სწავლა აშშ-ში
საქართველოს ბანკის სტიპენდია ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაში ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მოიპოვონ 100%-იანი დაფინანსება აშშ-ს საუკეთესო უნივერსიტეტებში
სწავლა დიდ ბრიტანეთში
საქართველოს ბანკის სტიპენდია ჩივნინგის პროგრამაში მაგისტრატურაზე სწავლის მსურველებს შესაძლებლობას აძლევს, მოიპოვონ 100%-იანი დაფინანსება უმაღლესი განათლების მისაღებად გაერთიანებული სამეფოს ტოპ უნივერსიტეტში
საქართველოს ბანკის სტიპენდია ფოთის საჭადრაკო კლუბში
საქართველოს ბანკის სტიპენდია ნებისმიერ ბავშვს, ვისაც სურს ისწავლოს ჭადრაკი, აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვოს სწავლის 1 წლიანი დაფინანსება ფოთის საჭადრაკო კლუბში.