300 000 ლარამდე ბიზნეს სესხის აღება შესაძლებელია მხოლოდ ლარში, 300 000 ლარს ზემოთ სესხის აღება შესაძლებელია დოლარსა და ევროში
აგრო სესხი
ბიზნესის ხელშესაწყობად
აწარმოე საქართველოში
პროექტის მიზანია წარმოების განვითარება საქართველოში და ექსპორტის ხელშეწყობა
სესხი მზის პანელებისთვის
გარემოზე ზრუნვის, თქვენი ელექტროენერგიის წყაროს ჩანაცვლებისა და ხარჯის შემცირების მიზნით, საქართველოს ბანკმა დანერგა ეკომეგობრული პროდუქტი
ოვერდრაფტი
მეწარმეობის განვითარება,საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა.
ვაჭრობის დაფინანსება
ხშირად დასმული კითხვები
რა ვალუტაში შემიძლია სესხის აღება?
სად შემიძლია სესხის პირობების ნახვა?
პირობების ნახვა შეგიძლიათ მობილბანკსა და ინტერნეტბანკში, სადაც დაგხვდებათ თქვენთვის წინასწარ დამტკიცებული სესხის ლიმიტი, ბიზნეს სესხის პროცენტი და სხვა ინფორმაცია. სურვილის შემთხვევაში იქვე შეძლებთ გაიაქტიუროთ ბიზნეს სესხი ონლაინ
როგორ ავიღოთ ბიზნეს სესხი?
თუ გინდათ ბიზნეს სესხის აღება სწრაფად, მაშინ გამოიყენეთ ჩვენი დისტანციური არხები, იქვე შეამოწმეთ თქვენი ბიზნეს სესხის ლიმიტი და დაისვით თანხა ეგრევე ანგარიშზე ან გვეწვიეთ ნებისმიერ ფილიალში და ჩვენ დაგეხმარებით
რა ტიპის ონლაინ ბიზნეს სესხი გაქვთ ბანკში ხელმისაწვდომი?
რას ნიშნავს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი?
კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომლის გაანგარიშებაში გაითვალისწინება ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი, მომხმარებლის მიერ ამ ხარჯების გაწევის პერიოდის გათვალისწინებით
მჭირდება თუ არა სესხის აღებისთვის უზრუნველყოფის წარდგენა?
50 000 ლარამდე სესხის აღება შეგიძლიათ მხოლოდ შემოსავლების დადასტურებით, ამ თანხაზე უზრუნველყოფის წარდგენა არ მოითხოვება
შესაძლებელია თუ არა ბიზნეს სესხის გაცემა ფიზიკურ პირებზე?
დიახ, შესაძლებელია
ბიზნეს სესხი
განავითარეთ თქვენი ბიზნესი საქართველოს ბანკთან ერთად. ჩვენ გთავაზობთ დაფინანსების მრავალფეროვან შესაძლებლობებს, მიუხედავად იმისა, ახლა იწყებთ საქმიანობას, გსურთ არსებული ბიზნესის გაფართოება, თუ სოფლის მეურნეობით ხართ დაკავებული. ჩვენი მიზანია, მოგაწოდოთ ფინანსური რესურსი, რომელიც ზუსტად პასუხობს თქვენს მიზნებს.
აღმოაჩინეთ დაფინანსების ტიპები
ჩვენთან ხელმისაწვდომია სხვადასხვა სახის ბიზნეს სესხი და ფინანსური პროდუქტი, რომლებიც დაჯგუფებულია თქვენი მოხერხებულობისთვის:
სტანდარტული და სწრაფი დაფინანსება: მოიცავს ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა ბიზნეს სესხი, ექსპრეს ბიზნეს სესხი და სპეციალური სესხი დამწყები ბიზნესისთვის.
აგრო დაფინანსება: თუ სოფლის მეურნეობის სექტორში საქმიანობთ, შეარჩიეთ თქვენზე მორგებული აგრო სესხი. ჩვენ ვაფინანსებთ როგორც ერთწლოვან კულტურებს, ისე მრავალწლიან კულტურებს, ასევე გთავაზობთ მარნების დაფინანსებას და სხვა.
სახელმწიფო პროგრამები: ისარგებლეთ ისეთი პროგრამებით, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“, და მიიღეთ დაფინანსება შეღავათიანი პირობებით.
სავაჭრო ფინანსები: გაამარტივეთ საერთაშორისო ვაჭრობა ისეთი ინსტრუმენტებით, როგორიცაა საბანკო გარანტია, ფაქტორინგი და აკრედიტივი.
ისარგებლეთ მოქნილი და ადაპტირებული პირობებით
ჩვენ გვესმის, რომ თქვენი ბიზნესის ფინანსების მართვა შეიძლება იყოს სეზონური ან პროექტის მიხედვით განსხვავებული. ამიტომ, ჩვენი ბიზნეს პროდუქტები გამოირჩევა მაქსიმალური მოქნილობით:
-
მოქნილი გადახდის გრაფიკი: ჩვენი გუნდი მზადაა, შეიმუშაოს ინდივიდუალური გრაფიკი, რომელიც ზუსტად თქვენი კომპანიის ფინანსებზეა მორგებული. მაგალითად, თუ თქვენი ბიზნესი სეზონურია (როგორც აგრო ან ტურიზმი), გადახდების ძირითადი ნაწილი შეგიძლიათ გადაიტანოთ შემოსავლის გენერირების პერიოდზე. იხილეთ კონკრეტული მაგალითები ჩვენი აგროსესხების გვერდზე.
-
საშეღავათო პერიოდი: გრძელვადიანი და კაპიტალტევადი პროექტების შემთხვევაში, როგორიცაა ახალი დანადგარების შეძენა ან მრავალწლიანი ბაღების გაშენება, ბევრი პროდუქტი ითვალისწინებს საშეღავათო პერიოდს სესხის ძირზე. ეს ნიშნავს, რომ თქვენ გადახდებს იწყებთ მაშინ, როდესაც თქვენი ინვესტიცია უკვე იწყებს შემოსავლის გაზრდას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საწყის ფინანსურ ტვირთს და გეხმარებათ რისკების მართვაში. გაეცანით საშეღავათო პერიოდის პირობებს ჩვენი საინვესტიციო სესხის გვერდზე.
-
უზრუნველყოფის მოქნილობა: ჩვენთან შესაძლებელია ბიზნეს სესხის უზრუნველყოფის გარეშე აღებაც (სხარტი სესხი). მსხვილი პროექტებისთვის კი, უზრუნველყოფის სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ სახელმწიფო მხარდაჭერა, მაგალითად, საკრედიტო-საგარანტიო სქემა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში.
შეავსეთ განაცხადი ონლაინ და ჩვენი ბიზნეს ბანკირი დაგიკავშირდებათ.