რატომ სახელფასო პროექტის მოდული?
თქვენი ყოველდღიური საქმიანობის გასამარტივებლად ბიზნესინტერნეტბანკში უკვე შეგიძლიათ გამოიყენოთ სახელფასო პროექტის ინოვაციური მოდული.
ის დაგეხმარებათ, დღე-ღამის ნებისმიერ დროს ეფექტურად მართოთ თქვენს თანამშრომლებთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები. თანაც, ამ ყველაფრისთვის ფილიალში მისვლაც არ დაგჭირდებათ.
რა ოპერაციებს შეასრულებთ?
- დაამატებთ თანამშრომლებს სიაში და იქვე მიუთითებთ მათ შესახებ ინფორმაციას − ხელფასების მოცულობას, სახელფასო ანგარიშის ნომერსა თუ თანხის ჩარიცხვის პერიოდულობას
- სურვილის შემთხვევაში თანამშრომლების დამატებას არა მხოლოდ ინდივიდუალურად, არამედ ჯგუფურადაც შეძლებთ
- შეუკვეთავთ სახელფასო ბარათებს ონლაინ, ფილიალში მისვლის გარეშე
- 1 ღილაკზე დაჭერით უზრუნველყოფთ თანამშრომლისთვის ან თანამშრომელთა ჯგუფისთვის ნებისმიერ ბანკში ხელფასების გადარიცხვას
- საჭიროების შემთხვევაში მარტივად შეძლებთ თანამშრომლისთვის გადასარიცხი ხელფასის მოცულობის ჩასწორება-ცვლილებას
- აქვე მიუთითებთ „ხელფასის 2 ნაწილად გადახდას“, რის შემდეგაც დარიცხული და ხელზე ასაღები ხელფასი 2-ად გაყოფილი გამოჩნდება
- ხელფასთან ერთად ავტომატურად დათვლილ საშემოსავლო და საპენსიო გადასახადებსაც გადარიცხავთ და ამისთვის აღარ დაგჭირდებათ დამატებითი დავალების შექმნა
- 1 სივრცეში ნებისმიერ დროს დაინახავთ როგორც თქვენს კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობას, ისე სახელფასო ბიუჯეტს ჯამურად და სხვ.
როგორ გაიაქტიურებთ?
თუ ჯერ კიდევ არ ხართ ჩართული სახელფასო პროექტში, ეწვიეთ ჩვენს ფილიალს, ჩაერთეთ და ბიზნესინტერნეტბანკში ამ პროექტის მოდული უკვე გააქტიურებული დაგხვდებათ. თუ უკვე ჩართული ხართ სახელფასო პროექტში, ფილიალში მისვლა აღარ დაგჭირდებათ.
გაითვალისწინეთ, იმისათვის რომ ბიზნესინტერნეტბანკში სარგებლობდეთ სახელფასო პროექტის მოდულით, უნდა იყოთ კომპანიის დირექტორი ან უფლებამოსილი პირი. თუ არ ხართ, სთხოვეთ დირექტორს შესაბამისი უფლების გაწერა.
როგორ მოხვდეთ სახელფასო პროექტის მოდულში?
ეწვიეთ ბიზნესინტერნეტბანკის პირად გვერდს www.bonline.ge-ზე, არჩიეთ პროდუქტები, შემდეგ კი სახელფასო პროექტი.