მისამართები
ვალუტის კურსი

სახელფასო პროექტი

გაიმარტივეთ ხელფასის გაცემის პროცესი და მიეცით თქვენს თანამშრომლებს შესაძლებლობა, ისარგებლონ სპეციალური შეღავათებითა და საბანკო პირობებით

სახელფასო პროექტი

გაიმარტივეთ ხელფასის გაცემის პროცესი და მიეცით თქვენს თანამშრომლებს შესაძლებლობა, ისარგებლონ სპეციალური შეღავათებითა და საბანკო პირობებით

 

რატომ სახელფასო პროექტი?

სახელფასო პროგრამა ამარტივებს თქვენს ორგანიზაციაში ხელფასის გაცემის პროცესს და თანამშრომლებს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლონ განსაკუთრებული შეღავათებით ბანკის პროდუქტებსა და მომსახურებაზე.


რა უპირატესობებით ისარგებლებთ, როგორც ორგანიზაცია? 

  • შეგიმცირდებათ სალაროს ოპერაციები, რადგან სახელფასო პროგრამით ხელფასების ჩარიცხვა დაგიზოგავთ დროს
  • 1 ღილაკზე დაჭერით უზრუნველყოფთ თანამშრომლისთვის ან თანამშრომელთა ჯგუფისთვის ნებისმიერ ბანკში ხელფასების გადარიცხვას
  • გაიაქტიურებთ სახელფასო პროექტების მოდულს და ერთ სივრცეში მართავთ თანამშრომლების ფინანსურ საკითხებს
  • სრულად კონფიდენციალური და დაცული იქნება სახელფასო განაკვეთთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია

რა უპირატესობებით ისარგებლებენ თქვენი თანამშრომლები?

  • ბანკომატებისა და ფილიალების ყველაზე ფართო ქსელი საქართველოში – ხელფასის გამოტანის შესაძლებლობა საქართველოს ბანკის 431 ბანკომატიდან 
  • მოემსახურებათ საქართველოს ბანკის 272 ფილიალი და 933 ბანკომატი 24/7 
  • სახელფასო ბარათს გამოიყენებენ საქართველოსა და უცხოეთის მილიონობით ბანკომატსა და სავაჭრო ობიექტში
  • ისარგებლებენ დისტანციური არხებით − მობილბანკით, ინტერნეტბანკით, ტელეფონბანკით, SMS ბანკითა და ავტომატური დავალებებით
  • ასევე − გამარტივებული და შეღავათიანი პირობებით სამომხმარებლო, იპოთეკურ და ავტოსესხებზე
  • საჭიროების შემთხვევაში კი აიღებენ საკრედიტო ბარათს
  • გახსნიან ანაბარს კარგი პირობებით და მიიღებენ სასურველ სარგებელს
  • ბარათის დაკარგვის შემთხვევაში დაბლოკავენ მას მარტივად და ა.შ.
 
როგორ ჩაერთოთ სახელფასო პროექტში?
 
გვეწვიეთ ჩვენს ნებისმიერ ფილიალში, გაწევრიანდით ამ პროგრამაში და იქვე მოითხოვეთ სახელფასო მოდულის გააქტიურებაც.
 
ჩაერთეთ კვლევაში
თქვენი მონაწილეობა დაგვეხმარება Bankofgeorgia.ge-ის გაუმჯობესებაში.
ჩაერთეთ კვლევაში