მისამართები
ვალუტის კურსი

American Express Blue

ყოველდღიურობისთვის შექმნილი საკრედიტო ბარათია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად გამოიყენება.
 
ისარგებლე საკრედიტო ლიმიტით და გამოიყენე American Express Blue-ის უპირატესობები.
 
უპირატესობები ბარათის გარეშე ვერ ისარგებლებ

სწორად გამოყენება

American Express Blue ბარათის საკრედიტო ლიმიტით უპროცენტოდ რომ ისარგებლო, რა თანხასაც ყოველთვიურად დახარჯავ, ზუსტად იმდენი უნდა შემოიტანო კონკრეტულ თარიღში (ეფექტური ლარში 23.8%-დან). მობილბანკში AmEx-ის სივრცეში ყველაზე მარტივად შეამოწმებ დასაფარი თანხის მოცულობებს და თარიღებს.
გამოიყენე საკრედიტო ლიმიტი გახარჯე თანხა შენი სურვილის მიხედვით და თვის კონკრეტულ დღეს (დაანგარიშების თარიღში) გეტყვით, რამდენი გექნება შემოსატანი
შემოიტანე 25 დღემდე ვადაში დაანგარიშების თარიღიდან 25 დღის განმავლობაში შეგიძლია მთლიანად შემოიტანო წინა პერიოდში დახარჯული თანხა ან დაფარო მინიმალური გადასახადი.
ისარგებლე უპროცენტოდ* თუ დაანგარიშების თარიღიდან 25 დღის განმავლობაში, მთლიანად შემოიტან ათვისებულ ლიმიტს, გახარჯულ თანხაზე პროცენტი არ დაგერიცხება და AmEx-ით უპროცენტოდ ისარგებლებ (ეფექტური ლარში 23.8%-დან).
დაფარე მინიმალური გადასახადი თუ ასათვისებელი ლიმიტის შემოტანას მთლიანად ვერ შეძლებ, შეგიძლია მინიმალური გადასახადი დაფარო, რომლის მოცულობასაც ასევე დაანგარიშების თარიღში გეტყვით

შეთავაზებები

ბარათის პირობები

მინიმალური შემოსავალი 300 ₾-დან (ეკვ. სხვა ვალუტაში)
საკრედიტო ლიმიტი
500 ₾-დან 1699 ₾-მდე
მოქმედების ვადა
4 წელი
იპოთეკური სესხის სარგებლობის შემთხვევაში American Express Blue ბარათის წლიურ საკომისიოს არ იხდი. ეფექტური ლარში: 21.4%-დან
ბარათის ღირებულება - 25 ლარი საკომისიო ჩამოიჭრება წლიურად (2.08 ₾/ყოველთვიურად)
ფასდაკლება წლიურ საკომისიოზე ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში
Bronze– 10%
Silver – 25%
Gold – 50%
amex შეთავაზებები  american express limiti   ამერიქან ექსპრესი

მობილბანკი

მართე საკრედიტო ბარათები მობილბანკით
დაასკანერე QR კოდი გადმოწერე მობილბანკი

ხშირად დასმული კითხვები

რა უპირატესობა აქვს Amex Blue ბარათს?

Amex Blue გაძლევს შესაძლებლობას, ისარგებლო 55-დღიანი უპროცენტო პერიოდით, მარტივად დააგროვო MR ქულები (1₾=150 MR ქულა) და გამოიყენო სპეციალური amex შეთავაზებები.

როგორ გროვდება MR ქულები?

MR ქულები გროვდება Amex Blue ბარათით ნებისმიერი გადახდისას, სადაც 1 დახარჯული ლარი უდრის 1 MR ქულას.

რამდენი ლარია 1 MR ქულა?

1 MR ქულის ღირებულება ლარში ფიქსირებული არ არის. მისი ღირებულება დამოკიდებულია კონკრეტულ პარტნიორ ობიექტსა და მის შეთავაზებაზე, სადაც ქულებს ხარჯავ.

როგორ ავიღო Amex Blue ბარათი?

სად შემიძლია გადავიხადო Amex ბარათით?

Amex ბარათით გადახდა შესაძლებელია პარტნიორ ობიექტებში, სადაც შეხვდებით საქართველოს ბანკის პოსტერმინალს.

