საბანკო გარანტია არის ბანკის პირობა, რომ აანაზღაურებს თქვენს ფინანსურ ზარალს, თუ თქვენი ბიზნესპარტნიორი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას არ შეასრულებს
საბანკო გარანტია
გარანტიის ტიპები
ხშირად დასმული კითხვები
რა არის საბანკო გარანტია?
რისთვის გამოიყენება სატენდერო გარანტია?
სატენდერო გარანტია გამოიყენება ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და წარმოადგენს კომპანიის მზაობის დასტურს. იგი უზრუნველყოფს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მონაწილე ნამდვილად გააფორმებს ხელშეკრულებას წარდგენილი პირობების შესაბამისად და არ გამოეთიშება პროცესს კონტრაქტის გაფორმების ეტაპზე
რა განსხვავებაა გარანტიასა და სესხს შორის?
როგორ მიცავს ბანკის გარანტია, თუ დამკვეთი ვარ?
თუ თქვენი კონტრაქტორი არ შეასრულებს სამუშაოს, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ბანკის გარანტიით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურება, რითაც თავიდან აიცილებთ ფინანსურ ზარალს
რა არის გადახდის გარანტია?
გადახდის გარანტია იცავს გამყიდველს. თუ მყიდველი მიიღებს საქონელს ან მომსახურებას, მაგრამ არ გადაიხდის მის საფასურს, ბანკი აუნაზღაურებს გამყიდველს ამ თანხას გარანტიის პირობების შესაბამისად
საბანკო გარანტია
საბანკო გარანტია არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც თქვენი ბიზნესის სტაბილურობას უზრუნველყოფს. იგი შეამცირებს ფინანსური რისკის ზიანს.
საბანკო გარანტია − თქვენი ბიზნესის სტაბილურობისთვის
ნებისმიერი ბიზნესგარიგება, იქნება ეს ადგილობრივი თუ საერთაშორისო, გარკვეულ რისკებს შეიცავს. კონტრაქტორის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობამ შესაძლოა, სერიოზული ფინანსური ზიანი მიაყენოს თქვენს კომპანიას. სწორედ ამ რისკების შესამცირებლად და გარიგების წარმატებით განსახორციელებლად არსებობს საბანკო გარანტია.
რა არის საბანკო გარანტია და როგორ მუშაობს?
საბანკო გარანტიის განმარტება: ეს არის ბანკის წერილობითი, უპირობო ვალდებულება, გადაუხადოს ბენეფიციარს (დამკვეთს) გარკვეული თანხა იმ შემთხვევაში, თუ პრინციპალი (შემსრულებელი) ვერ შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. ბანკის გარანტია სამი მხარის მონაწილეობით მუშაობს:
- პრინციპალი – პირი, რომელიც იღებს ვალდებულებას (მაგ. კონტრაქტორი).
- ბენეფიციარი – პირი, ვის სასარგებლოდაც გაიცა გარანტია (მაგ. დამკვეთი).
- გარანტორი – ბანკი, რომელიც გასცემს გარანტიას.
ეს მექანიზმი ორივე მხარისთვის ქმნის უსაფრთხო გარემოს და ზრდის ნდობას პარტნიორებს შორის.
გარანტია თქვენს ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, თავდაჯერებულად ჩაერთოს სხვადასხვა ტიპის კომერციულ საქმიანობაში. საბანკო გარანტიის უპირატესობები და ტიპები:
მონაწილეობა ტენდერებსა და მსხვილ პროექტებში
ბევრი სახელმწიფო თუ კერძო ტენდერი მონაწილეობის წინაპირობად სატენდერო გარანტიას მოითხოვს. ეს დოკუმენტი ადასტურებს თქვენი კომპანიის სერიოზულ ზრახვებს და იმას, რომ გამარჯვების შემთხვევაში ხელშეკრულებას გააფორმებთ.
ავანსის გადახდის უზრუნველყოფა
ხშირად, პროექტის დასაწყებად კონტრაქტორს ავანსი სჭირდება. ავანსის გარანტია იცავს დამკვეთს იმ რისკისგან, რომ გადახდილი ავანსის სანაცვლოდ სამუშაო არ შესრულდება.
ვალდებულების შესრულებისა და გადახდის გარანტია
შესრულების გარანტია უზრუნველყოფს, რომ კონტრაქტორი ნაკისრ ვალდებულებას სრულად და დროულად შეასრულებს. ამასთან, არსებობს გადახდის გარანტია, რომელიც გამყიდველს იცავს იმ რისკისგან, რომ მყიდველი პროდუქციის მიღების შემდეგ მის საფასურს არ გადაიხდის.
თუ თქვენი ოპერაციები უფრო მეტად საერთაშორისო ვაჭრობას უკავშირდება, შესაძლოა დაგაინტერესოთ პროდუქტმა - დოკუმენტური აკრედიტივი.
დაგვიკავშირდით და ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ შეარჩიოთ თქვენი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული გარანტიის ტიპი.