Amex ბარათები: აქციე ყოველი შენაძენი უპირატესობად

აღმოაჩინე საქართველოს ბანკის Amex ბარათები. დააგროვე MR ქულები ყველა შენაძენზე, ისარგებლე 55-დღიანი უპროცენტო პერიოდით და ექსკლუზიური შეთავაზებებით. შეუკვეთე ონლაინ!

American Express საკრედიტო ბარათი: შენი ფინანსური უპირატესობა

დღეს საკრედიტო ბარათი უბრალოდ გადახდის საშუალება აღარაა. ის ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც სწორად გამოყენების შემთხვევაში, უამრავ სარგებელს გაძლევს. საქართველოს ბანკის American Express (amex) ბარათი სწორედ ასეთი პროდუქტია - შექმნილია მათთვის, ვისაც სურს, ყოველდღიური ხარჯებიდან მაქსიმალური უპირატესობა მიიღოს. ამ ბლოგში დეტალურად განვიხილავთ, თუ რატომაა ამექსი ერთ-ერთი საუკეთესო საკრედიტო ბარათი საქართველოში, როგორ მუშაობს მისი ბონუსების სისტემა და როგორ შეგიძლიათ მისი აღება სახლიდან გაუსვლელად.

რა არის ამექსი საქართველოს ბანკის საკრედიტო ბარათი?

American Express მაღალი კლასის საკრედიტო ბარათია, რომელიც მომხმარებელს უამრავ ფინანსურ სარგებელსა და ექსკლუზიურ შეთავაზებას სთავაზობს. ის იდეალურია როგორც ყოველდღიური შენაძენებისთვის, ასევე მოგზაურობისა და განსაკუთრებული ხარჯებისთვის. საქართველოს ბანკის ამექს ბარათი გამოირჩევა შემდეგი უპირატესობებით:

როგორ მუშაობს amex mr ქულების სისტემა?

ამექსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი Membership Rewards (MR) პროგრამაა. ეს არის ლოიალობის სისტემა, რომელიც ყოველი ტრანზაქციისას ქულებით გასაჩუქრებს. დაგროვებული ქულები კი შეგიძლია გამოიყენო ამექსის პარტნიორ ობიექტებში გადასახდელად.

MR ქულების დაგროვება

ქულების დაგროვება ძალიან მარტივია. ყოველ ჯერზე, როცა შენაძენს Amex ბარათით იხდი, შენს ანგარიშზე MR ქულები გროვდება. დაგროვების პრინციპი დამოკიდებულია ბარათის ტიპზე:

MR ქულების გამოყენება

დაგროვებული amex mr ქულების დახარჯვა ამექსის პარტნიორ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებშია შესაძლებელი. ეს ნიშნავს, რომ შენი ყოველდღიური ხარჯები შეიძლება სასურველ პროდუქტად ან მომსახურებად იქცეს. ქულების გამოყენებით გადახდა მარტივია და დამატებით ფინანსურ სარგებელს გაძლევს.

როგორ ავიღოთ საკრედიტო AmEx ბარათი ონლაინ?

საქართველოს ბანკი მომხმარებელს სთავაზობს მაქსიმალურად გამარტივებულ პროცესს, რომ აიღოს საკრედიტო ბარათი ონლაინ. ბარათის შეკვეთა შესაძლებელია როგორც მობილბანკიდან და ინტერნეტბანკიდან, ასევე ფილიალში ვიზიტით. ონლაინ შეკვეთის პროცესი სწრაფი და კომფორტულია, რაც ზოგავს შენს დროს. ბარათის დამტკიცების შემდეგ, შეგიძლია ისარგებლო ყველა იმ უპირატესობით, რასაც ამექსი გთავაზობს, მათ შორის 55-დღიანი საშეღავათო პერიოდით, რაც ფინანსური რესურსების ეფექტურად მართვის საუკეთესო საშუალებაა.

 

მაჩვენე მეტი მაჩვენე ნაკლები
ჩაერთეთ კვლევაში
თქვენი მონაწილეობა დაგვეხმარება Bankofgeorgia.ge-ის გაუმჯობესებაში.
ჩაერთეთ კვლევაში
დაგვიტოვე ნომერი და მიიღე განსაკუთრებული შეთავაზებები თუ ჯერ არ ხარ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, ან არ იყენებ ბანკის ციფრულ არხებს, მიიღებ სპეციალურად შენთვის შექმნილ შეთავაზებას.
შენი მობილურის ნომერი